LIFE

1 ნოემბერს „მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day იწყება

1 ნოემბერს „მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day იწყება

„მაკდონალდსი“ McHappyDay-ს ფარგლებში წელს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებზე ზრუნავს: აქციიდან შემოსული თანხა არასამთავრობო ორგანზაციას — „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ გადაეცემა და მთლიანად უზრუნველყოფს როგორც ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობას, ასევე სპეციალისტების A.B.A პროგრამის მიხედვით გადამზადებას.

1 ნოემბერს „მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day იწყება

საქართველოში ყოველ მეასე ბავშვს აუტიზმის სპექტრის დარღვევა აღენიშნება. პატარების პროგრესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და თერაპიის დროულად დაწყება. სამწუხაროდ, საქართველოს რეგიონები აუტიზმის ცენტრების და შესაბამისად, სენსორული ოთახების სიმცირით გამოირჩევა — ბენეფიციარებს მომსახურების მისაღებად თბილისში უწევთ ჩასვლა. სენსორული ოთახი კი აუტიზმის სპექტრის და განვითარების სხვა დარღვევების თერაპიის აუცილებელი ელემენტია.

„მაკდონალდსის“ საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ ფორმატს კვლავაც ინარჩუნებს: მასში თანამონაწილეობის საშუალება ტრადიციულად მომხმარებლებსაც ეძლევათ.

1 ნოემბერს „მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day იწყება

Mc Happy Day-ს მხარდასაჭერად „მაკდონალდსმა“ კამპანიის სიმბოლიკით სპეციალურად 3 სხვადასხვა ტიპის აქსესუარი დაამზადა: სტიკერი, გასაღების საკიდი და ჩანთა. ნებისმიერი მათგანის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად ქველმოქმედების თანამონაწილე ხდება.

1 ნოემბერს „მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day იწყება

2016 წელს Mc Happy Days-ის ფარგლებში „მაკდონალდსმა“ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, 2015-ში კი სოციალურ საწარმო „ქედელთან“ თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Days-ის ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას.