ვინ არის Dilone - გოგონა, რომელთან კონკურენციაშიც თაკო ნაცვლიშვილი დამარცხდა
- 25.08.2017
თაკო ნაცვლიშვილი Victoria's Secret-ის კასტინგის ფინალურ ტურს გამოეთიშა. მის ნაცვლად Victoria's Secret-ის 2017 წლის გრანდიოზულ შოუში Dilone მიიღებს მონაწილეობას. Dilone 300 მოდელიდან 16 ფინალისტს შორის მოხვდა.
Victoria's Secret-ის 2017 წლის გრანდიოზულ შოუდან სწორედ ის გაუღიმებს მაყურებელს და პოპულარული ბრენდის პროდუქციას წარადგენს.
21 წლის Dilone ნიუ-იორკში დაიბადა და ბავშვობიდან მოდელობაზე ოცნებობდა. ამ გატაცების გარდა ის ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეცაა და გასულ წელს, სააგენტო DNA models-ის მოდელი გახდა და Marc Jacobs'-ის საგაზაფხულო ჩვენებაში მონაწილეობდა.
"მხიარული, მგზნებარე, ძალიან ერთგული" - ასე ახასიათებენ გოგონას მეგობრები. დილონს ძლიან უყვარს კარგი ჭამა, მაგრამ როგორც ეს მისი ფორმებიდან ჩანს, ჭარბი წონა არ აწუხებს და გურმანობა კარიერაში ხელს არ უშლის.
საყვარელი ქალაქი ლონდონია და ფიქრობს, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად გადავა საცხოვრებლად.
გამორჩეულ გარეგნობას გენეტიკას უმადლის და მისთის აუცილებელი რუტინა დილა-საღამოს პირის დაბანაა. ღამით აუცილებლად იშორებს მაკიაჟს და ისვამს თვალის დამატენიენებელ კრემს.
თემები: Victoria's Secret, თაკო ნაცვლიშვილი
<a href="http://www.eonline.com">http://www.eonline.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია