რას ფიქრობენ მამაკაცები სინამდვილეში სექსის შესახებ? - ფსიქოლოგების დასკვნა
- 27.11.2020
ყველა მამაკაცი განსხვავებულია და სხვადასხვა დამოკიდებულებას ავლენს სექსის მიმართ, მაგრამ არის ბევრი საერთოც.
რას ფიქრობენ ისინი სექსის შესახებ - ფსიქოლოგები თავიანთი დაკვირვების შედეგებს აქვეყნებენ.
1. სექსის სურვილი ჩნდება სხეულში - სექსის სურვილი ქალის შემთხვევაში მისი გონებიდან მოდის და ემოციებთან, გრძნობებთანაა დაკავშირებული. მამაკაცების სურვილი სექსისა კი, აფიზიკურია. მამაკაცის ორგანიზმში დიდი რაოდენობითაა ტესტოსტერონი, რომელზეც დამოკიდებულია სექსუალური სურვილები. ამიტომაც მამაკაცის სხეულს აუცილებლად აქვს რეაქცია და ლტოლვა სრულიად უცხო ქალებისადმი. მამაკაცს სექსი არა გონებით, არამედ სხეულით სურს.
2. მამაკაცისთვის სექსი არის შიმშილი - მამაკაცს სექსის მგზნებარე სურვილი აქვს. მისი ცხოვრება წარმოუდგენელია სექსის გარეშე. ისევე, როგორც შიმშილის გრძნობასთან არ შეგვიძლია გამკლავება, ასევე მამაკაცს უჭირს სექსის დაუოკებელ სურვილთან გამკლავება.
3. სექსი არის ენერგია - სექსი მისთვის ენერგიის მიმცემი წყაროა. მუშაობის და მიზნისკენ სწრაფვის მოტივატორი. როცა მამაკაცს მოწესრიგებული სექსუალური ცხოვრება აქვს მისი დღეები არ არსი მონოტონური, ის უფრო ენერგიული და პოზიტიურია.
4. სექსი ამაღელვებელია - მამაკაცები ფიქრობენ, რომ სექსი ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი თავგადასავალია. მამაკაცის სხეული სიამოვნების მიღებისთვის შექმნილი მანქანაა. სექსი მისთვის ყველაზე სასიამოვნო რამაა ცხოვრებაში.
5. სექსი მისთვის სიყვარულის გაცემის გზაა - მამაკაცი სიყვარულს ყველაზე მეტად სექსის დროს გასცემს და გამოხატავს. სექსის დროს ის გამოხატავს ემოციებს. ცდილობს თავადაც მიიღოს სიამოვნება და პარტნიორსაც ასიამოვნოს.
6. სექსი სიყვარულია - მიუხედავად იმისა რომ მამაკაცს სხეულით სურს სექსი, მას საუკეთესო სექსი აქვს პარტნიორთან, რომელიც უყვარს და მისთვის სექსი სიყვარული და სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობაა. შესაძლოა, ხშირად ამბობენ რომ კაცს მხოლოდ სექსი უნდა, მაგრამ სინამდვილეში კაცს სურს სექსი ქალთან, რომლის მიმართაც გრძნობები და ემოციური კავშირი აქვს.
თემები: სექსი, ორგაზმი, სექსი და ძილი, სექსუალური მიზიდულობა
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>