LIFE

თუ გსურთ, რომ იცხოვროთ უშიშრად, თუმცა არ იცით ეს როგორ გააკეთოთ - ფსიქოლოგიური რჩევა

თუ გსურთ, რომ იცხოვროთ უშიშრად, თუმცა არ იცით ეს როგორ გააკეთოთ - ფსიქოლოგიური რჩევა

უამრავი რამ არის ცხოვრებაში, რაც ადამიანებს გვაშინებს. შიშს ადრეული ასაკიდან ვსწავლობთ. პირველად რასაც ალბათ ბავშვების უმეტესობას ეუბნებიან ისაა, რომ კარადაში მონსტრია, ან რაიმე მსგავსით აშინებენ.

ჩვენ ადრეული ასაკიდანვე ვიცით, რომ არ ვართ უძლეველები, რომ შეიძლება გული გვატკინონ, რომ მორალურად გაგვანადგურონ, რომ ცხოვრება საშიში და რთულია და შეიძლება დაღმასვლით წავიდეთ. ცხოვრება რეგულარულად, დროდადრო გვახსენებს, თუ რა რთულია, ის არავისთვის არაა სრულყოფილი.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იცხოვრონ უშიშრად. ისინი აღიარებენ, რომ ცხოვრება სახიფათოა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ თავი აარიდონ ტკივილს, პირიქით -პირისპირ ეჯახებიან ყველა შესაძლო სახიფათო მომენტს, თვალს უსწორებენ შიშებს.

კავდებიან ისეთი საქმიანობით, რომ დანარჩები შეშლილებს უწოდებენ. ისინი უშიშრად მიდიან ნებისმიერ რისკზე.

თუ გსურთ, რომ იცხოვროთ უშიშრად, თუმცა არ იცით ეს როგორ გააკეთოთ - ფსიქოლოგიური რჩევა

აღსანიშნავია, რომ უშიშრად ცხოვრება ყოველთვის არ გულისხმობს იმას, რომ რაიმის არ გეშინია - უბრალოდ ადამიანები, რომლებიც უშიშრად ცხოვრობენ, აღიარებენ თავიანთ შიშებს.

დაფიქდით, რა გაშინებთ რეალურად ცხოვრებაში? - პატარა ობობის კი არ გეშინიათ, რომელიც დავუშვათ სააბაზანოში დაინახეთ, თქვენ გეშინიათ ობობის პოტენციალის, იმის თუ რა შეუძლია დაგიშავოთ. სიმაღლის კი არ გეშინიათ, არამედ გეშინიათ მაღალი შენობიდან ჩამოვარდნის.

გეშინიათ შეყვარების:

თანამედროვე ურთიერთობებში ძალიან იშვიათად აქვთ ადამიანებს ერთმანეთთან სერიოზული კავშირი. ეშინიათ მჭიდროდ დაახლოების და შემდეგ მისი დაკარგვის.ცდილობენ გარშემო არავინ ჰყავდეთ საკუთარი თავის გარდა, რადგანაც ფიქრობენ, რომ მათი გულის ტკენას ვერავინ შეძლებს.

გვეშინია, რომ ვიღაცას მივცემთ უფლებას ჰქონდეს გავლენა ჩვენზე და ჩვენს ბედნიერებაზე, ამავდროულად, გვაწუხებს და გვტანჯავს მარტოობა. არვ გვასვენებს ფიქრი, რომ იქნებ უკეთესი ყოფილიყო ვინმესთვის ჩვენთან ყოფნის უფლება მიგვეცა - ამას ვერასოდეს გავიგებთ, თუ არ გამოვცდით.

თქვენ არ გეშინიათ მომავლის - თქვენ გეშინიათ იმის, რომ წარსული განმეორდება:

დიახ, მართალია - შეიძლება ისტორია დრო და დრო განმეორდეს. შეიძლება თქვენ საკუთარ თავს ხშირად ხედავთ ერთსა და იმავე სიტუაციაში, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ყოველი დღე ახალი დღეა, ახალი შესაძლობლებებით სავსე. ნუ მისცემთ წარსულის მძიმე გამოცდილებასა და შიშებს ნებას, რომ მომავალზე გავლენა იქონიონ და ხელი შეგიშალონ საქმის კეთებაში.

თუ გსურთ, რომ იცხოვროთ უშიშრად, თუმცა არ იცით ეს როგორ გააკეთოთ - ფსიქოლოგიური რჩევა

თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მომავლის გაკონტროლება. სწორედ თქვენ უნდა დაწეროთ საკუთარი ისტორია. ნუ დახარჯავთ დროს წარსულზე ფიქრით.

იმის კი არ გეშინიათ, რომ გულს ატკენთ, არამედ იმის რომ მარტო დარჩებით:

თქვენ ვერ ეწყობით ადამიანს, თუმცა ვერც შორდებით მას, რადგანაც რეალურად მარტო დარჩენის გეშინიათ. მნიშვნელოვანია გააანალიზოთ რამდენად კარგია მარტოობა და ის, რომ შეიძლება მარტო ცხოვრებამ გაცილებით უფრო ბედნიერი გაგხადოთ და ახალი შესაძლებლობები გაგიჩინოთ.

მარტოობა გაძლევთ ახალ შანსებს, საკუთარი თავი მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და არავის გავლენის ქვეშ არ ხართ. გადაწყვეტილებებს იღებთ დამოუკიდებლად. ვფიქრობთ, ღირს ამაზე დაფიქრება.

და ბოლოს, 2 მთავარი რჩევა - ისწავლე იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით, სცადე - იცხოვრო უშიშრად.



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>