5 მხიარული ფილმი დედებისა და შვილების შესახებ, რომლებიც ყველა დედას უნდა ჰქონდეს ნანახი
- 22.08.2017
1. „ცუდი დედები“ (Bad Moms) - ფილმი მოგვითხრობს დედაზე, რომელსაც გადატვირთული და დაძაბული ცხოვრების რეჟიმი აქვს და აღმოაჩენს ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი ცხოვრება აქვთ. ისინი გადაწყვეტენ ბოლო მოუღონ ასეთ ცხოვრებას, იპოვონ თავისუფლება და თავი დააღწიონ ყოველდღიურ რუტინას.
2. Mother Up! - ეს არის ანიმაცია, იუმორით გაჯერებული, სახალისო, რომელიც ვფიქრობთ, დედიკოებს ძალიან მოეწონებათ. ანიმაციაში მოთხრობილია ცნობილი მომღერალი ქალის ისტორია, რომელიც უარს ამბობს თავის კარიერაზე და შვილის გამო გარეუბანში გადადის საცხოვრებლად. ის მალე გაანალიზებს, რომ დედობა გაცილებით რთულია, ვიდრე მუსიკალურ ინდუსტრიაში წარმატების მიღწევა.
3. „მეზობლები“ (Neighbors) -ეს ფილმი განსაკუთრებით ახალბედა მშობლებს მოეწონებათ. ფილმი სწორედ ახალბედა მშობლებზე მოგვითხრობს, რომელთა სამეზობლოც ძალიან ხმაურიანია და მთელ ღამეებს თეთრად ათენებინებენ. მშობლები ხმაურიანი მეზობლების „განადგურებას“ გადაწყვეტენ.
4. პატარა ბოსი (Boss Baby) - ვფიქრობთ, ამ ფილმს სიამოვნებით ნახავთ მთელი ოჯახი. ანიმაცია უფროსი და მისი პატარა ძმის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს და გვიჩვენებს რატომ არის კარგი, როცა ადამიანს და, ან ძმა ჰყავს და თან მასთან მეგობრობს. ფილმი ძალიან სასაცილოა და კარგ განწყობას შეგიქმნით.
5. „დედის დღე“ (Mother’s Day) - ფილმში ნაჩვენებია განსხვავებული ქალები, განსხვავებული მსოფლხედვითა და ცხოვრების სტილით, მაგრამ ყველა მათგანს აქვს ერთი საერთო რამ - ისინი დედები არიან. ეს ფილმი კიდევ უფრო დიდი პატივისცემითა და სიყვარულით განგაწყობთ საკუთარი დედისადმი და ასევე მოგეწონებათ, რომ ხართ დედა.
თემები: დედები და შვილები, ფილმი, დედები
<a href="http://movies.allwomenstalk.com">http://movies.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია