LIFE

8 რამ, რაც უნდა იცოდეთ ადამიანის შესახებ, სანამ მასთან სიახლოვეს გადაწყვეტთ

8 რამ, რაც უნდა იცოდეთ ადამიანის შესახებ, სანამ მასთან სიახლოვეს გადაწყვეტთ

1. როგორი დამოკიდებულება აქვს ფულთან

მნიშვნელოვანია გაიგოთ, როგორ ხარჯავს ფულს, აქვს თუ არა ვალი, მიეჩვია თუ არა ვალის აღებას, შეუძლია თუ არა ეკონომიის გაკეთება. თუმცა ყველა ოჯახს არ გააჩნია საერთო ბიუჯეტი, მაინც გექნებათ საერთო ხარჯები, ამიტომ წინასწარ უნდა იცოდეთ, რისი იმედი უნდა გქონდეთ.

2. რას ფიქრობს ბავშვებზე

თუნდაც ჯერ არ ფიქრობთ ბავშვებზე, ეს მნიშვნელოვანი თემაა მსჯელობისთვის. შესაძლებელია, თქვენს პარტნიორს კატეგორიულად არ უნდა ბავშვები, თქვენ კი ოცნებობთ შვილებზე. ამ შემთხვევაში ჯობია ეს თავიდანვე განიხილოთ და იმედი არ გქონდეთ, რომ ერთ-ერთი თქვენთაგანი გადაიფიქრებს. თუ ორივეს გინდათ შვილები, უნდაიმსჯელოთ, როგორ გინდათ აღზარდოთ ისინი. არ შეგეშინდეთ, რომ ეს ზედმეტად სერიოზული თემებია საუბრისთვის. რაც უფრო მალე განსაზღვრავთ, როგორ უყურებთ მომავალს, მით უფრო დარწმუნებულები იქნებით საკუთარ ურთიერთობებში.

3. როგორი რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებები აქვს

ზოგიერთი ადამიანისთვის ეს სრულიად უმნიშვნელო თემებია, ამავე დროს სხვებისთვის შეიძლება წარმოადგენდეს ცხოვრებისეულ პრინციპებს. ერთნი, ერთი შეხედულებით, შეიძლება არ იყვნენ რელიგიურები, მაგრამ შემდგომ აუცილებლად მოუნდათ ბავშვის მონათვლა ტაძარში. ყველა ეს მომენტი უკეთესია თავიდანვე გაარკვიოთ.

8 რამ, რაც უნდა იცოდეთ ადამიანის შესახებ, სანამ მასთან სიახლოვეს გადაწყვეტთ

4. როგორ ხედავს საკუთარ ცხოვრებას

თუ ერთად აპირებთ ცხოვრების შენებას, უნდა გქონდეთ მომავლის ერთნაირი მოლოდინი და სურვილი. მას მოგზაურობა უნდა თუ სახლში ჯდომა? მზად არის საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეს? როგორი მიზნები აქვს? ხელს ხომ არ უშლის თქვენს მიზნებს?

5. როგორი მნიშვნელობა აქვს მისთვის სექსსა და ინტიმს?

იქნებ მიმოწერა ყოფილთან ღალატად მიაჩნია? ან ემოციურ ღალატს არ თვლის ნამდვილ ღალატად? რა სიხშირით სურს დაკავდეს სექსით?

6. როგორ ყურადღებას აქცევს საკუთარ ჯანმრთელობას

თქვენ უნდა საქმის კურსში იყოთ მისი ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის რისკების შესახებ, რათა გესმოდეთ, რა შეიძლება მოხდეს. ასევე სასურველია გქონდეთ ერთნაირი მიდგომა ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმართ.

8 რამ, რაც უნდა იცოდეთ ადამიანის შესახებ, სანამ მასთან სიახლოვეს გადაწყვეტთ

7. მისი პირადი სივრცის მოთხოვნილება

ღიად განიხილეთ თქვენი პირადი საზღვრები, ურთიერთობებში თითოეულისთვის პირადი დრო, შეხვედრები ახლობლებთან და მეგობრებთან.

8. როგორ იქცევა ჩხუბის დროს

ჯობია წინასწარ იცოდეთ, რომ როცა იწყება ჩხუბი, მისთვის უკეთესია წავიდეს და დარჩეს მარტო, რომ მერე არ მიიღოთ ეს საკუთარ თავზე.

იმისათვის, რომ ურთიერთობები აგეწყოთ, საჭიროა მეტი, ვიდრე უბრალოდ სიყვარული. მნიშვნელოვანია ის, რამდენად უხდებით ერთმანეთს და რამდენად გულწრფელად და ღიად შეგიძლიათ იმსჯელოთ მნიშვნელოვან თემებზე.



<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>