LIFE

5 ცხოვრებისეული გაკვეთილი ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“

5 ცხოვრებისეული გაკვეთილი ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ 1943 წლის 6 აპრილს გამოსცეს და გამოსვლის დღიდან როგორც ბავშვების, ასევე — უფროსების საყვარელი ნაწარმოები გახდა; დღესდღეობით უკვე 250-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.

5 ცხოვრებისეული გაკვეთილი ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“

წიგნში მოთხრობილია პილოტის ამბავი, რომელიც ავიაკატასტროფის შედეგად საჰარას უდაბნოში აღმოჩნდება, სადაც ნაწარმოების მთავარ გმირს — „პატარა უფლისწულს“ გაიცნობს. პატარა ბიჭი ამბობს, რომ პლანეტა ასტეროიდიდანაა და სამყაროს სხვადასხვა პლანეტაზე მოგზაურობს. პილოტი და „პატარა უფლისწული“ საჰარაში ერთად გატარებული 8 დღის განმავლობაში ახლო მეგობრები ხდებიან.

5 ცხოვრებისეული გაკვეთილი ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ „პატარა უფლისწულს“ წაიკითხავ, ცხოვრების შესახებ ბევრ რამეს ისწავლი:

 5. ბავშვობისდროინდელ ფანტაზიებსა და შემოქმედების უნართან დაკავშირება უნდა შევძლოთ

წიგნი პილოტის ბავშვობისდროინდელი, სულ პირველი ნახატის ისტორიით იწყება: ნახატზე მახრჩობელა გველია გამოსახული, რომელიც სპილოს ყლაპავს, თუმცა ყველა ზრდასრული ადამიანი გამოსახულებას ჩვეულებრივ ქუდად აღიქვამს. პატარა უფლისწული კი პირველივე შეხედვით ნახატის ორიგინალურ ჩანაფიქრს დაინახავს.

5 ცხოვრებისეული გაკვეთილი ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“

პილოტის განმარტებით, რადგანაც მის ნახატში ყველა ქუდს ხედავდა, ისიც აღარასოდეს უამბობდა მოსაუბრეებს მახრჩობელა გველების შესახებ, ცდილობდა „მათნაირი“ გამხდარიყო და ყოფით საკითხებზე — პოლიტიკაზე, გოლფზე, ხიდებზე და ჰალსტუხებზე ესაუბრებოდა — ფიქრობდა, ზედმეტად მგრძნობიარე მამაკაცად მიჩნევდნენ და სერიოზულად აღარ შეხედავდნენთან.

ცხოვრებისეული გაკვეთილი: ნუ დაკარგავ ცნობისმოყვარეობის შეგრძნებას და ყველა მოცემულობას შემოქმედებითად მიუდექი — ყოველთვის დაინტერესდი, რა არის ზედაპირსა თუ მოვლენის მიღმა. ნუ შემოიფარგლები ფაქტებითა და ციფრებით.

რას გვეუბნებიან მეცნიერები: შემოქმედებითი ადამიანები ძალიან ჰგვანან „პატარა უფლისწულს“ — ოცნებობენ, ახალ გამოცდილებებს ეძებენ და სწორ კითხვებს სვამენ. შემოქმედება და წარმოსახვის უნარი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის — ჟურნალ Psychology of Music-ის კვლევის მიხედვით, მუსიკოსები, რომლებიც კონცერტზე იმპროვიზაციას მიმართავენ, ნაკლებად ისტრესებიან.

5 ცხოვრებისეული გაკვეთილი ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“

4. ცხოვრების მარტივი სიამოვნებები რომ შევიგრძნოთ, ზედმეტად სერიოზულები არ უნდა ვიყოთ

პატარა უფლისწული პილოტს უამბობს, რომ სხვადასხვა პლანეტებზე მოგზაურობისას ძალიან სერიოზული ბიზნესმენი გაიცნო, რომელიც გალაქტიკის ყველა ვარსკვლავს ფლობდა და მთელ დროს მათ თვალში ატარებდა. ბიზნესმენი ბედნიერი იყო, რომ ვარსკვლავებს ფლობდა, თუმცა მათი მშვენიერებით ვერასოდეს ტკბებოდა — მისი ცხოვრება ძალიან მარტოსული და მონოტონური იყო.

5 ცხოვრებისეული გაკვეთილი ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“

ცხოვრებისეული გაკვეთილი: არასოდეს თქვა უარი მარტივი სიამოვნებებით მინიჭებული სიხარულის განცდაზე.

რას გვეუბნებიან მეცნიერები: უამრავმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად გულიანად სიცილს ვერაფერი შეედრება, თანაც ადამიანებს, რომლებიც მეტს იცინიან, უკეთესი მოკლევადიანი მეხსიერება აქვთ და სტრესსაც ნაკლებად განიცდიან. ასევე, დამტკიცდა, რომ იუმორის გრძნობა გულის დაავადებების აგარიდებთ.

