LIFE

ბედნიერების 2 რეცეპტი ალბერტ აინშტაინისგან

ბედნიერების 2 რეცეპტი ალბერტ აინშტაინისგან

ოქტომბრის ბოლოს აუქციონზე იერუსალიმში გაყიდულ იქნა ალბერტ აინშტაინის წერილი. მან წერილი მას შემდეგ დატოვა, რაც გაიგო, რომ გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. წერილს უკვე „ბედნიერების რეცეპტი“ უწოდეს. ჩვენ მოგიყვებით იმ წესის შესახებ, რომელიც, ცნობილი ფიზიკოსის აზრით, ნებისმიერ ადამიანს გახდის ბედნიერს.

აუქციონი

აუქციონის სახლმა Winner’s-მა 2017 წლის 24 ოქტომბერს საჯარო ვაჭრობა ჩაატარა. თავდაპირველად წერილი 2 000 დოლარად შეაფასეს. მაგრამ ვაჭრობის დროს მისი ღირებულება სწრაფად იზრდებოდა. შედეგად, 56 მლნ. დოლარად გაიყიდა. აინშტაინის მეორე წერილი, რომელიც მან პირველის შემდეგ მალევე დაწერა, 240 000 დოლარად გაიყიდა. მისი სასტარტო ღირებულება 1 000 დოლარს შეადგენდა.

ბედნიერების 2 რეცეპტი ალბერტ აინშტაინისგან

წერილების ისტორია

აინშტაინმა ორივე წერილი1922 წელს იაპონიაში სასტუმრო „იმპერიალში“ დაწერა. ფიზიკოსმა ისინი კურიერს მისცა, რომელმაც სასიხარულო ამბავი აუწყა: აინშტაინმა ფიზიკის დარგში 1921 წელს ნობელის პრემია მიიღო.

ბედნიერების 2 რეცეპტი ალბერტ აინშტაინისგან

პირველად ის პრემიაზე 1910 წელს იყო ნომინირებული, მაგრამ 12 წლის მანძილზე ნობელის კომიტეტი ფარდობითობის თეორიის ექსპერიმენტულ მტკიცებულებებს არასაკმარისად თვლიდა. და მხოლოდ 1922 წელს მიანიჭეს ფიზიკოსს პრემია ფოტოეფექტის თეორიისთვის, რომელიც ყველაზე უდავო და შემოწმებული გახლდათ მრავალი ექსპერიმენტის საშუალებით.

ბედნიერების რეცეპტი

ორივე წერილი დაწერილი იყო კურიერისთვის. როდესაც აინშტაინმა ეს წერილები გადასცა, სთხოვა მას შეენახა ეს ქაღალდები, რადგან მომავალში მათ უფრო დიდი ფასი ექნებოდა, ვიდრე ჩვეულებრივად, წვრილმანი გასამრჯელოს. და არც შეცდა!

პირველი წერილი, რომელშიც ასახული იყო ფიზიკოსის ბედნიერების მარტივი რეცეპტი, ეწერა: „მშვიდი და თავმდაბალი ცხოვრება ადამიანს უფრო აბედნიერებს, ვიდრე წარმატებისკენ სწრაფვა, რომელსაც მუდმივი ნერვიულობა ახლავს თან.“

მეორე წერილი ეხებოდა ნებისყოფის ძალის პრობლემას და ასახავდა აინშტაინის შეხედულებას ამ საკითხზე: “სადაც არის ნება, იქ არის შესაძლებლობაც.“



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>