LIFE

10 ქვეყანა, სადაც იყო ქალი - ნამდვილი ბედნიერებაა

10 ქვეყანა, სადაც იყო ქალი - ნამდვილი ბედნიერებაა

1. შვედეთი

შვედეთში ქალების დასაქმების ყველაზე მაღალი დონეა. ქალები შეადგენენ სტუდენტების თითქმის 60 % -ს და იკავებენ ყველა სერიოზული თანამდებობების მესამედს.

თუ აირჩევთ ამ ქვეყანას, მზად იყავით:

· შეიყვაროთ „ფიკა“. „ფიკის“ აზრი - ყავის დალევა და ურთიერთობა. სამსახურში „ფიკა“ კვირაში რამდენჯერმე იმართება. არ გამოტოვოთ „ფიკა“ - ეს ცუდი ტონია.

· დაგეგმოთ შვებულება. ივნისის ბოლოდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე ქვეყანა იხურება არდადეგებზე - ქუჩებში ძალიან ცოტა ხალხია.

· მიირთვათ ტკბილეული. ყოველ შაბათს ოჯახურ წრეში ტელევიზორთან უფროსებიც, და ბავშვებიც ტკბილეულით ნებივრობენ: შუასტატისტიკური შვედური ოჯახი ყოველკვირეულად იყენებს 1,2 კგ ტკბილეულს.

· ადრე დაწვეთ და ადგეთ. 21:00 საათზე ქუჩებში უკვე არავინ აღარ არის, ბარები ცარიელდება შუაღამის შემდეგ. შვედები მიიჩქარიან სახლში, იმისათვის რომ ადრე დაწვნენ დასაძინებლად. აქ უყვართ მკაფიო დღის განრიგი და ჯერ ბოლომდე არ დაშორდნენ გლეხურ ტრადიციებს.

10 ქვეყანა, სადაც იყო ქალი - ნამდვილი ბედნიერებაა

2. დანია

დანია წარმოადგენს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს, სადაც განათლება და ჯანდაცვა ფაქტიურად უფასოა. დანიის თავისებურებანი:

· მოსახლეობის უმეტესობის სამუშაო დღე იწყება 8:00-ზე და მთავრდება 16:00 საათზე.

· დანიაში ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტია ველოსიპედი.

· ავტობუსებს შეუძლია მარჯვნივ გადახრა, ამით ისინი უადვილებენ ჩაჯდომას შშმ პირებს და მშობლებს საბავშვო ეტლით.

· სახლის დალაგება, ჭურჭლის რეცხვა, ლაშქრობა მაღაზიაში პროდუქტებზე წასვლა, ბავშვზე ზრუნვა - ჩვეული საქმეებია დანიელი მამაკაცებისთვის.

· შენობების მაქსიმალური სიმაღლეა - 6 სართული.

10 ქვეყანა, სადაც იყო ქალი - ნამდვილი ბედნიერებაა

3. ნორვეგია

ნორვეგიაში ქალებს აძლევენ 35 კვირიან დეკრეტულ შვებულებას სრული ანაზღაურებით ან 45 კვირიანს ხელფასის 80 %-ად. 1980 წლიდან ნორვეგიის მთავრობაში 50 %-ზე მეტ თანამდებობებს იკავებენ ქალები.

თუ ჩამოხვალთ ამ ქვეყანაში, გაითვალისწინეთ:

· თუ მწერალი ხართ, ეს ქვეყანა თქვენთვის არის. ნორვეგიის მთავრობა ყიდულობს თითოეული ახალგამოშვებული წიგნის 1000 ეგზემპლიარს და ავრცელებს საჯარო ბიბლიოთეკებში.

· აუცილებელი სადეკრეტო შვებულება მამაკაცებისთვის, შეადგენს 14 კვირას.

· არ არის მიღებული ტრანსპორტში ადგილი დაუთმო მოხუცებს.

· დღე იწყება 10:00 საათზე და მთავრდება 15:00 ან 16:00 საათზე, არსებობს შესვენება სადილისთვის და ორი შესვენება ჩაისთვის.

10 ქვეყანა, სადაც იყო ქალი - ნამდვილი ბედნიერებაა

4. ნიდერლანდები

ფეხმძიმე ქალს მშობიარობისთვის სთავაზობენ მედდას, მისი მომსახურება გათვალისწინებულია დაზღვევით. ნიდერლანდების პოლიტიკა მიმართულია ქალების უზრუნველყოფაზე კარგი სამსახურით. ეს თქვენი ქვეყანაა, თუ თქვენ ისევე, როგორც ჰოლანდიელები:

· გამოირჩევით კარგი ჯანმრთელობით. ჰოლანდიელებს ზამთარშიც ძალიან მსუბუქად აცვიათ.

