მშობლები

„ჩიკატაი“ - ქართული სათამაშო, ქართული ჰანგებით

„ჩიკატაი“ - ქართული სათამაშო, ქართული ჰანგებით

ბავშვის დაბადება უდიდესი ბედნიერებაა და პატარებზე ზრუნვა პირველივე წუთიდან იწყება. როდესაც ახალშობილი სამყაროს აღქმას იწყებს, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, მათ შორის პირველი ბგერები, რომელსაც ის მოისმენს. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ახალი ქართული ნაწარმი „ჩიკატაი". ჩიკატაი არის წერო, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური მუსიკით იწყება და სწორედ ამიტომ, პირველ ჰანგებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართული სათამაშოების შექმნისას, მელოდია ადვილად შეარჩიეს და რა თქმა უნდა უდიდესი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის „ვალსი მიმინოდან“, იგივე „ყვითელი ფოთლები“ აარჩიეს. ბატონი გია, ყოველგვარი პირობის გარეშე დათანხმდა შეთავაზებას, რისთვისაც „ჩიკატაის“ შემქმნელები დიდი მადლობას უხდიან მას.

„ჩიკატაი“ - ქართული სათამაშო, ქართული ჰანგებით



“ჩიკატაის” სათამაშოები ხელნაკეთია და იქმნება საქართველოში ნატურალური ქსოვილებისგან, ანტიალერგიული შიგთავსით. გამოყენებულია ასევე ხის მასალა ლოგინის სამაგრისთვის, რომელიც თეთრი აკრილის საღებავით არის შეღებილი. მუსიკალური მექანიზმი არის ხელით მოსამართი ორივე ტიპის სათამაშოსთვის და თითო დაქოქვისას უკრავს 1 წუთის განმავლობაში 17 წამიან მონაკვეთს.

„ჩიკატაის“ სათამაშოების შეძენა შესაძლებელია ფეისბუქ გვერდზე, ადგილზე მიტანა ხდება 3-5 დღეში და მომსახურება უფასოა.

https://www.facebook.com/chikataitoys/posts/

იმედი გვაქვს ჩიკატაის მალე შეიყვარებენ და ერთ მშვენიერ დღეს გადაიქცევა ერთ დიდ სათამაშოების მაღაზიად!

„ჩიკატაი“ - ქართული სათამაშო, ქართული ჰანგებით