SEX

10 ფაქტი სექსუალური მიზიდულობის შესახებ - რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში?

10 ფაქტი სექსუალური მიზიდულობის შესახებ - რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში?

რა არის ის, რის გამოც ადამიანები ერთმანეთისადმი ლტოლვას განიცდიან, რა იწვევს სექსუალურ მიზიდულობას?

ეს არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული და ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს.

ზოგიერთი ფაქტორი ბიოლოგიურია, ზოგიერთი ფსიქოლოგიური, ზოგიც სოციალურ გარემოს უკავშირდება.

მკვლევარები გამოყოფენ 10 ყველაზე საინტერესო მიზეზს, რის გამოც ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ:

1. როგორც წესი ვიზიდავთ და გვიზიდავენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვგვანან - მაგ: მკვლევარებმა სთხოვეს ჰეტეროსექსუალ ქალებსა და მამაკაცებს, რომ შეეფასებინათ საპირისპირო სქესი ფოტოებით.

ყველა მათგანს დაურიგეს სურათები, სადაც იმ ადამიანის ფოტოც იყო, რომელსაც უნდა შეეფასებინა. თუმცა მისი ფოტო იყო ციფრულად დამუშავებული ისე რომ საპირისპირო სქესს დამსგავსებოდა და საკუთარი თავი ვერ ამოეცნო. აღმოჩნდა, რომ კვლევაში ჩართულებს ყველაზე მეტად ის ადამიანები მოეწონათ, რომლებიც სინამდვილეში თავად იყვნენ.

10 ფაქტი სექსუალური მიზიდულობის შესახებ - რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში?

2. შეიძლება ეს ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ, ჩვენ გვიზიდავენ და ვიხიბლებით იმ ადამიანებით, რომლებიც მშობლებს გვაგონებენ.

10 ფაქტი სექსუალური მიზიდულობის შესახებ - რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში?

3. თუ სავარჯიშო დარბაზიდან ახალი გამოსული ხართ, პულსი აჩქარებული გაქვთ რაიმე მიზეზის გამო, სრულიად უცხო ადამიანს მიიზიდავთ - გახშირებული გულის ცემა არის ის, რასაც სრულიად უცხო ადამიანები მარტივად ამჩნევენ და რითაც იხიბლებიან.

10 ფაქტი სექსუალური მიზიდულობის შესახებ - რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში?

4. ალკოჰოლი ცვლის სექსუალური მიზიდულობის ხარისხს - კვლევის თანახმად, ნასვამი ადამიანი სექსუალურად უფრო მეტად მიმზიდველია უცნობებისთვის.

10 ფაქტი სექსუალური მიზიდულობის შესახებ - რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში?

5. მიმზიდველი ხართ სხვებისთვის თუ ამჩნევენ, რომ გრძელვადიან ურთიერთობას ეძებთ - ხოლო ნაკლებად მიმზიდველები არიან ის ადამიანები, რომლებშიც ერთი დღის სექსის სურვილს ხედავენ.

10 ფაქტი სექსუალური მიზიდულობის შესახებ - რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში?

6. ადამიანებს ერთმანეთში იზიდავთ სიმარტივე - მამაკაცები და ქალები ერთმანეთით იხიბლებიან, თუ საუბარი მარტივად იწყება. მაგალითად ფრაზით - „გამარჯობა, ვიცეკვოთ?“, ხოლო როცა ღრმა საუბრებში შედიან პირველივე შეხვედრისთანავე, ასეთი ადამიანები არც ისე სასურველები არიან.

10 ფაქტი სექსუალური მიზიდულობის შესახებ - რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში?

7. მიზიდულობა მრავალსენსორული პროცესია - ის, თუ როგორი ადამიანით ვიხიბლებით დამოკიდებულია არ მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე, არამედ სურნელზე, იმაზე, თუ როგორი გემო აქვს მის ტუჩებს და ა.შ.

10 ფაქტი სექსუალური მიზიდულობის შესახებ - რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში?

8. ის რითაც ჰეტეროსექსუალი ქალები მამაკაცებით იხიბლებიან, დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან - როდესაც ქალებს აქვთ მენსტრუალური ციკლი, ისინი იხიბლებიან ძალიან მამაკაცური კაცებით, რომლებსაც აქვთ ნავარჯიშები სხეული და დაბალი, სექსუალური ხმა.

10 ფაქტი სექსუალური მიზიდულობის შესახებ - რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში?

9. ჰეტეროსექსუალი მამაკაცები განსაკუთრებულ სურვილს გრძნობენ იმ ქალების მიმართ, რომლებსაც აცვიათ წითელი ფერის სამოსი - ერთ-ერთი თეორიის თანახმად, კაცები იმიტომ იხიბლებიან წითელ სამოსში შემოსილი ქალებით, რომ ამ ფერს აკავშირებენ ქალის ფერთან სექსუალური აქტის დროს. კაცებს მოსწონთ, როცა ქალი წითლდება.

10 ფაქტი სექსუალური მიზიდულობის შესახებ - რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში?

10. ის, თუ როგორი ადამიანებით ვიხიბლებით დამოკიდებულია წელიწადის დროზე - მაგ: კვლევის თანახმად, კაცებმა აღიარეს, რომ ზამთარში განსაკუთრებით იხიბლებიან ქალის სავსე სხეულითა და მკერდით, ვიდრე ზაფხულში. შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მკვლევარების დაკვირვებით, ასე იმიტომ ხდება, რომ ზამთარში სხეულის დიდი ნაწილი დაფარულია ტანსაცმლით, რაც უფრო მეტ ინტრიგას აჩენს და მამაკაცისთვის ქალს უფრო მიმზიდველს ხდის.

10 ფაქტი სექსუალური მიზიდულობის შესახებ - რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში?



<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>