პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაში“ 27 და 28 ოქტომბერს CLINIQUE-ის დღეებია: თუ პრობლემური კანი გაქვს და სახის მოვლის თუ დეკორატიული კოსმეტიკის შერჩევისას სპეფიციკური საშუალებების ძებნა გიწევს, TREND-ი გირჩევს, უპირატესობა სწორედ CLINIQUE-ს მიანიჭო: ბრენდს, რომლის დევიზია — „უნაკლო კანის შექმნა შესაძლებელია!“
ყველაფერი 1967 წელს, ამერიკაში დაიწყო: ამერიკული Vogue-ის რედაქტორმა ქეროლ ფილიპსმა ინტერვიუ ჩაწერა ნიუ-იორკის ძალიან პრესტიჟულ დერმატოლოგ პროფესორ ნორმან ორენტრეკთან. ეპოქაში, როდესაც კარგი სახის კანი მხოლოდ და მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებულ განძად მიიჩნეოდა, ორენტრეკმა განაცხადა: Great Skin Can Be Created! („უნაკლო კანის შექმნა შესაძლებელია!“) ეს ინტერვიუ უამრავ ამერიკელ ქალბატონთან ერთად Estee Lauder-ის ჯგუფის წევრებმაც წაიკითხეს და გადაწყვიტეს, პროფესორ ორენტრეკის და ქეროლ ფილიპსის დიალოგი ახალი კოსმეტიკური ბრენდის კულტურული მემკვიდრეობისთვის დაედოთ საფუძვლად: ორივე მათგანი სამუშაოდ მიიწვიეს და შეიქმნა მსოფლიოში პირველი კოსმეტიკური საშუალება, რომლის ამბიცია ადამიანის კანის გენეტიკური ხარვეზების გამოსწორება იყო.
CLINIQUE-ის პირველი პროდუქცია საზოგადოებამ 1968-ში იხილა: მომხმარებლებისთვის სამსაფეხუროვანი სახის მოვლის სისტემა წარადგინეს — ყოველდღიური გამწმენდი, ექსფოლენტი — იგივე სკრაბი და მატენიანებელი. ასე დაიბადა მსოფლიოში პირველი დერმატოლოგის მიერ შექმნილი, ალერგიულად შემოწმებული და უარომატო კოსმეტიკური პროდუქცია. 1976 წელს კი CLINIQUE-ი პირველი კოსმეტიკური ბრენდი აღმოჩნდა, რომელმაც მამაკაცების კანის განსხვავებული სტრუქტურიდან გამომდინარე, მამაკაცის სახის მოვლის ხაზი შექმნა.
დღეს CLINIQUE-ი კოსმეტიკურ ბაზარზე სიახლეების დანერგვას აგრძელებს და ფოკუსირებას ისევ უმაღლესი ხარისხის, ალერგიულად შემოწმებულ კანის მოვლის, დეკორატიული კოსმეტიკის და პერფიუმერულ პროდუქციაზე ახდენს.
100%-ით ჰიპოალერგიული კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც საერთოდ არ შეიცავს სურნელოვან დანამატებს, ნებისმიერი კანის ტიპს იდეალურად მიესადაგება, განსაკუთრებით კი — პრობლემურ კანს: თუ კანის სიმშრალე, გაუწყლოვანება, ჭარბცხიმიანობა, აკნე(გამონაყარი), მგრძნობელობა, ჰიპერპიგმენტაცია, გაფართოვებული ფორები ან კანის სიწითლე გაწუხებს, TREND-ი სწორედ CLINIQUE-ის მოხმარებას გირჩევს.
1. მცირე გამონაყარის შემთხვევაში:
თუ სახეზე გამონაყარი გაქვს, გირჩევთ, CLINIQUE-ის გელი — Action Purifiante-ი სცადო. ის ლოკალური გამოყენებისთვის განკუთვნილ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც კანს ბაქტერიებისგან ასუფთავებს.
პრობლემური კანის იდეალური გადაწყვეტილებაა, ასევე, CLINIQUE-ის ბესთ-სელერი პროდუქცია „3 ეტაპი“ — 3 კოსმეტიკური საშუალება, რომლებიც წმენდას, აქერცვლას და დატენიანებას უზრუნველყოფს.
სახის გასაწმენდად სპეციალური საპნის ან თხევადი საპნის შერჩევა შეგიძლია, აქერცვლას, იგივე მსუბუქი პილინგის ეფექტს ლოსიონი განაპირობებს, დატენიანებას კი ლოსიონი. „სამი ეტაპის“ რეგულარულად გამოყენების შემდეგ სახის კანი ერთგვაროვან, ჯანსაღ სტრუქტურას იბრუნებს და მეტად ახალგაზრდული ტექსტურის, გლუვი და მბრწყინავი ხდება.
2. სახეზე სიწითლეების გასაქრობად:
CLINIQUE-ი სახის კანის სიწითლეს ბრძოლას კოსმეტიკური საშუალებების საკმაოდ ფართო სპექტრით — Redness Solutions-ის ხაზით უცხადებს. მასში შემავალი კოსმეტიკური საშუალებები პრობიოტიკების ბაზაზეა დამზადებული. Redness Solutions-ი აერთიანებს სახის გამწმენდ ტონიკს, დღის კრემის, ბაზას და ტონალურს მზისგან დამცავი მოქმედებით და დაპრესილ პუდრს; მისი ბესთსელერი ტანდემი კი დღის კრემი და ტონალურია: კრემი დროთა განმავლობაში სახის დაზიანებულ კაპილარებს აღადგენს, ტონალურის პრობიოტიკული მოქმედება კი გარემო დაზიანებებისადმი ბარიერს ქმნის.
3. ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედებისთვის:
სპეციალურად კანის დაბერების შესაჩერებლად შექმნილი ხაზი — Repairwear Laser Focus™-ი CLINIQUE-მა დერმატოლოგების მიერ ჩატარებული ლაზერული პროცედურის ჩასანაცვლებლად შემოგვთავაზა, რომელიც დერმატოლოგიურ სფეროში მიმდინარე ბოლოდროინდელი ტენდენციების ანარეკლს წარმოადგენს: სულ უფრო და უფრო მეტი ქალი ამბობს უარს ინექციებსა თუ ქირურგიულ პროცედურებზე და მათ სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის კოსმეტიკური საშუალებებით ანაცვლებს.
Repairwear Laser Focus™-ის ხაზის ბესთსელერი ორი კოსმეტიკური საშუალების — მატენიანებელი კრემის და ტონალური კრემების მდიდარი პალიტრის ტანდემია. როგორც ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, მატენიანებლის 12-კვირიანი მოხმარების შემდეგ სახის სტრუქტურა 63%-ით ახალგაზრდავდება. ტონალურს კი დატენიანებასთან ერთად მზისგან დამცავი მოქმედებაც ახასიათებს.
4. დეკორატიული კოსმეტიკა
CLINIQUE-ის ფილოსოფია სახის ახალგაზრდული გამომეტყველება და შესაბამისად, მაქსიმალურად ბუნებრივი მაკიაჟია. ამ ამოცანის გადასაჭრელად მომხმარებლების განსაკუთრებული სიყვარული პრაიმერმა Superprimer Face Primer Colour Corrects Redness-მა დაიმსახურა, რომელიც სახის კანს ერთგვაროვან, ჯანსაღ სტრუქტურას ანიჭებს. მისი გამოიყენება ტონალურის წასმამდე ან დამოუკიდებლად შეგიძლია.
CLINIQUE-ი სიახლეს გვთავაზობს ტუჩის საცხების მიმართულებით: პროდუქცია — lips pop ™ Lip Shadow Cushion Matte Lip Powder ინტენსიური ფერების პალიტრას წარმოადგენს, რომლებიც გლუვი, ბუნებრივი ეფექტითაა გამორჩეული.
მოკლედ, შეიარე პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციას“ ნებისმიერ ფილიალში და მოსინჯე CLINIQUE-ი საკუთარ თავზე!
თემები: Clinique, Clinique Beauty, Clinique Skin Care, Clinique Makeup, Clinique Action Purifiante, Clinique Redness Solutions, Clinique Repairwear Laser Focus™, lips pop ™ Lip Shadow Cushion Matte Lip Powder, Clinique Superprimer Face Primer Colour Corrects Redness