რატომ არიან სკანდინავიელები ყველაზე ბედნიერები - 10 ცხოვრებისეული პრინციპი
- 20.11.2017
1. მშობლების დახმარება
„ყველაფერი ოჯახისთვის“ - აი, ასეთი შეიძლება ყოფილიყო სკანდინავური ქვეყნების სახელმწიფო სლოგანი. მაგალითად, შვედეთში სადეკრეტო შვებულება შეადგენს 480 დღეს. მშობლებს უფლება აქვთ 390 დღე მიიღონ საკუთარი ხელფასის თითქმის 80 %. ნუთუ ეს ბედნიერება არ არის - იყო შენს პატარასთან და არ ღელავდე კეთილდღეობაზე.
2. მრავალშვილიანი ოჯახები
მრავალშვილიანობას სკანდინავურ ქვეყნებში დიდი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან. ძნელად იპოვით სკანდინავიელს, რომელსაც არ ჰყავს და ან ძმა.
3. ველოსიპედის სიყვარული
სკანდინავებს ძალიან აქვთ განვითარებული ველოსიპედის კულტურა, განსაკუთრებით დანიაში. ამიტომ უპრობლემოდ შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თოვლიან ზამთარში ველოსიპედით დადის და ამინდი სულ არ უშლის ხელს.
4. ყველა თანასწორია
სკანდინავურ ქვეყნებში სულ არ არის პოპულარული საუბრები სექსიზმზე და ხუმრობები ფემინისტ ქალებზე. გენდერული გარღვევა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიო ეკონომიური ფორუმის მიერ ითვლება, აქ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ეს ნიშნავს, რომ სამსახურში ქალებს და მამაკაცებს ერთნაირი ხელფასი აქვთ.
5. ობოლი ბავშვების დაბალი მაჩვენებელი
ობლების უმეტესი ნაწილი შენაცვლებით ოჯახებში ცხოვრობს, რადგან ითვლება, რომ ბავშვებისთვის დამღუპველია დაწესებულებებში ხანგრძლივი გაჩერება და უფროსთან მიჩვევისა და ემოციური კავშირის არქონა. თანაც საბავშვო სახლებს არ შეუძლიათ ერთდროულად 10-15 ბავშვის მეურვეობა.
6. სპორტისადმი სიყვარული
დიდი ყურადღება ეთმობა სპორტს. მაგალითად, სპეციალური სპორტული არდადეგებიც კი არსებობს. ადამიანები, როგორც წესი, ამ დროის განმავლობაში ოჯახებით ადიან მთებში, რათა ისრიალონ თხილამურებსა და სნოუბორდზე.
7. კვების ეკოლოგია
ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უხსნიან, რა არის სასარგებლო ორგანიზმისთვის, და რა, მავნე. ტკბილეულისა და შოკოლადის მირთმევა არა უმეტესად კვირაში ერთხელ, შაბათობით შეიძლება.
8. ზრუნვა მოხუცებზე
სკანდინავურ ქალაქებში არსებობს ისეთი ადგილები, სადაც პენსიონერებს შეუძლიათ მივიდნენ, შეხვდნენ ერთმანეთს, ითამაშონ სამაგიდო თამაშები, დაკავდნენ სპორტით, ცეკვით. ასეთ ორგანიზაციებში თითოეულ მსურველს შეუძლია მოძებნოს გასართობი გემოვნების მიხედვით.
9. განათლების მაღალი დონე
ევროპული სტატისტიკური ბიუროს „ევროსტატის“ მიხედვით, სკანდინავები აქტიურად ზრუნავენ განათლების სისტემაზე. ისინიმასში მთლიანი შემოსავლის 9 %-ის ინვესტირებას ახდენენ. ფინანსების დაახლოებით 4/5 სკანდინავურ ქვეყნებში მასწავლებლების შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება, დანარჩენი - სასკოლო შენობებისა და სასწავლო დანადგარების მოსაწყობაზე.
10. ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის
სკანდინავურ ქვეყნებში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით მოკლე სამუშაო დღე და გრძელი შვებულებებია, რაც, შესაბამისად, საშუალებას აძლევს ადამიანებს მეტი დრო დაუთმონ საკუთარ ოჯახს. საშუალოდ მათი სამუშაო დღე 7,5 საათი გრძელდება.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, ბედნიერების გრძნობა
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>