12 საკითხი ნდობის შესახებ - ის, რაც ურთიერთობაზე დამღუპველად მოქმედებს
- 08.08.2017
ბევრჯერ გვითქვამს რომ ნდობის გარეშე ჯანსაღი რომანტიკული ურთიერთობა უბრალოდ წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა საყვარელ ადამიანს არ ენდობიან და ეს ურთიერთობაზე დამღუპველად მოქმედებს.
გთავაზობთ 12 საკითხს, რომელიც თქვენს უნდობლობას ადასტურებს და სასიყვარულო ურთიერთობაზე ნეგატიურად მოქმედებს:
1. ამოწმებთ მის ტელეფონს - როდესაც საყვარელ ადამიანს არ ენდობით, პირველ რიგში, მისი ტელეფონის შემოწმების სურვილი გიჩნდებათ. შედიხართ სოციალურ ქსელებში რომლებსაც ის იყენებს, ამოწმებთ მესიჯებს, შემოსულ და გასულ ზარებს და ცდილობთ დაამტკიცოთ, რომ თვქენი ეჭვები სინამდვილეა.
2. უტარებთ გამოცდას - როცა არ ენდობით, ცდილობთ, რომ გამოცდა მოუწყოთ. შეიძლება უცებ გამოჩნდეთ ისეთ ადგილას, სადაც არ გელოდებათ, გსურთ ტყუილში გამოიჭიროთ.
3. არ აძლევთ პირად სივრცეს - ყველას სჭირდება პირადი სივრცე, მერე რა რომ ის თქვენი პარტნიორია. არსებობს მომენტი, როცა საკუთარ თავთან დარჩენა გინდა, ან მეგობრებთან წასვლა და ამაზე უარს ამბობ მხოლოდ იმის გამო, რომ საყვარელ ადამიანს არ სურს ასე მოიქცეთ, იმის გამო რომ ერთი წამითაც არ გაშორებთ თვალს.
4. თვალყურს ადევნებთ სოციალურ ქსელებში - ყურადღებას იჩენთ სოციალურ ქსელში მისი ნებისმიერი აქტივობის მიმართ, ამოწმებთ „ფეისბუქის“ მის კედელს, სქროლავთ „ინსტაგრამს“, კითხულობთ მის ყველა პოსტს და ყველაზე საშინელება მაშინ ხდება, როცა სკანდალს უწყობთ მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცის ფოტო, ან სტატუსი მოიწონა.
5. მასზე დამოკიდებული ხართ - როცა ერთი პარტნიორი ხდება მეორეზე დამოკიდებული, როცა არ შეუძლია მის გარეშე, ის ცდილობს საყვარელ ადამიანს ყველა ნაბიჯი გაუკონტროლოს, ეშინია მისი დაკარგვის და ამის გამო ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება.
6. გაქვთ ეგოისტური ქმედებები - თუ თვლით, რომ პარტნიორმა ყველა წუთი მხოლოდ თქვენ უნდა მოგიძღვნათ, ცდებით. ასეთ დროს თქვენ უბრალოდ საშინლად ეჭვიან ადამიანად გარდაიქმენით და რთული ხდება თქვენ გვერდით ცხოვრება.
7. ეუბნებით მას პატარა ტყუილებს - მაშინაც კი თუ მეგობრებთან ერთად ხართ, თქვენ ეუბნებით რომ მუშაობთ, ან სახლში ხართ. ნორმალურია, როცა არ გსურს, რომ პარტნიორმა თქვენი ყველა ნაბიჯი იცოდეს, მაგრამ მისი მოტყუება არ არის გამართლებული.
8. ეძებთ ყველა დეტალს მისი ყოფილის შესახებ - მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თქვენმა პარტნიორმა ყველაფერი დაივიწყა და ყველაფერი გაანადგურა, რაც ყოფილთან აკავშირებდა, თქვენ მაინც ცდილობთ ყველაფერი ამოქექოთ და გაიგოთ მის შესახებ. ეს ურთიერთობას ანგრევს.
9. ყოველთვის ფიქრობთ ყველაზე ცუდ სცენარზე - ყოველთვის ყველაზე ცუდს წარმოიდგენთ. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი სამსახურიდან აგვიანებს, ერთადერთი რასაც ფიქრობთ ისაა, რომ გღალატობთდა თუ თქვენს ზარს არ უპასუხა, ამაში უკვე დარწმუნებული ხართ.
10. არგუმენტად ყოველთვის წარსული ურთიერთობები მოგყავთ - არასოდეს არის კარგი იდეა, რომ მაგალითად ყოფილი პარტნიორი მოიყვანოთ.
11. ეჭვიანობთ, როცა ის საპირისპირო სქესის ადამიანს ესაუბრება - ზოგჯერ საშინელ სიძულვილს გრძნობთ იმ ადამიანისადმი, რომელსაც თქვენი პარტნიორი ესაუბრება, არადა, ამ დროს ისინი მხოლოდ მეგობრები არიან, ან რამე საერთო საქმე აქვთ.
12. ადანაშაულებთ ტყუილში - მუდამ ეჭვის თვალით უყურებთ და გამუდმებით ტყუილში ადანაშაულებთ.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://sarcasm.co">http://sarcasm.co</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია