პედიატრ კომაროვსკის 15 ციტატა იმის შესახებ, თუ როგორ აღვზარდოთ ჯანმრთელი ბავშვები
- 08.08.2017
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ევგენი კომაროვსკი მშობლებში განსაკუთრებულად პოპულარულია. არც არის გასაკვირი, მან ხომ ერთ-ერთმა პირველმა დაუწყო დედებსა და მამებს ადეკვატურად და გასაგებად ახსნა, როგორ შეუნარჩუნონ და გაუძლიერონ ბავშვებს ჯანმრთელობა. მისი რეკომენდაციები არ ჰგავს ექიმების ჩვეულ რჩევებს, მაგრამ ამასთანავე ყოველთვის მარტივი და გასაგებია მშობლებისთვის.
1. ოჯახის მთავარი კეთილდღეობაა - დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მამამ ძერასავით უნდა დააფრთხოს ყველა და უზრუნველყოს ის საკვებით, ძილით, გასეირნებით.
2. სკოლაში ჯობია წახვიდე 10 წლის ასაკში, 11 წლის ასაკში კი - დაამთავრო. ცუდია რომ იქ არ აძლევენ ბავშვს საშუალებას იმოძრაოს.
3. ეს განკურნებაა რთული, თორემ დაავადების პოვნა თანამედროვე დონის მედიცინის დროს - ელემენტარულია.
4. ბავშვის გაფერადება „ზელიონკით“ მისი მშობლების პირადი საქმეა, განისაზღვრება მათი სიყვარულით ფერწერის მიმართ, მაგრამ მას არავითარი კავშირი არა აქვს მკურნალობასთან.
5. ბავშვები უნდა იყვნენ გამხდრები.
6. ბედნიერი ბავშვი - ეს უპირველესყოვლისა ჯანმრთელი ბავშვია, და მხოლოდ შემდეგ უკვე მკითხველი და ვიოლინოზე დამკვრელი.
7. არასოდეს და არანაირი გარემოების დროს არ დააძალოთ ბავშვს ჭამა. ეს იმის ტოლფასია, რაც დაამატოთ ბენზინი სავსე ბაკში და შემდეგ დადგათ მანქანა ფარეხში.
8. კარგი საბავშვო ბაღი ის არის, სადაც გთხოვენ მიიტანო ლაბადა და ჩექმა, იმისათვის რომ გაასეირნონ ბავშვები, როდესაც ჟინჟლავს.
9. ორშაბათობით ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან ავად. იმიტომ რომ კვირაობით დადიან ბებიებთან, სიყვარულის საზომად კი ჩვენთან, სამწუხაროდ, საკვები ითვლება.
10. იმუნიტეტის გაძლიერება - ეს არის ღიმილი, დასვენება, მოგზაურობა, კარგი განწყობა, სიყვარული, გასეირნება, ზომიერი კვება, ფიზიკური აქტივობა.
11. ნუ ხარჯავთ დროსა და ნერვებს მუდმივად საკუთარი შვილის დანაშაულის ძებნაზე.
12. მთავარი კანონია: საკვების რაოდენობა ეკვივალენტურია დახარჯული ენერგიის რაოდენობის.
13. ბავშვი არაფერზე და არავის წინაშე ვალდებული არ არის.
14. აგარაკი ყოველთვის კარგია, ვიდრე ნებისმიერი ზღვა. თუ ბავშვი 2 თვე დარბის მშიერი, ჭუჭყიანი, ფეხშიშველა - ეს აღადგენს მის ჯანმრთელობას მთელი წლის მანძილზე.
15. მოდით სწორად გვეშინოდეს: არა საავადმყოფოებისა და ექიმების, არამედ საკუთარი სიზარმაცისა და უვიცობის.
თემები: მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბედნიერი ბავშვი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია