2017 წლის შემოდგომის ტრენდი - ფრჩხილის ლაქის რომელი ფერებია ყველაზე მოდური?
- 17.09.2017
შემოდგომა აქტიურ ფაზაში შედის და წელიწადის დროის ცვლილებასთან ერთად, იცვლება მოდის ტენდენციები. ცვლილება, რა თქმა უნდა, ეხება ფრჩხილების ლაქის ფერებსაც.
გთავაზობთ 2017 წლის შემოდგომის ტენდენციები - რომელი ფერის ფრჩხილის ლაქია წელს ყველაზე მოდური?
1. ღვინისფერი ლაქი - აუცილებლად უნდა იყოს არაპრიალა და მდორე ფერი. ეს ფერი არის თბილი და ძალიან უხდება შემოდგომას.
2. ღია ნაცრისფერი ლაქი - ვფიქრობთ, ნეიტრალური ფერებიდან შემოდგომაზე ეს თქვენი საყვარელი ფერი იქნება. მისი შეხამება შეგიძლიათ ნებისმიერი ფერის სამოსთან.
3. მუქი ლურჯი ლაქი - ეს ცოტა პრეტენზიული ფერია და ყველანაირ სამოსს ვერ შეუხამებთ. იდეალური იქნება მუქ ყავისფერ სვიტერთან.
4. მდორე ფერის ვარდისფერი - თუ შემოდგომაზე ნათელი ფერების სამოსის ჩაცმას გადაწყვეტთ, ასეთი ფერის ფრჩხილის ლაქი აუცილებლად დაგჭირდებათ, მით უფრო, რომ წელს ის ახლა საოცრად ტრენდულია.
5. მბრწყინავი იისფერი, რომელსაც ოდნავ ვერცხლისფერი დაჰკრავს - ასეთი ფერის ლაქი შეუხამეთ ნაცრისფერ სამოსს. ვფიქრობთ, ფრჩხილის ასეთი ფერის ლაქი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თქვენი კოსმეტიკის კარადაში, ვინაიდან წელს ნაცრისფერი სამოსი ყველაზე ტრენდულია. ნაცრისფერ სამოსს კი, სწორედ ასეთი ფერის ლაქი უნდა შეუსაბამოთ.
6. კიდევ ერთი მრჭყვინავი ტრენდული ფერი, რომელიც მუქ მელნისფერში გადადის - მისი შესახება მუქი ფერის სამოსთან შეგიძლიათ.
თემები: ფრჩხილების მოვლა, ფრჩხილები, ლაქი
<a href="http://nails.allwomenstalk.com">http://nails.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია