სხეულის რა ნაწილის ფერი უნდა იყოს იდეალური პომადა, რომელიც მოგიხდებათ - დაუჯერებელი სიმართლე
- 21.08.2021
ნუდი ფერები (nude - კანის ფერი) ახლა პოპულარობის მწვერვალზეა. თითქოს, კანისფერია ფერია, რაღაცნაირი ვარდისფერი, რაღაცნაირი მოყავისფრო, რომელიღაცაში კი მეტი ოქროსფერია.
როგორ ავირჩიოთ პომადა
იპოვეთ თქვენი იდეალური ნუდი
საოცარია, მაგრამ ამ საკითხის გადასაწყვეტად ექიმებიც კი ჩაერივნენ. NBC-ზე გადის პროგრამა „The Doctors”, სადაც ექიმები უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას მრავალმილიონიან აუდიტორიას. მოწვეულმა ექსპერტმა ელიზაბეტ ტანციმ - დერმატოლოგმა, Capital Laser & Skin Care-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა, ერთ-ერთ გამოშვებაში განაცხადა, რომ პომადის ფერი უნდა დაემთხვეს ძუძუს თავების ფერს. მედიკოსი თვლის, რომ ძუძუს თავების და კანის შეხამება სრულყოფილია.
„ბუნებამ ჩვენზე კარგად იცის. ასე ნამდვილად არ შეგეშლება ტონის არჩევა.“,- ამბობს, დერმატოლოგი.
ამას დასაბუთებული მეცნიერული ახსნა არ აქვს, მაგრამ აქ ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. რასობრივი კუთვნილებისგან დამოუკიდებლად, ძუძუს თავები ყოველთვის 1-2 ტონით უფრო მუქია, ვიდრე კანი მის გარშემო. და თუ გავიხსენებთ ვიზაჟისტების რეკომენდაციებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პომადა უნდა იყოს კანის ბუნებრივ ფერზე ოდნავ მუქი, მაშინ ელიზაბეტ ტანცის განცხადება სწორია.
რა თქმა უნდა, არავინ არ მოგიწოდებთ გაიხადოთ ტოპი მაღაზიაში იმისათვის, რომ იპოვო პომადის შესაფერისი ტონი. მაგრამ აუცილებლად შეამოწმეთ სახლში როგორ მუშაობს ეს თეორია სინამდვილეში, და საერთოდ მუშაობს თუ არა.
ახლა უბრალოდ აუცილებელია იცოდე ნუდი ფერის პომადის მაკიაჟის წესები.
წესი 1. ნუდი ფერები ხაზს უსვამენ კანის ყველა დეფექტს. თუ მშრალი და დახეთქილი ტუჩები გაქვს, სანამ წაისვამ პომადას, გამოიყენე სკრაბი.
წესი 2. პომადის ყიდვისას, აუცილებლად შეიძინე შესაფერისი ფანქარი. ტუჩების ბუნებრივი მაკიაჟისთვის კონტური ისევე საჭიროა, როგორც მკვეთრისთვის.
წესი 3. გააკეთე მკვეთრი აქცენტი თვალებზე ან წარბებზე, რათა მაკიაჟი იყოს ჰარმონიული. კლასიკური შავი ისრები ან smoky eyes - ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებაა.
წესი 4. თუ წვრილი ტუჩები გაქვს, გლუვ ტექსტურაზე უარი უნდა თქვათ. პირიქით, თხევადი პომადის 1 წვეთიც კი გამოყოფს ტუჩებს და მიანიჭებს მას მოცულობას.
თემები: მაკიაჟი, რჩევები, პომადა
<a href="https://takprosto.cc">https://takprosto.cc</a>