როდესაც თქვენთან მოდიან სტუმრები

1. თუ სტუმარი თქვენთან პირველად არის, ჯერ აჩვენეთ მას, სად შეუძლია მოწესრიგდეს, შემდეგ კი შეგიძლიათ მიიპატიჟოთ, რომ შემოუერთდეს კამპანიას.

2. თუ სტუმრებმა სასმელი ან ტკბილეული მოგართვეს, აუცილებლად უნდა მიიტანოთ სუფრასთან, რათა ყველამ შეძლოს მირთმევა.

როდესაც თქვენ მიდიხართ სტუმრად

3. თუ მოულოდნელად მოგიხდათ დღესასწაულის დატოვება, საკმარისია გვერდზე გაიყვანოთ მასპინძელი და ბოდიში მოუხადოთ იმისთვის, რომ იძულებული ხართ წახვიდეთ. ამ დროს სხვა სტუმრებთან დამშვიდობება არ არის საჭირო - ასე არეულობას შეიტანთ საერთო მხიარულებაში და მიახვედრებთ დანარჩენებს, რომ დროა ისინიც წავიდნენ.

რესტორანში

4. თუ დაგცხათ, არ არის საჭირო ხელსახოცით დანიავება. საკმარისია უთხრათ ოფიციანტს, რომ არ გყოფნით ჰაერი და ჩართონ კონდიციონერი.

5. არავითარ შემთხვევაში არ ამოალაგოთ კოსმეტიკის მთელი არსენალი საზოგადოებრივ ადგილას.

6. თუ აუცილებლად გჭირდებათ თმის დავარცხნა, ესეც უნდა გააკეთოთ ქალების ოთახში. იქ შეგიძლიათ ასევე გაისწოროთ ვარცხნილობა.

7. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პომადა მაგიდასთან, მაგრამ ტუშის ან პუდრის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ტუალეტში.

ურთიერთობის წესები

8. არ შეიძლება ტელეფონით მიმართოთ უცხო ადამიანს „შენ“, თუნდაც თუ მოგეჩვენათ, რომ ბავშვმა გიპასუხათ: შთაბეჭდილება შეიძლება მცდარი იყოს.

9. ეტიკეტის წესები უნდა გახსოვდეთ სახლშიც. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობისას არ იყვიროთ ერთი ოთახიდან მეორეში - ეს უხამსობაა. გარდა ამისა, ურთიერთობის ასეთი მანერა შეიძლება ჩვევად გექცეთ, რაც ცუდ შთაბეჭდილებას შექმნის თქვენზე.

მაგიდასთან

10. არ არის ლამაზი რაიმე დაისხათ ბოთლიდან მხოლოდ საკუთარი თავისთვის. თავდაპირველად შესთავაზეთ გვერდით მჯდომ ადამიანს.

11. უხამსობაა ლანგარზე მოთავსებული ულუფიდან ყველაზე საუკეთესოს არჩევა. გადაიღეთ ის ნაჭერი, რომელიც თქვენთან უფრო ახლოს დევს.

12. არ შეიძლება კოვზის დადება მაგიდაზე წვნიანის მირთმევის დროს, და არც მას შემდეგ. დატოვეთ კოვზი ჭურჭელში, რითიც წვნიანს მოგართმევენ, რათა არ დასვაროთ სუფრა.

13. ფინჯანი ჩაით ისე უნდა დაიჭიროთ, რომ მხოლოდ გარედან მოკიდოთ თითები ფინჯანის ყურს. ყავის დალევის დროს კი - შეიძლება „გაუყაროთ“ თითი ფინჯანის ყურს.

სამსახური

14. გახსოვდეთ, რომ სამსახურში არ შეიძლება ჩანთის მაგიდაზე დადება, არც ქუდის და არც კოსმეტიკის. მონახეთ ამისთვის სხვა ადგილი.

15. თუ სხედხართ დაბალ სავარძელში, არ გადაიდოთ ფეხი-ფეხზე. ჯობია მიატყუპოთ მუხლები ერთმანეთს და დახაროთ ფეხები ერთ მხარეს. შეგიძლიათ გადააჯვარედინოთ ფეხები და მოათავსოთ ერთი ტერფი მეორეს უკან.

გარდერობი საზოგადოებრივ ადგილას

16. თუ დანიშნულების ადგილას მისულმა აღმოაჩინეთ, რომ გარდერობი არ არის, ლაბადა უნდა ჩამოკიდოთ შენობაში განლაგებულ სპეციალურ საკიდებზე.

17. გარდერობის სარკესთან შეიძლება გაისწოროთ ვარცხნილობა, მაგრამ არ შეიძლება მაკიაჟის შესწორება ან დავარცხნა, ასევე არ შეიძლება ჰალსტუხის ახლიდან გაკეთება - ამისათვის არსებობს ტუალეტი.

18. ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად დასაშვებია, რომ ქალი იჯდეს ლაბადით, მაგრამ მამაკაცებს ეს წესი არ ეხება.

19. თუ გარდერობი არის, იქ ტოვებენ ყველანაირ მოცულობით ნივთებს: ქოლგას, დიდ პაკეტებს, ქეისებს. მაგრამ ქალის ჩანთა უნდა დარჩეს მფლობელთან.

ეტიკეტი ავტომობილში

20. როდესაც ქალი ავტომობილში ჯდება, მან არ უნდა „შეაბიჯოს“ პირდაპირ. საკმარისია ჩამოჯდეს მანქანის სავარძელზე, შემდეგ კი შეწიოს ფეხები. და პირიქით, როცა გამოდიხართ მანქანიდან, დადგით ფეხები ასფალტზე, და შემდეგ გადმოდით ავტომობილიდან.

21. 21-ე საუკუნეში წესი იმის შესახებ, რომ მამაკაცმა უნდა წაიყვანოს ქალი, უკვე არ არის აქტუალური. თუ ქალი ხართ და გყავთ პირადი ავტომობილი, თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ პირდაპირ წვეულებაზე.

22. თუ ტოვებთ წვეულებას და მიდიხართ საკუთარი მანქანით, საკმარისია თქვენმა თაყვანისმცემელმა ჩაგსვათ მანქანაში და დარწმუნდეს, რომ დაკეტეთ კარი და უსაფრთხოდ ხართ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შესთავაზოთ მამაკაცს მიიყვანოთ ის სახლამდე, თუ ახლოს ცხოვრობს.

23. ქალი და მამაკაცი ერთ ავტომობილში უკანა სავარძელში გვერდიგვერდ სხდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარგად იცნობენ ერთმანეთს.