3. ბედნიერების გასაღები საკუთარი თავისთვის დროის გამონახვაა

პატარა უფლისწული მფრინავს კიდევ ერთ საინტერესო პერსონაჟზე — ლამპარის გამნათებელზე უყვება: ერთ-ერთ პლანეტაზე დღე მხოლოდ 1 წუთი გრძელდება, შემდეგ გამნათებელი ლამპარს ჩააქრობს და ღამე დგება. ლამპარის გამნათებელს ყოველ წუთს ლამპარის ჩართვა-გამორთვა უწევს და საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩება.

ცხოვრებისეული გაკვეთილი: ისიამოვნე ყოველი წუთით!

5 ცხოვრებისეული გაკვეთილი ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“

რას გვეუბნებიან მეცნიერები: უძილობა ჯანმრთელობაზე კატასტროფულად მოქმედებს. „ლამპარის გამნათებლის“ ცხოვრების სტილმა კი ისეთი დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს, როგორებიცაა დიაბეტი, გულის სხვადასხვა დაავადება, ინსულტი, სხვადასხვა სახის სიმსივნე, მეხსიერების პრობლემები, ხასიათის უეცარი ცვლილება, ჭამის მადის გაძლიერება. ძილის გარდა, მნიშვნელოვანია ცოტა ხნით სამუშაოს მოწყდე და დრო საკუთარ თავსაც დაუთმო.

2. უნდა გავრისკოთ და ახალი აღმოჩენები გავაკეთოთ

მე-6 პლანეტაზე მოგზაურობისას პატარა უფლისწული ასაკოვან ჯენტლმენს გაიცნობს, რომელმაც დიდი წიგნი დაწერა. უფლისწულს მწერალი მკვლევარი ეგონა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის უბრალო გეოგრაფია, რომელსაც საკუთარი ოფისიდან ფეხი არასოდეს გაუდგამს. „გეოგრაფი არ მოგზაურობს ახალი მდინარის, მთის, ოკეანის თუ უდაბნოს აღმოსაჩენად; საკუთარი სამუშაო მაგიდის დატოვებაც კი არ შეუძლია,“ — უამბობს გეოგრაფი უფლისწულს.

ცხოვრებისეული გაკვეთილი: კომფორტის ზონაში დარჩენას ვამჯობინებთ, რადგან რისკზე წასვლა გვეძნელება, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვნახოთ დრო მოგზაურობისთვის — ახალი გამოცდილებების და მეგობრების შეძენისთვის.

5 ცხოვრებისეული გაკვეთილი ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“

რას გვეუბნებიან მეცნიერები: ცხადია, გამოწვევის დროს ვღელავთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ დროს უფრო ეფექტიანად ვმუშაობთ; გამოწვევებისადმი ადაპტაცია კი გვეხმარება, სიბერეშიც მახვილი გონება შევინარჩუნოთ.

1. არჩევანის გაკეთებისას გულის ხმას უნდა მოვუსმინოთ

პატარა უფლისწული მშობლიური პლანეტის ვარდზეა შეყვარებული, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწის ვარდებს. თუმცა, ის განსაკუთრებულია, რადგან უფლისწულის რჩეულია. „პატარა უფლისწულის რჩეული ვარდი მთელ სამყაროში უნიკალურია, რადგან უფლისწულმა სწორედ მასზე ზრუნვისთვის გამონახა დრო. ჩემი საიდუმლოც ესაა — თვალისთვის უხილავ მოვლენებს მხოლოდ გულის დახმარებით დავინახავთ,“ — ამბობს ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი — მელა.

ცხოვრებისეული გაკვეთილი: პატარა უფლისწული სპონტანურობას განასახიერებს — სხვებისგან განსხვავებით ინსტიქტურად ფიქრობს და გულის ხმას ენდობა. ეს კი, მელას მოსაზრებით, ერთადერთი გზაა სწორი ღირებულებების შეცნობისთვის.

5 ცხოვრებისეული გაკვეთილი ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“

რას გვეუბნებიან მეცნიერები: 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გადაწყვეტილების ინტუიციურად მიღება თანასწორ და ხშირად მეტად წარმატებულ შედეგებსაც მოგვიტანს, ვიდრე პრობლემისადმი ანალიტიკური მიდგომები. ინტუიცია ჩვენი გადაწყვეტილებების დაბალანსებაში გვეხმარება და ინსტინქტებსა და მიზეზებს შორის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.

„პატარა უფლისწული“ კიდევ ბევრ საინტერესო რჩევას გვაძლევს, თუმცა ამ რჩევების გასაგებად პირადად მას უნდა შეხვდე…



წყარო: <a href="http://www.huffingtonpost.com/entry/5-science-backed-life-lessons-from-the-little-prince_us_5703e2afe4b0daf53af0ef64">THE HUFFINGTON POST</a>