შექმნისთანავე სოციალურმა ქსელებმა მთელი მსოფლიო მოიცვეს. ინფორმაციამ, რეკლამამ თუ ურთიერთობებმა, ყველაფერმა ინტერნეტში გადაინაცვლა. ფეისბუქის, ტვიტერის თუ ინსტაგრამის გვერდებიდან ადამიანები საკუთარი ინტერესების მიხედვით იღებენ ინფორმაციას. ყველაზე მოთხოვნადი, რა თქმა უნდა მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები არიან და მათ პირად გვერდებს მილიონობით მიმდევარი ჰყავს. ადამიანებისთვის საინტერესოა ვარსკვლავების პირადი ცხოვრება, ყოველდღიურობა, ჩაცმულობა, ინტერესები და ა.შ. ინსტაგრამი კი საუკეთესო საშუალებაა ამ ყველაფრის გასაგებად - „რა ბრენდი ეცვა?“, „რას ანიჭებს უპირატესობას?“, „რომელ პროდუქციას იყენებს?“ და ა.შ. შესაბამისად სწორედ ცნობილი ადამიანები ახდენენ გავლენას მოდაზე. თუმცა ვარსკვლავების გარდა, მოდაზე გავლენას ახდენენ ასევე მოდის ბლოგერები, ასე ვთქვათ ინტერნეტ ვარსკვლავები, რომლებმაც პოპულარობა მოიპოვეს სოციალური ქსელების საშუალებით, ახლა მათ მილიონობით გამომწერი ჰყავთ და მსოფლიო ბრენდების პროდუქციის რეკლამირებისთვის ანაზღაურებას იღებენ.

ასე რომ გაიცანით, მსოფლიოს 5 ყველაზე გავლენიანი მოდის ბლოგერი:



Chiara Ferragni
Fashion blogger, The Blonde Salad
კიარა ფერანი, რომელსაც 11 მილიონი გამომწერი და 17,000-ზე მეტი პოსტი აქვს ინსტაგრამის გვერდზე, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის ბლოგერია მსოფლიოში. მან ჯერ კიდევ 2009 წელს შექმნა საკუთარი ბლოგი The Blonde Salad, 2015 წელს მისი ბლოგი უკვე ისეთი წარმატებული იყო Harvard Business Review პირველად დაინტერესდა, აღიარა და დაწერა მოდის ბლოგერების გავლენის შესახებ. კიარას საკუთარი ფეხსაცმლის ხაზი აქვს და აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა - Guess, Gucci და სხვა.


Danielle Bernstein
Blogger, WeWoreWhat


დანიელ ბერნშტაინი, გოგონა რომელსაც 1.7 მილიონი გამომწერი და 10,000-ზე მეტი პოსტი აქვს ინსტაგრამზე, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მოდის სამყაროზე და რომელსაც, თითო პოსტში, მსოფლიოში ცნობილი ბრენდები 20 000$ ს უხდიან. მოდის ბლოგის წერა მან 2010 წელს დაიწყო და ახლა უკვე ინტერიერის დიზაინსა და კაცების სამოსზეც წერს. 2016 წელს მან საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც შექმნა.

Julia Engel
Blogger, Digital Star


ჯულია ენგელს 1.1 მილიონი გამომწერი და 5.000-ზე მეტი პოსტი აქვს ინსტაგრამზე. მან მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო, როდესაც მიხვდა, რომ სამოსი, რომელსაც ის იცვამდა პოსტებში, რამდენიმე დღეში იყიდებოდა, გადაწყვიტა გამოეყენებინა საკუთარი გავლენა და ახლა ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდის ბლოგერად ითვლება მსოფლიოში.


Gabi Gregg
Blogger, Designer, Digital Star, Model


გაბი გრეგს საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე 562 ათასი გამომწერი და 1000 ზე მეტი პოსტი აქვს. მან საკუთარი ბლოგის წერა 2008 წელს დაიწყო, თუმცა დიდი პოპულარობა 2012 წელს მოიპოვა, როდესაც plus-size საცურაო კოსტიუმით გადაღებულილ ფოტოსესია გამოაქვეყნა. მოგვიანებით მან საკუთარი საცურაო კოსტიუმების ხაზიც გააკეთა, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა, მოდის ბლოგერმა ნიკოლ მეისონმაც მიიღო.

Nicolette Mason
Blogger, Designer, Digital Star


ნიკოლ მეისონს 158 ათასი გამომწერი და 4000 ზე მეტი პოსტი აქვს ინსტაგრამზე. მეისონმა საკუთარი ბლოგი 2008 წელს შექმნა, თვიდან ბლოგის წერა მისთვის გასართობი იყო, მოგვიანებით კი Vogue-სთნ განაგრძ თანამშრომლობა. 2017 წელს მან გაბი გრეგთან ერთად გამოუშვა საკუთრი ტანსაცმლის ხაზი Prem-size.


მოდაზე გავლენას ასევე სოციალური ქსელების ქართველი ვარსკვლავებიც ახდენენ. თბილისი არის ქალაქი, რომელშიც ყოველწლიურად ორი სხვადასხვა მოდის კვირეული ტარდება და სადაც გემოვნებაზე მუდამ დაობენ.

გაიცანით ინსტაგრამის ქართველი ვარსკვლავები, რომელთა ჩაცმულობაც ხშირად განიხილება და რომლებიც გავლენას ახდენენ მოდის ტენდენციებზე.



დიზაინერი და მოდელი ანუკი არეშიძე. მას საკუთარი ტანსაცმლის ხაზი აქვს. ინსტაგრამზე მას 179 ათასი გამომწერი და 1000 ზე მეტი პოსტი აქვს.



მომღერალი და დიზაინერი ქეთა თოფურია. ის რუსეთში მოღვაწეობს და საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც აქვს. მას ინსტაგრამზე 1.9 მილიონი გამომწერი და 1000-მდე პოსტი აქვს.



მოდელი მიმი შელინი. ის რუსეთშ მოღვაწეობს, მას ინსტაგრამზე 531 ათასი გამომწერი და 1000-მდე პოსტი აქვს.


მომღერალი ნინი ბადურაშვილი. მას ინსტაგრამზე 99.7 ათასი გამომწერი და 1000-ზე მეტი პოსტი აქვს.



მოდელი თაკო ნაცვლიშვილი. ის ძირითადად საზღვარგარეთ მოღვაწეობს და ინსტაგრამზე 156 ათასი გამომწერი და 1000-მდე პოსტი აქვს.



მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშილი. სალომეს საკუთარი სამოსის ხაზი აქვს, მას ინსტაგრამზე 88.7 ათასი გამომწერი და 1500-მდე პოსტი აქვს.



მოდელი ნინი ნებიერიძე. ნინის საკუთარი მაღაზია Chaos Concept Store აქვს. მისი გამომწერების რიცხვი ინსტაგრამზე 18.2 ათასს აღწევს


ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე. მას ინსტაგრამზე 26.4 ათასი გამომწერი და 1000-ზე მეტი პოსტი აქვს.


მოდელი ნუკა ყარალაშილი. მას ინსტაგრამზე 35.2 გამომწერი და 500-ზე მეტი პოსტი აქვს.