ზოგჯერ ის, რაც ქალს საკუთარ ნაკლად მიაჩნია და რაც არ მოსწონს, შესაძლოა, სხვისთვის მიმზიდველი იყოს, სხვის თვალში მომხიბვლელობას ჰმატებდეს. ქალებს აქვთ ისეთი მახასიათებლები, რომლებიც თავად არ მოსწონთ, მაგრამ მამაკაცებებს სწორედ ამ მახასიათებლებით ხიბლავენ.
1. მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელიც გულიანად იცინის - ასეთ დროს ქალი შესაძლოა სულაც არ იყოს ლამაზი, მაგრამ რეალურად, კაცის თვალი და გონება ძალიან მომხიბვლელად აღიქვამს. ფსიქოლოგების დასკვნით, ქალისგან, რომელსაც ასე გულიან გაცინება შეუძლია, დიდი პოზიტივი მოდის და მხიარული განწყობა გადამდებია. ასეთი ქალები ცხოვრებას პოზიტიური ემოციებით და სიცილით ავსებენ.
2. მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც მხედველობის სათვალეს ატარებენ - მხოლოდ კომპიუტერთან და წიგნის კითხვის დროს ნუ გაიკეთებთ მას. კვლევის თანახმად, მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელიც მხედველობის სათვალეს ატარებს. ასეთ ქალებს ისინი სექსუალურებად მიიჩევენ.
3. კაცისთვის მომხიბვლელია ქალის სხეულზე თეთრი ხაზები, რომელიც ნამზეურის შემდეგ ჩნდება - ნამზეურის შემდეგ, შესაძლოა, სხეულზე დაგეტყოთ ბრას თოკების ხაზები. ქალები ამის დამალვას ცდილობენ და როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად. მამაკაცებისთვის ის ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელია.
4. მოუწესრიგებელი თმა, ბუნებრივი ვარცხნილობა - მამაკაცს მოსწონს, როცა თმა ქალს ბუნებრივად აქვს. ის არასოდეს ერიდება რომ დაგიშალოთ ვარცხნილობა, როცა გეხუტებათ. არ მოსწონს, როცა თმაზე ბევრი სპრეი, ან თმის ლაკი გაქვთ მიშხურებული.
5. კაცს მოსწონს უმაკიაჟო ქალი - კვლევის თანახმად, მამაკაცების უმეტესობას უმაკიაჟო ქალი მიაჩნია უფრო მომხიბვლელად.
6. მათ არ უყვართ ძალიან გამხდარი გოგონები, იხიბლებიან ქალებით, რომლებსაც ოდნავ გამოწეული მუცელი აქვთ - მართალია, ქალები ვცდილობთ, რომ გამოწეული მუცელი არ გვქონდეს და ამისთვის ბევრს ვვარჯიშობთ, მაგრამ ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი მუცელი მათ ძალიან სექსუალურად და მიმზიდველად მიაჩნიათ.
ბონუსი:
ქალი, რომელიც არ იკეთებს მაკიაჟს, აქვს თმა ბუნებრივად და მიირთმევს საჭმელს საყვარელი მამაკაცის თეფშიდან, ყველაზე მომხიბვლელია ამ მამაკაცის თვალში.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია