1. კაბა რომელიც კლასიკური პერანგისა და ქვედაბოლოს კომბინაციაა - მისი ჩაცმა კლასიკურ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, ასევე შეგიძლიათ ყოველდღიურ სტილსაც მოარგოთ.
2. საზღვაო კაბა - ეს კაბა აუცილებლად უნდა გქონეთ ზღვის სეზონისთვის. შესანიშნავია საღამოს წვეულებისთვის, სანაპიროზე სასეირნოდ. ამ პერიოდში ნებისმიერ სიტუაციას უხდება.
3. კლასიკური კაბა - მისი ჩაცმა შეგიძლიათ პომპეზურ დღესასწაულზე, ქორწილში.
4. მსგავსი კაბის ჩაცმა შეგიძლიათ სამსახურში, ოფისში - ის ძალიან სექსუალურია. ამავდროულად, ის შესანიშნავია თუ სამსახურის შემდეგ თანამშრობლებთან ერთად სადმე გასართობად წახვალთ.
5. ძალიან ქალური, გაზაფხულის კაბა - მაშინ როცა ზამთარი სრულდება და ტემპერატურა იმატებს, ქალების უმეტესობას სურს, რომ თავისი ქალური მხარე წარმოაჩინოს, რა თქმა უნდა, ყვავილებიანი გაზაფხულის ფერადი კაბა, საუკეთესო არჩევანია.
6. ტანზე მომდგარი და გვერდზე შეხსნილი სექსუალური კაბა - ის კარგად აჩვენებს თქვენს სრულყოფილ სხეულს და ყველა დეტალს უსვამს ხაზს. ამიტომაც თუ გსურთ რომ თქვენი მშვენება სხვებსაც აჩვენოთ, მსგავსი კაბა აუცილებლად უნდა გქონდეთ გარდერობში.
7. შემოდგომის კაბა - ეს არის პერიოდი როცა უკვე ტემპერატურა იკლებს. ამიტომ გჭირდებათ კაბა, რომელშიც არ გაიყინებით და ასევე ქალური სილუეტი წარმოჩინდება.
8. კაბა სამსახურისთვის - მსგავსი კაბა საოფისე სამსახურისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ის ძალიან სექსუალური და კომფორტულია.
9. კაბა, რომელშიც ქალი სიზმრიდან გადმოსულს ჰგავს - ეს კაბები გამორჩეული წვეულებისთვისაა და ერთ-ერთი კომპონენტია თქვენს ვიზუალში რითაც საზოგადოების ყურადღების მიპყრობას შეძლებთ.
10. კოქტეილის კაბა - როცა საქმე ეხება პაემანს მდიდრულ რესტორანში, თქვენ რაღაც განსაკუთრებული გჭირდებათ. რა თქმა უნდა, შავი საღამოს კაბა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ის თქვენს ვიზუალს კლასიკურ და დახვეწილ იერს მისცემს.
თემები: ტანსაცმელი, ტრენდი, 2017 წლის ტენდენციები, კაბა
<a href="http://www.harpersbazaar.com/">http://www.harpersbazaar.com/</a>