Huffington Post-ის რედაქტორი კელსი ბორესენი გვიამბობს 8 რიტუალის შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას.
თუ მიისწრაფით ჰარმონიულ ურთიერთობებისკენ პარტნიორთან, დილას, როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ, სანამ დატოვებთ სახლს და ჩაეშვებით საქმეების ორომტრიალში, უნდა იზრუნოთ ურთიერთობებზე. აი, როგორ იქცევა ბედნიერი წყვილი ყოველ დილას.
1. უყურებენ ერთმანეთს თვალებში
„ჩვენ ერთად ვიხეხავთ კბილებს და ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში. გარდა ამისა ჩვენ ვეხებით ერთმანეთს: წელზე შემოვხვევთ ხელებს, თავს - მხრებზე დავადებთ და ვეფერებით ერთმანეთს ლოყაზე“, - გვიზიარებს მკითხველი ბრანდი ვ.
2. ეხვევიან ერთმანეთს
„ჩემი ქმარი მანამდე მიდის სამსახურში, სანამ მე ვდგები. წასვლის წინ რამდენიმე წუთით ჩამომიჯდება ლოგინზე და მაგრად მეხვევა. ეს წუთები, როცა ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ, - დღის საუკეთესო დასაწყისია“, - ამბობს ბლოგერი მეგ კონლი.
3. ცდილობენ ადგნენ ერთი და იგივე დროს
“ბევრი დილაობით დაკავებულია საქმეებით და არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ზოგი კი საერთოდ პარტნიორის სამსახურში წასვლის შემდეგ იღვიძებს. უბრალოდ ადამიანებს უყვართ ძილი. მაგრამ მათ სძინავთ ურთიერთობებისთვის ყველაზე ძვირფასს დროს - დღის დასაწყისში“, - წუხს ფსიქოტერაპევტი კურტ სმიტი.
4. ერთად საუზმობენ
„მე და ჩემი ცოლი ერთად ვსაუზმობთ. ვზივართ გვერდიგვერდ, ვსაუბრობთ დღის გეგმების შესახებ ან ვუსმენთ ჩიტების გალობას. ვტკბებით ურთიერთობით, მაშინაც, როცა 15 წუთი გვაქვს“,- ჰყვება მკითხველი სტივ ტ.
5. კოცნიან ერთმანეთს დამშვიდობებისას
„მნიშვნელოვანია დაანახოთ თქვენი სიყვარული დამშვიდობების წინ. ის მიდის სამსახურში ერთი საათით ადრე, სანამ მე ავდგები, და ყოველთვის მკოცნის დამშვიდობებისას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიგრძნო, რას ფიქრობს ის ჩემზე სანამ გავა სახლიდან“,- აღიარებს რებეკა სი.
6. დილით არ სარგებლობენ გაჯეტებით
„მაშინაც კი, როცა მხოლოდ 5-10 წუთი გვაქვს დრო, ვჯდებით და ვსვამთ ჩაის. და მხოლოდ შემდეგ გავდივართ სახლიდან ან ვიწყებთ საუბარს ტელეფონზე. საუზმის დროს გაჯეტები აკრძალული გვაქვს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვსაუზმობთ, მაშინაც კი, როცა გვეჩქარება. ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ დღის განმავლობაში, ან განვიხილავთ ახალ ამბებს. ხანდახან ჩუმად ვჭამთ. ახლა შეშლილი ცხოვრებაა, მშვიდი ოჯახური საუზმე - ერთადერთი საშუალებაა ამოისუნთქო“,- ამბობს ოჯახის კონსულტანტი უინფრედ რეილი.
7. ინაწილებენ დილის საქმეებს
„უნდა ააყენოთ ბავშვები, მოამზადოთ და გაგზავნოთ სკოლაში. ხშირად ყველა ეს საქმე ქალის მხრებს აწვება. მაგრამ ბედნიერი წყვილები ინაწილებენ ყოფით და მშობლების საზრუნავს. გუნდური სამუშაო დილაობით ეხმარება ურთიერთობების გაძლიერებას და ანიჭებს სიახლოვის შეგრძნებას მთელი დღის მანძილზე“,- თვლის კურტ სმიტი.
8. იღიმებიან მაშინაც, როცა დაღლილები არიან
„დილის საათები ხშირად არის დაძაბული. ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან, ყოველთვის უღიმიან ერთმანეთს, სანამ გავლენ სახლიდან, და ასწრებენ ერთი-ორი ფრაზის გაცვლას“,- ჰყვება კლინიკური ფსიქოლოგი მერი ლენდი.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები
<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>