ყველამ ვიცით, რომ ადამიანს დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათი უნდა ეძინოს და თუ საკმარისად არ გძინავთ, ამან შეიძლება ჯანმრთელობას ავნოს.
მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ არაფერი დაშავდება, თუ გვიან დავიძინებთ და ადრე ავდგებით.
ზოგიერთ წარმატებულ ადამიანს მხოლოდ რამდენიმე საათი სძინავს. მაგალითად, პრეზიდენტი ტრამპი საწოლში მხოლოდ 4 საათს ატარებს.
ვნახოთ როგორ იქცევიან, რას აკეთებენ მსოფლიოს წარმატებული ადამიანები ძილის წინ:
1. ბილ გეითსი დაძინებამდე 1 საათის განმავლობაში კითხულობს - „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელი ყოველთვის პოულობს დროს კითხვისთვის, სანამ დაიძინებს. დაძინებამდე ის ერთი საათის განმავლობაში კითხულობს. მას ყოველთვის აქვს წასაკითხი წიგნების სია.
2. შერილ სენდბერგი აუცილებლად ტელეფონს აუცილებლად გამორთულს ტოვებს - „ფეისბუქის“ ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ტელეფონს ყოველთვის გამორთულს ტოვებს. ამის შესახებ შერილმა USA Today-ს უთხრა.
3. არიანა ჰაფინგტონი აუცილებლად იღებს დაძინებამდე ცხელ აბაზანას - „ჰაფინგტონ პოსტის“ დამაარსებელი და ყოფილი მთავარი რედაქტორი, არიანა ჰაფინგტონი ყოველთვის ახერხებს რომ რვა საათი ეძინოს, რთავს ყველანაირ ელექტრონულ ტექნიკას, იღებს ცხელ აბაზანას ძილის წინ და კითხულობს წიგნს, რაც როგორც თავად ამბობს, სიმშვიდის შენარჩუნებაში და მშვიდ ძილში ეხმარება.
4. ოპრა უინფრი ძილის წინ მედიტაციას მიმართავს - მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ოპრა მედიტაციისთვის დროს ყოველთვის პოულობს. მედიტაციას ის ძილის წინ მიმართავს.
5. გვინეტ პელტროუ ძილის წინ მასაჟს იკეთებს - „ჰელოუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში მსახიობი ამბობს, რომ მასაჟი მას სტრესისგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს.
6. ელონ მასკი დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე ყავას არ სვამს - ელონ მასკი დღის განმავლობაში ორ ფინჯან ყავას მიირთმევს. თუმცა დაძინებამდე 6 საათით ადრე არასოდეს იღებს მას.
7. ბარაკ ობამა უყურებს ყოველდღიურ სატელევიზიო შოუს - როდესაც აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი თეთრ სახლში ცხოვრობდა მას არ რჩებოდა დრო, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ეცხოვრა და დაეცვა ძილის წინ შესასრულებელი რუტინა. თუმცა, როცა შეეძლო ძილის წინ კითხულობდა წიგნს და ყოველდღიურ სატელევიზიო შოუს ოჯახის წევრებთან ერთად უყურებდა.
8. მიშელ ობამა - როგორც მიშელმა “People”-თან ინტერვიუში თქვა, ის ყოველთვის ბარაკზე ადრე მიდის დასაძინებლად, დაახლოებით 10:00 საათზე. „შემდეგ მოდის ჩემი მეუღლე შუქს აქრობს, ის მკოცნის და ვსაუბრობთ“, - ამბობს მიშელი.
9. სტივენ კინგი ძილის წინ ხელებს იბანს - „ვიხეხავ კბილებს, ვიბან ხელებს. ალბათ გიკვირთ, რატომ ვიბან ძილის წინ ხელებს? არ ვიცი“, - ამბობს კინგი.
10. მერაია ქერი ყოველთვის ისვამს დამატენიანებელ კრემს.
11. ემინემი აუცილებლად აქრობს ყველა ოთახში შუქს - ის ახშობს საძინებელ ოთახში შუქის შესვლის ყველანაირ წყაროს. რეპერი ამბობს, რომ ეს მშვიდ ძილში ეხმარება.
თემები: ძილი, ცნობილი ადამიანები, რჩევები
<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია