თანამედროვე ქალები ბებიებისგან განსხვავებით გაცილებით თავდაჯერებულები და თავისუფლები არიან. ეს კი, მათ ცხოვრების ყველა მიმრთულებით წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევთ. თუმცა როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობას ეხება, დავიწყებას მიეცა მნიშვნელოვანი რომანტიკული ჟესტები.
ამ ჟესტებს რეალურად სასიყვარულო ურთიერთობის გამყარება შეუძლიათ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თანამედროვე სასიყვარულო ურთიერთობების მარტივად ინგრევა, სწორედ ამ მანერებისა და ჟესტების დავიწყება გახლავთ.
თუმცა ჯერ კიდევ არ არის გვიან - გთავაზობთ 8 რომანტიკულ ჟესტს, რომლებიც დავივიწყეთ, თუმცა შეგვიძლია აღვადგინოთ და სასიყვარულო ურთიერთობა უფრო მყარი გავხადოთ:
1. სასიყვარულო წერილები - ჩვენ ახლა ერთმანეთს ელექტრონულ შეტყობინებებს ვწერთ, მაგრამ ძველად თუ ბიჭს სურდა, რომ საყვარელი გოგონას მიმართ თავისი გრძნობები გამოეხატა, ის სასიყვარულო წერილს სწერდა. ეს რომანტიკით სავსე პოეტური წერილები იყო და ვფიქრობთ, მასში გაცილებით დიდი გრძნობები იყო ჩაქსოვილი ვიდრე თანამედროვე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში, რომლებსაც სხვადასხვა „სმაილებით“ ვავსებთ. გირჩევთ, გაუგზავნოთ საყვარელ ადამიანს საკუთარი ხელით დაწერილი წერილი, ნახავთ, რომ ეს თქვენს სიყვარულს კიდევ უფრო გააღრმავებს.
2. ვახშამი სახლში - ახლა წყვილები ძირითადად რესტორნებში დადიან და არ იციან, როგორი სასიამოვნოა მყუდრო გარემოში საყვარელ ადმიანთან ერთად საჭმლის მომზადება. სანთლების შუქი, წყნარი მუსიკა და ერთად მომზადებული კერძის მირთმევა - წარმოიდგინეთ, როგორი რომანტიკულია, მგონი, სჯობს ხალხმრავალ რესტორანში ვახშმობას.
3. პირდაპირი კომუნიკაცია - თანამედროვე წყვილებს სულ უფრო იშვიათად აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია. ისინი ძირითადად ტელეფონით და ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს, არადა, რეალურად პირდაპირ კომუნიკაციაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? - სწორედ ასეთ დროს ხედავ ადამიანის რეალურ ემოციებს და უსიტყვოდ კითხულობ მის ფიქრებსა და აზრებს. გირჩევთ, თავი დაანებოთ ტექნოლოგიებს და ხშირად იურთიერთოთ ისე, როგორც ამას ადამიანები არცთუ ისე დიდი ხნის წინ აკეთებდნენ.
4. დავიწყებას მიეცა დახვეწილი, გალანტური მანერები - მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ, ყველანაირი დახვეწილი მანერა დღეს დავიწყებას მიეცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქალებს არ სურთ დრო და დრო ისე მოექცნენ, რომ თავი საუკეთესოდ იგრძნონ. ყველა ქალს სიამოვნებს, როცა მამაკაცი მას კარს უღებს, დაჯდომის დროს სკამს შესთავაზებს, ხელზე აკოცებს და მასთან ერთად ხელკავით ივლის.
5. ხელით დამზადებული საჩუქრები - დღეს ძალიან მარტივია ნებისმიერი სახის საჩუქრის არჩევა საყვარელი ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, რა საჩუქარიც უნდა იყოს, როცა მას საყვარელი ადამიანი გჩუქნის, ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ვფიქრობთ, განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ის საკუთარი ხელით შექმნილ, თუნდაც უმნიშველო ნივთს გჩუქნის. შეიძლება ეს იყოს CD, სადაც შენთვის განსაკუთრებულ მუსიკას ჩაწერს - ასეთი საჩუქრები გაცილებით უფრო სასიამოვნოა.
6. ცეკვა - ძალიან იშვიათად შეიძლება იცეკვოთ საყვარელ ადამიანთან ერთად. ახლა ძირითადად ვცეკვავთ კლუბურ მუსიკაზე, თუმცა ამას ცეკვას ვერ ვუწოდებთ - ერთ ადგილას ვდგავართ და ხელებს ვამოძრავებთ. ცეკვა პარტნიორთან ერთად, სადაც მასთან სიახლოვეს იგრძნობთ, ძალიან იშვიათია, არადა ეს განსაკუთრებით სასიამოვნო მომენტია.
7. ყვავილები - ქალების ნაწილს უყვარს, როცა ყვავილებს ჩუქნიან, თუმცა მათი საყვარელი ადამიანები ამას სულ უფრო იშვიათად აკეთებენ. ბოლოს როდის გაჩუქათ თქვენმა პარტნიორმა ყვავილები?
8. ადამიანები ერთმანეთის მიმართ არ ვართ პატივისცემით განწყობილები - სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - თანამედროვე ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება და ამავდროულად, სწრაფადვე ინგრევა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ პარტნიორები ურთიერთობის დასაწყისშივე არ იქცევიან ერთმანეთის მიმართ პატივისცემით. არ ავლენენ პატივისცემას სიყვარულისადმი და იმ წესებისადმი, რომელიც სიყვარულის გამყარებას სჭირდება.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://love.allwomenstalk.com/">http://love.allwomenstalk.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია