LIFE

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

1. თქვენთვის ის ყველაზე ლამაზი ქალია დედამიწაზე

არ ვსაუბრობთ ისეთ სილამაზეზე, რომელთა ხილვასაც ჟურნალების გარეკანზე ხართ შეჩვეული. ვგულისხმობთ იმ მომხიბვლელობას, რომელსაც შეუძლია თქვენი ყურადღება მიიპყროს ყველაზე რთულ დღეებშიც კი. ვგულისხმობთ სილამაზეს, რომელიც რაიმე სტანდარტს კი არ შეესაბამება, არამედ არის სილამაზე, რომელსაც მხოლოდ თქვენ ხედავთ. სილამაზეში არ იგულისხმება მხოლოდ ვიზუალური მხარე - ქალს მომხიბვლელობას მატებს ის, თუ როგორ ექცევა ადამიანებს, როგორ ზრუნავს სხვებზე, როგორია მისი შინაგანი სამყარო. თუ თვლით, რომ გვერდით პლანეტაზე ყველაზე ლამაზი ქალი გყავთ, არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ.

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

2. ის თქვენზე ჭკვიანია

ამის გამო კი არ უნდა დაკომპლექსდეთ, სიამაყით უნდა აივსოთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით არის ქალი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ, რჩევა ჰკითხოთ, ენდოთ მის გადაწყვეტილებას, რადგანაც იცით, რომ ის ძალიან ჭკვიანია.

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

3. შეუძლია,რთულ დღეებში გამოსავალი მარტივად იპოვოს

ცხოვრებაში რთული დღეები ყველას აქვს. მთავარია, გვქონდეს უნარი მათთან გამკლავების და თუ გვერდით გყავთ ქალი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სირთულიდან გამოსავალი მარტივად იპოვნოს და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნოს, ის ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ.

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

4. არის მზრუნველი და კეთილი

მზად არის მოგისმინოთ, დაგეხმაროთ, რთულ დროს გვერდით დაგიდგეთ, როცა მოწყენილი ხართ, შეუძლია თქვენი განწყობის გასაუმჯობესებლად იზრუნოს. თუ ის არის ქალი, რომელიც მზადაა რთულ მომენტში ჩაგეხუტოთ, გაგამხნევოთ, არ განსაჯოთ, ხელიდან არ გაუშვათ.

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

5. შეუძლია კომპრომისზე წასვლა

თუ კამათის, ჩხუბის დროს შეუძლია კომპრომისზე წავიდეს, რათა ურთიერთობა არ დაგეძაბოთ, ეს შესანიშნავია. ის არ გეთანხმებათ, მაგრამ სურს სიტუაცია არ გაამწვავოს, ამიტომ დათმობაზე მიდის. აუცილებლად უნდა დაინახოთ მისი ეს ხასიათი, დააფასოთ და არასოდეს გაუშვათ ხელიდან. მსგავსი თვისების მქონე ქალი არც ისე ბევრია.

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

6. მისი გული სავსეა თქვენდამი სიყვარულით

უყვარხართ მთელი გულით, უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ და ამას ხშირად გამოხატავს როგორც სიტყვებით, ასევე ქმედებებით. მისი სიყვარული ფილმში ნანახს ჰგავს და განცდა გაქვთ, რომ ზღაპარში ცხოვრობთ. ასეთი ქალი ხელიდან გასაშვები ნამდვილად არ არის და ნუ დაუშვებთ შეცდომას მასთან ურთიერთობის დროს.

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

7. ის გულწრფელად მიგითითებთ, რომ არასწორ გადაწყვეტილებას იღებთ, რომ ცდებით და ამავდროულად, სწორ გზას გიჩვენებთ

მას არ ეშინია მიგითითოთ შეცდომებზე, არ მოგცემთ საკუთარი თავის მოტყუების საშუალებას. სჯერა, რომ შეგიძლიათ უკეთესი იყოთ, უკეთესი და უფრო გამართელბული გადაწყვეტილებები მიიღოთ.

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

8. სახლი არის „ის“ 

თქვენთვის ყოველთვის სახლი დედასთან, მის მომზადებულ კერძებთან ასოცირდებოდა, სანამ მას შეხვდებოდით. თუ ახლა თქვენი სახლი მის გარეშე წარმოუდგენლად გეჩვენებათ, თუ თვლით, რომ სახლს ის ავსებს სიმშვიდით, სიმყუდროვით და სითბოთი, ეს ნამდვილად ის ქალია, რომელზეც გიოცნებიათ. ის არის ახლა თქვენი სახლი.

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

9. ვნებიანია

აქვს რაღაც ისეთი, რაც მის თვალებს საოცარ შუქს ჰფენს. განსაკუთრებული ქალია და ყველაფერს დიდი გრძნობით და ვნებით აკეთებს. ცდილობს რაღაც განსაკუთრებული საჭმლის რეცეპტი იპოვოს და განსაკუთრებული ვახშამი მოგიმზადოთ. მისი ქმედებები ცეცხლითა და ჟინითაა სავსე და ეს საოცარ მომხიბვლელობას სძენს. თუ ასეთი ქალი გყავთ გვერდით, გაუფრთხილდით.

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

10. აქვს უნარი, ყველა სიტუაციაში მოიქცეს ისე, როგორც დახვეწილ ქალს შეეფერება

შეიძლება კედლებს ღებავდეს, ან სახლს ალაგებდეს, მაგრამ მაინც იგრძნობოდეს მისი გრაციოზულობა. ყოველთვის ზრუნავს ვიზუალზე და სურს კარგად გამოიყურებოდეს. ყველა სიტუაციაში მომხიბვლელია.

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

11. არასოდეს ნებდება

არ ნებდება, სანამ წარმატებას არ მიაღწევს, პრობლემას მოუგვარებელს არ დატოვებს. მას სურს, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს. შეუძლია გარემო ბედნიერებით აავსოს.

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ

12. ის თქვენთვის ყველაფერია 

გრძნობთ, რომ არაფერში გაცვლით მის ღიმილს, სიყვარულს, მის ლამაზ სახეს. ყოველ წამს, როცა მასზე ფიქრობთ გული გამალებით გიცემთ და არც გსურთ წარმოიდგინოთ, რომ ოდესმე შეიძლება ერთად არ იყოთ. თუ ასე ფიქრობთ და მსგავსი დამოკიდებულება გაქვთ საყვარელი ქალისადმი, დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილი სიყვარული გიპოვიათ და ის ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ.

12 იდეალური თვისება ქალისა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ



<a href="http://ewao.com"> http://ewao.com</a>