20 გავლენიანი ქართველი, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში
- 21.11.2017
სოციალურ ქსელებში ფუნქცია - გამოწერა, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებს შორის დიდი პაექრობა მიმდინარეობს ვინ გახდება ინსტაგრამის ვარსკვლავი. მონაცემები ხშირად იცვლება, მაგრამ ახლანდელი მონაცემებით, ყველაზე გავლენიანი სელებრითი და ინსტაგრამის დედოფალი მომღერალი სელენა გომესია - 228 მილიონი გამომწერით, მას მოსდევს ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო და მომღერალი არიანა გრანდე - 116 მილიონი გამომწერით. ბიონსე - 108 მილიონი, კიმ კარდაშიანი კი 105 მილიონი. ეს არის მსოფლიო ვარსკვლავების პირველი ხუთეული ინსტაგრამზე.
მეორე ადგილს, ქეთა თოფურიას მეგობარი, ასევე რუსეთში მოღვაწე, მოდელი მიმი შელია 531 ათასი გამომწერით იკავებს.
მესამე ადგილს ირაკლი მაქაცარია იკავებს, ის საქართველოში უკრაინიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ახლა ტელეწამყვანია. მას ინსტაგრამზე 233 ათასი გამომწერი ჰყავს.
ანუკი არეშიძის გამომწერები ფეისბუქზე 12 333-მდე მერყეობს, ალბათ მიზეზი ის გახლავთ რომ დიზაინერი უფრო აქტიურია ინსტაგრამზე, სადაც მისი გამომწერების რიცხვი 179 ათასია.
ფეისბუქზე შორენა ბეგაშვილს 142 295 გამომწერი ჰყავს. მსახიობისა და მოდელის ფეისბუქის პროფილი განსაკუთრებულად აქტიურია. შორენა ინსტაგრამზეც პოპულარულია და მისი გამომწერების რიცხვი ამ ეტაპზე 178 ათასია.
დიდი პოპულარობით სარგებლობს, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშილი. მისი გამომწერების რიცხვი 156 ათასს აჭარბებს.
მეშვიდე ადგილს იკავებს ქართველი მომღერალი ბერა ივანიშვილი. მას ინსტაგრამზე 152 ათასი გამომწერი, ხოლო ფეისბუქზე 644 976 ათასი მიმდევარი ჰყავს.
ნანუკა ჟორჟოლიანი ლიდერია ჟურნალისტებს შორის, მას სოციალურ ქსელში ყველაზე აქტიური პროფილი აქვს. მისი გამომწერების რაოდენობა რეკორდულია და 194 939-ს აღწევს. ინსტაგრამზე ჟურნალისტის გამომწერების რიცხვი კი 131 ათასია.
სოფია ნიჟარაძის გამომწერების რიცხვი ფეისბუქზე 76 933 -ია. როგორც ჩანს, მომღერალი გაცილებით პოპულარულია ინსტაგრამზე, რადგან მისი გამომწერების რიცხვი 113 ათასია.
მეათე ადგილზეა ნუკი კოშკელიშვილი, მსახიობს, ტელეწამყვანს და მოდელს 112 ათას გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე.
ნინი ბადურაშვილი ფეისბუქზე და ინსტაგრამზე თანაბრად აქტიურია. ამიტომ ნინის ფეისბუქზე 71 ათასამდე გამომწერი ჰყავს, ინსტაგრამზე 99 700
ქართველ დიზაინერებს, სოციალურ ქსელში პოპულარობა არ აკლიათ, განსაკუთრებულად თუ ყოფილი მოდელია და თან ტელევიზიით ერთ-ერთი შოუს წამყვანი. სალომე ღვინიაშვილის გამომწერების რიცხვი ფეისბუქზე 20 000-მდეა, ინსტაგრამზე კი 88 700-მდე მერყეობს.
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ინსტაგრამის გამომწერების რიცხვის 88 ათასს აღწევს.
მომღერალი თინეიჯერი, თავისი განსხვავებული იმიჯიით და საინტერესო და თამამი ფოტოებით, ხშირად იქცევს ყურადღებას. მისი ინსტაგრამის გამომწერების რიცხვი 79 ათასია.
მე-15 ადგილზეა ცნობილი ქართველი მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია. თიკა წლებია ცნობილი სახეა და პოპულარობას არასოდეს კარგავს. მას ინსტაგრამზე 73 ათასი გამომწერი ჰყავს.
მომღეარლ ნინო ჩხეიძეს 72 ათასი გამომწერი ჰყავს ინტაგრამზე, ხოლო ფეისბუქზე 37 ათასი.
პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და მოდელი გვანცა დარასელია, მართალია, ფეისბუქზე გამოწერის ფუნქცია გაუქმებული აქვს, სამაგიეროდ ინსტაგრამზე 66 ათასამდე აღწევს მათი რიცხვი.
მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი წლებია ტელეეკრანებზეა, ის საკმაოდ პოპულარული ქართველია და მას 63 ათასი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე.
მომღერალი ლელა წურწუმია ფეისბუქზე საკუთარი პროფილით დარეგისტრირებული არ გახლავთ, მაგრამ ისნტაგრამზე პოპ-დივას გამომწერების რიცხვი 59 700-ს აღწევს.
წარმატებული, საქმიანი, საინტერესო, ტრენდული ქართველი მოდელი თაკო ჩხეიძე იკავებს მე-20 ადგილს, ინსტაგრამის ქართველ 20 ვარსკვლავს შორის. მისი გამომწერების რაოდენობა 53 ათასია.
თემები: სტილი, მამაკაცები, ქალები, ფეისბუქი, ინსტაგრამი, ჰოლივუდი, ვარსკვლავები, გამომწერები