· გიყვართ ველოსიპედები. ამსტერდამში ველოსიპედების რაოდენობა აჭარბებს ქალაქის მცხოვრებელთა რაოდენობას.

· არ გიყვართ ცხელი კერძები. ჰოლანდიელის სადილი შედგება სენდვიჩებისგან ყველით ან არაქისის ზეთით.

· გიყვართ ყვავილები. ყვავილები ჰოლანდიაში ძალიან იაფია და შესანიშნავი ხარისხის.

· მაღალი ხართ. ჰოლანდიელები მსოფლიოში ყველაზე მაღალი ერია. საშუალო სიმაღლე შეადგენს 182 სმ.

· ურთიერთობებში აქტიური ხართ. ჰოლანდიაში არ არის მიღებული, რომ მამაკაცმა გამოავლინოს ინიციატივა ქალის მიმართ.

10 ქვეყანა, სადაც იყო ქალი - ნამდვილი ბედნიერებაა

5. კანადა

კანადის მთავრობა იცავს ქალების უფლებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. და ამ ქვეყნის უდავო პლუსია - პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მთელი პლანეტა მოხიბლა. რამდენიმე საინტერესო ფაქტი კანადაზე:

· კანადელ ქალებთან არ არის მიღებული მაკიაჟის გამოყენება, ისინი მას იყენებენ როცა სადმე მიდიან, მაგალითად წვეულებაზე.

· კანადელებს ძალიან გულუხვი ადამიანების რეპუტაცია აქვთ. წვრილმანი გასამრჯელო კანადაში შეადგენს მომსახურების საფასურის 10-15 %-ს.

· მეგობრული ურთიერთობები განსხვავდება. კანადელები ძალიან დამოუკიდებლები არიან, ცხოვრობენ მობილურ საზოგადოებაში და არ მიისწრაფვიან დაამყარონ მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. ხშირად მეგობრები - ეს ის ადამიანები არიან, ვინც გვერდით აღმოჩნდნენ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში: კოლეგები, თანაკურსელები, მეზობლები.

10 ქვეყანა, სადაც იყო ქალი - ნამდვილი ბედნიერებაა

6. ფინეთი

ფინეთში ქალებისთვის შედარებით მარტივად შეიძლება ხარისხიანი განათლების მიღება, ხელფასში განსხვავება კი მინიმალურია. ფინელების თავისებურებანი:

· ნელი საუბარი დაკავშირებულია ადათ-წესებთან. ფინური ადათ-წესების მიხედვით ხმამაღალი საუბარი და სიცილი შეეძლო მხოლოდ მდაბიო ხალხს. ფინელი არისტოკრატი - ეს ჩუმი, დარბაისელი ბატონია.

· სტუმრების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ფინური ტრადიცია სტუმრების მიღებისთვის ითვალისწინებს მომზადების ხანგრძლივ პროცესს. ხანდახან ეს შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირამდე, რომლის განმავლობაში ფინელები ამზადებენ მაგიდას, შეხვედრის პროგრამას და საჩუქრებს.

· ურთიერთობები სქესთა შორის, ფინური წესების მიხედვით, ემყარება თანასწორობასა და პარტნიორობას. ფინეთში მიღებულია, რომ რესტორანში ყველამ საკუთარი ანგარიში გადაიხადოს.

10 ქვეყანა, სადაც იყო ქალი - ნამდვილი ბედნიერებაა

7. შვეიცარია

2017 წელს შვეიცარია აღიარეს ცხოვრებისთვის ყველაზე საუკეთესო ადგილად. შვეიცარიის პარლამენტის შემადტგენლობაში დიდი ნაწილი - ქალებია.

კიდევ რა უნდა იცოდნენ კარგი შოკოლადის, ყველისა და მატარებლების მოყვარულებმა შვეიცარიაზე?

· სხვადასხვა ეროვნებების ხასიათების შერწყმა. შვეიცარიელი - ეს პედანტური და საქმიანი გერმანელია, ემოციური იტალიელი და დახვეწილი ფრანგი. ისინი თავშეკავებულები არიან ქუჩაში და თავისუფლები, როცა ისვენებენ.

· „შვეიცარიული სიზუსტე“ - ეს ტრანსპორტს ეხება. თუ განრიგში წერია, რომ ავტობუსი იქნება გაჩერებაზე 14:42, დარწმუნებული იყავით, ასეც იქნება.

· სტუმრების მიღება. ხშირად უმიზეზოდ აწყობენ მეგობრულ შეხვედრებს. პროდუქტებს ყიდულობს იმ სახლის დიასახლისი, რომელშიც იკრიბებიან, და თავად ამზადებს. მკაფიო გაყოფაა მეგობრებსა და ნათესავებს შორის: ეს ურთიერთობის ორი სხვადასხვა წრეა.

· ბავშვი უნდა მოდიოდეს სკოლაში 40 წუთით ადრე გაკვეთილების დაწყებამდე. სწავლის წინ ის აუცილებლად ჭამს სკოლის სასადილოში, შემდეგ კი ადის აუდიტორიაში. მეცადინეობა მთავრდება 11:00 საათზე.

10 ქვეყანა, სადაც იყო ქალი - ნამდვილი ბედნიერებაა

8. ავსტრალია

ბოლო წლებში ავსტრალიაში მოწინავე პოზიციები მთავრობაში, მსხვილ კომპანიებში და უნივერსიტეტებში ქალებმა დაიკავეს. თუ გიყვართ ველური ბუნება და მზად ხართ დაიპყროთ ტალღები, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ავსტრალიაში:

· მთავარია - პატიოსნება ადამიანებში და ბიზნესში. ავსტრალიური საზოგადოების გაყოფა ჯგუფებზე არ არის დამოკიდებული არც შემოსავლის დონეზე, და არც წარმოშობაზე.

· ავსტრალიელები განსხვავდებიან მაღალი ინდივიდუალიზმით. ექსცენტრიკულობა ავსტრალიაში წარმოადგენს თვისებას, რომელიც სრულიად იმსახურებს პატივისცემას, თუ ეს ადამიანის ინდივიდუალურობის გამოვლინებაა.

· კრიტიკულად ეკიდებიან ნებისმიერ ავტორიტეტს. ავსტრალიელების აზრით, უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს პატარა ადამიანი, რომელიც მიისწრაფის წარმატებისკენ, მაგრამ ვერ აღწევს მას, ვიდრე იღბლიანი და წარმატებული. ადამიანები ზედმეტად მაღალი თვითშეფასებით, აქ არ უყვართ.

· თუ სტუმრად დაგპატიჟეს, აუცილებლად უნდა მიიტანოთ რაიმე დასალევი საკუთარი თავისთვის - ეს ითვლება კარგ ტონად.

10 ქვეყანა, სადაც იყო ქალი - ნამდვილი ბედნიერებაა

9. ავსტრია

ქვეყანა შემოსავლების მაღალი დონით, სქესის თანასწორობით მოქალაქეობის, სამეწარმე და მემკვიდრეობის სფეროში. ვალსი, მთის თხილამურები და ტორტი „ზაჰერი“ - პირველი, რაც თავში მოგივა ავსტრიის ხსენებისას. კიდევ რა თავისებურებები არსებობს ამ პატარა ქვეყანაში?

· ავსტრიელები აუჩქარებელი ხალხია. ქვეყნის დედაქალაქშიც არ შეიმჩნევა ფაცი-ფუცი, არავის არსად ეჩქარება.

· ჯანსაღი კვება - ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ავსტრიელი ქალების მხოლოდ 20 %-ს გააჩნია პრობლემები ზედმეტ წონასთან. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელს ევროპაში.

· 20:00 საათის შემდეგ ქუჩებში რჩებიან მხოლოდ ტურისტები. ადგილობრივ მაცხოვრებლებს ურჩევნიათ გაატარონ საღამოები მეგობრების წრეში, ოჯახთან ან სახლში.

· ავსტრიაში ქალებს არ უყვართ კოსმეტიკის გამოყენება, თვლიან, რომ ის ნეგატიურად მოქმედებს სახის კანზე. გარდა ამისა, ავსტრიელი ქალებისთვის ვულგარულ ტონად ითვლება თვალშისაცემად ჩაცმა, რასაც ვერ იტყვი მამაკაცებზე - მამაკაცებისთვის ტანსაცმლის მაღაზიებში ასორტიმენტი უფრო ფართოა, ვიდრე ქალებისთვის.

10 ქვეყანა, სადაც იყო ქალი - ნამდვილი ბედნიერებაა

10. ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია - ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანაა. 1980 წლიდან ის გამოცხადებულია უბირთვო ზონად. მარადმწვანე ქვეყნის კიდევ რამდენიმე სასიამოვნო თავისებურება:

· ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს რაიმე ბუნებრივი საფრთხე. ფაუნა არ შეიცავს შხამიან ქვეწარმავლებს ან სახიფათო ველურ ცხოველებს.

· ახალი ზელანდია აღიარებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უზრუნველყოფს ხელსაყრელი პირობებით და ამით ის მსოფლიოში ლიდერია.

· გამაოგნებელი სისუფთავე ქუჩებში. ახალ ზელანდიაში ქუჩები უფრო სუფთაა, ვიდრე შვეიცარიაში.

· ყველა გამვლელი, ქალაქებშიც კი, ესალმება უცნობ ადამიანებს - ასეა მიღებული.

10 ქვეყანა, სადაც იყო ქალი - ნამდვილი ბედნიერებაა