დაძაბულობა Victoria's Secret-ის კასტინგის გარშემო გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ორი ახალი გრანდიოზული შოუსთვის მზადება დაიწყო და ორი დღის წინ ნიუ-იორკში გამართულ კასტინგს ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილიც სტუმრობდა.
თაკო პირველად არჩეულ 15 გოგონას შორის მოხვდა, თუმცა პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ უკვე ექვს ფინალისტს შორისაა. მოხვდება თუ არა მოდელი 2017 წლის შოუზე, ეს ხვალ და ზეგ, ფინალურ ტურებზე გაირკვევა.
ფინალური ექვსეული კი ასე გამოიყურება.
თემები: მოდელები, Victoria's Secret, თაკო ნაცვლიშვილი