თუ ფულის დაზოგვა და შენახვა არ შეგიძლიათ, თუ მფლანგველ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ გზას, რომელიც დაგეხმარებათ.
„დაამრგვალე თანხა“ - ეს არის გენიალური წესი, რომლის საშუალებითაც ფულს დაზოგავთ.
ყოველ საღამოს დათვალეთ თქვენი თანხა, შემდეგ დაამრგვალეთ და თანხა, რომელიც დამრგვალების გამო „ჩამოაჭერით“, შეინახეთ.
მაგ: თუ გაქვთ 539 ლარი, შეგიძლიათ დაზოგოთ 9 ლარი და დასახარჯად დაიტოვოთ 530 ლარი, ასევე შეგიძლიათ შეინახოთ 32 ლარი და დარჩენილი 500 ლარი დასახარჯად დაიტოვოთ.
თუ ამ მეთოდით თანხას ყოველ დღე შეინახავთ, თვის ბოლოს შედეგით მოიხიბლებით.
მეთოდის უპირატესობები:
- დილით ყოველთვის იცით რამდენი ფული გაქვთ და ეს ყოველთვის მრგვალი რიცხვია.
- შეძლებთ თავი აკონტროლოთ რამის ყიდვის დროს და შეეშვათ უსარგებლო ნივთების შეძენას.
- და რაც მთავარია, თქვენ რეალურად შეინახავთ ფულს.
თემები: მამაკაცები, ქალები, რჩევები, ფული
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია