სხვადასხვა სფეროში წარმატებულად მოღვაწეობის პარალელურად, ქეთა ლომიძე და ბახვა ბრეგვაძე ქართულ პოლიგრაფიულ ბაზარს ერთ-ერთ ყველაზე საოცნებო სამსახურს სთავაზობენ: მათი გამომცემლობის პორტფოლიო 3 ჟურნალის — კულინART-ის, ჟურნალ XII-ის და Georgia To See-ს რედაქციას ითვლის, რომლებიც საქართველოს საუკეთესო პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული.
ბიზნესის დაწყება 5 წლის წინ, მოულოდნელად გადაწყვიტეს: ერთ-ერთ კერძო კომპანიის მარკეტინგულ განყოფილებაში მუშაობისას ერთჯერადად ჟურნალის გამოშვება დასჭირდათ, თუმცა პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პერიოდულ გამოცემაზე ფიქრი დაიწყეს, პირველი ნულოვანი ინვესტიციის შედეგი კი კულინART-ი აღმოჩნდა.
ქეთას და ბახვას განცხადებით, ნებისმიერი ბიზნესის წარმატების ფორმულა შემოქმედებითი გუნდია — ნიჭიერი თანამშრომლების გაერთიანებით და დაუღალავი შრომით ყველა გამოწვევის გადალახვა შეძლეს. სწორედ ასეთი ადამიანები არიან HENDRICK’S-ის სამიზნე — არასტანდარტულად მოაზროვნე პროფესიონალები, რომლებიც ორიგინალური იდეით და ენთუზიაზმით დიდ მიზნებს აღწევენ. 27 სექტემბერს HENDRICK’S-ი ქეთას და ბახვას გამომცემლობას მეგობრებთან ესტუმრა და სიურპრიზი მოუწყო: ბარმენი გოგა ჯორბენაძე მასპინძლებს 3 სახის კოქტეილით — Gindrick’s-ით, Hendrick’s Mint & Lime-ით და Henrdick’s Cucumber-ით გაუმასპინძლდა.
შეგახსენებთ, რომ HENDRICK’S-ი ყველაზე არასტანდარტული გემოთი გამორჩეული ჯინია, რომელსაც ავანგარდული ადამიანების საყვარელ სასმელს უწოდებენ, ამიტომაც მისი წვეულებების მთავარი სამიზნე შემოქმედებითი სააგენტოების თანამშრომლები არიან. მის განსხვავებულ გემოს 11 სახის იშვიათი ინგრედიენტი განაპირობებს, დისტილაციის უჩვეულო მეთოდებთან ერთად. ბრენდის 2 სიმბოლო — ვარდი და კიტრი ჯინის ყველაზე შემოქმედებით ფორმულას — ვარდის და კიტრის ესენციების ნაზავს აღნიშნავს; მიღებული სითხე კი 2 სხვადასხვა მეთოდით გამოხდილი სპირტის — ორთქლზე ხარშვით და დუღილის ტექნოლოგიით დამზადებული ჯინის მიქსია. რაც მთავარია, HENDRICK’S-ის ჩამოსხმა აბსოლუტურად ხელნაკეთ პროცესს წარმოადგენს.
თემები: Hendrick's, Hendrick's Gin, Hendrick's-ის კოქტეილის წვეულება, Hendrick's-ის კოქტეილები, კულინART, ჟურნალი XII, Georgia To See