1. ქალს სურს, რომ მამაკაცმა მისი აზრები წაიკითხოს, ხოლო მამაკაცს უნდა, ქალმა პირდაპირ უთხრას, რა სურს მას - მამაკაცი ყოველთვის ელოდება რომ ქალი ეტყვის რა სურს, გაუმხელს ფიქრებს, თუმცა ამ დროს ქალს აქვს მოლოდინი, რომ კაცი მის აზრებს სიტყვების გარეშე წაიკითხავს.
ხშირად ეს გაუგებრობის მიზეზი ხდება, რადგანაც ქალსა და მამაკაცს ერთმანეთის მიმართ არასწორი მოლოდინები აქვთ. ქალებს ვურჩევთ, რომ უმჯობესია უფრო გახსნილები იყოთ საყვარელ ადამიანთან და ღიად ისაუბროთ საკუთარ სურვილებზე. მამაკაცებს არ შეუძლიათ თქვენი აზრების წაკითხვა და ამას ნუ ელოდებით.
2. ქალი მამაკაცთან საერთო მომავალს ურთიერთობის დაწყებიდან ძალიან მალე წარმოიდგენს, მამაკაცი ასე არ იქცევა - ქალისთვის ზოგჯერ სამი პაემანიც კი საკმარისია, რომ საერთო მომავალი წარმოიდგინოს, ამიტომ ხშირად იმედგაცრუებული რჩება.
3. კაცი უფრო მეტს ფიქრობს სექსზე, ვიდრე ქალი - ეს ფაქტი მეცნიერულადაა დადასტურებული.
4. ქალების უმეტესობა მეგობრებს უყვება სასიყვარულო ურთიერთობის ძალიან ინტიმური დეტალების შესახებ, ხოლო მამაკაცი ასე არ იქცევა - თქვენ გარშემოც ალბათ მსგავსი მაგალითი ბევრია. ქალებს უყვართ მეგობრებისთვის ყველაფრის დეტალურად გაზიარება. მამაკაცი საყვარელი ქალის შესახებ მეგობრებს, რა თქმა უნდა, ესაუბრება, მაგრამ ინტიმური დეტალების შესახებ არ ლაპარაკობს.
5. მამაკაცი იცვამს ლამაზად იმისთვის, რომ ქალი მოხიბლოს, ხოლო ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს არა მხოლოდ იმისთვის, რომ მამაკაცი მოხიბლოს, არამედ იმ მიზეზითაც, რომ სხვა ქალებს აჯობოს - როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ქალი მხოლოდ მამაკაცის მოსახიბლად არ ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს. ქალები იმოსებიან მოდურად და სურთ გამოიყურებოდნენ კარგად იმ მიზნით, რომ სხვა ქალებს შეეჯიბრონ და მათზე უკეთესები გამოჩნდნენ. მამაკაცს თავისი ჩაცმის სტილით მხოლოდ ქალის მოხიბვლა სურს. ის არავის ეჯიბრება.
6. ქალს უფრო მეტი დრო სჭირდება იმის მოსაფიქრებლად, თუ რა სურს, ვიდრე მამაკაცს - თუ ქალს ჰკითხავთ სად სურს რომანტიკული ვახშამი, რისი მირთმევა უნდა და ა.შ. ძალიან იშვიათად გაგცემთ ის სწრაფად პასუხს. მას დიდი დრო სჭირდება იმის მოსაფიქრებლად, თუ რა სურს. მამაკაცების შემთხვევაში ასე არ არის.
7. ქალებს მოსწონთ მოვლენების დრამატიზება იმის გასაგებად, თუ რამდენად ზრუნავს საყვარელი მამაკაცი მასზე, მამაკაცები კი ვერ იტანენ დრამებს - ზოგჯერ ქალები კამათს მხოლოდ იმიტომ იწყებენ, ან რაიმე უმნიშვნელო მოვლენას დრამად მხოლოდ იმიტომ აქცევენ, რომ გაიგონ რამდენად იზრუნებს მათზე საყვარელი მამაკაცი. მამაკაცი ყველაფერს აკეთებს დრამის თავიდან ასაცილებლად. მან შეიძლება საერთოდ თავი აარიდოს და არ მოგისმინოთ იმიტომ, რომ შესანიშნავად ხვდება თქვენს რეალურ მიზანს.
8. ქალს მოსწონს ამბიციური მამაკაცი, ხოლო კაცს ქალის ამბიციები აშინებს - მამაკაცების დიდ ნაწილს ეშინია წარმატებული ქალის, მაშინ როცა ქალისთვის სასიამოვნოა გვერდით წარმატებული მამაკაცი ჰყავდეს. სამწუხაროდ, მამაკაცის მსგავსი დამოკიდებულება ურთიერთობაში ხშირად პრობლემას აჩენს.
9. ქალები საყვარელი ადამიანის ყველა სიტყვაზე ძალიან ბევრს ფიქრობენ, აანალიზებენ და ქვეტექსტებს ეძებენ, მამაკაცების დიდი ნაწილი ასე არ იქცევა, ის ქალის სიტყვებს პირდაპირ იგებს - ქალს შეუძლია დაჯდეს და გააანალიზოს მამაკაცის თითოეული სიტყვა, საუბარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ხშირ შემთხვევაში, ზედმეტი მოსდის. ბევრი ფიქრის შედეგად ქალები არასწორ დასკვნებამდე მიდიან. ეს სულაც არ არის საჭირო - საყვარელი ადამიანის ნათქვამი მიიღეთ ისე, როგორც გეუბნებათ და ნუ ეძებთ ქვეტექსტებს. ამ შემთხვევაშიშეგიძლიათ, მამაკაცებს მიბაძოთ.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები
<a href="http://love.allwomenstalk.com">http://love.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია