სტილი

Lalico Accessories - აბრეშუმის აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელმაც ემირატებში წარმატებას მიაღწია

Lalico Accessories - აბრეშუმის აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელმაც ემირატებში წარმატებას მიაღწია

Lalico Accessories - ეს არის აბრეშუმის მასალისგან დამზადებული საკმაულების ბრენდი, რომელიც ემირატებში მცხოვრებმა ქართველმა, პროფესიით ბიზნეს თარჯიმანმა, ლალი ცეცხლაძემ 2016 წელს დუბაიში შექმნა. ლალი წლებია ემირატებში ცხოვრობს და გადაწყვიტა თავის საქმის გარდა, ის საქმეც ეკეთებინა, რომელიც ბავშვობიდან უყვარს და კარგადაც გამოსდის. მისმა ბრენდა უკვე დაიმსახურა დიდი მოწონება და წარმატება საზღვარგარეთ. ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ონლაინ - Lalico Accessories ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდზე. 

Lalico Accessories - აბრეშუმის აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელმაც ემირატებში წარმატებას მიაღწია



”მსურს ქართველი მომხმარებელი ჩემს ხელნაკეთ აბრეშუმის სამყაროში ვამოგზაურო. დიდი ხანია ტექსტილზე ვმუშაობ, ბავშობიდან მიყვარს ექსპერიმენტების კეთება, სამოსიც და აქსესუარებიც ყოველთვის ჩემი და დედაჩემის გამოგონილ-შექმნილი მქონდა, არ ვარ ორიენტირებული ერთ კონკრეტულ სტილზე. პირველად ეს მასალა ჩემი მენტორების დახმარებით აღმოვაჩინე, ორი არაჩვეულებრივი არტისტის ქნ. ნინა ყიფშიძის და ქნ ნინო (ჩუკა) კუპრავას მეშვეობით, მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რადგან მომეცა საშუალება უამრავი რამ მესწავლა მათგან. ისინი დღემდე მიწევენ რეკომენდაციებს და ყოველთვის მხარს მიჭერენ. ვმუშაობ ნებისმიერ მასალაზე, რაც იძლევა საინტერესო შედეგს. თავიდან აბრეშუმის პარკისგან სამკაულის გაკეთებაც საკუთარი თავისთვის დავიწყე, რადგან ამ მასალის განსაკუთრებულობას ვგრძნობდი, საოცრად ვგავართ ერთმანეთს. აბრეშუმს უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. საოცარია თავად აბრეშუმის პარკის შექმნის პროცესი, როგორ გარდაიქმნება ლავრა აბრეშუმის ფუღუროდ, შემდეგ ულამაზეს პეპლად და სიკვდილის შემდეგ როგორ ტოვებს უძვირფასეს მასალას - აბრეშუმს.” 

Lalico Accessories - აბრეშუმის აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელმაც ემირატებში წარმატებას მიაღწია



”ბრენდის გაკეთების იდეა დამებადა ემირატებში ცხოვრების პერიოდში, თუმცა უკვე ნამუშევარი მქონდა აბრეშუმის ქაღალდზე. ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს აქსესუარებს იქაურ ხელოვნების და მოდის წარმომადგენლების მხრიდან, რომ რამდენიმეს დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტე ეს ნაბიჯი გადამედგა და საკუთარი ბრენდი შემექმნა. საქართველო, აბრეშუმის გზის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ინსპირაცია, შემექმნა რაღაც ახალი, მოდიოდა როგორც აზიური გარემოდან, ისე საქართველოში აბრეშუმის პარკის მდიდარი ტრადიციისგან. პრინციპულად ვირჩევ მხოლოდ ქართულ მასალას. მუდმივად ვეძებ ახალ ფერებს, ფორმებს და თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ვამუშავებ, ამიტომაც შედეგი იდება გვიან, მაგრამ ეფექტური. ყველა დეტალს ვამუშავებ ხელით, ზოგჯერ იუველირთან ერთდ. იქმნება მხოლოდ ერთი ეგზემპლარი. მასალა სამუშაოდ საკმაოდ რთულია, თუმცა ძალიან მრავალმხრივი და საინტერესო, რადგან უამრავი აბრეშუმის ძაფისგან შედგება და ხშირად დაუმორჩილებელია. ქსოვილი, მიუხედავად მოცულობითი სტილისა, საოცრად მსუბუქი და სასიამოვნოა, როცა სხეულს ეხება. უკვე დასრულებულ ნამუშევარზე, ნათლად ჩანს მთავრი ტრანსფორმატიული ბუნება აბრეშუმის პარკისა. ქალბატონი, რომელიც Lalico Accessories-ის ატარებს, არის რისკიანი, თამამი, უყვარს ყურადღება, არის სექსუალური და ეს ყველაფერი აბრეშუმის დამსახურებაა, რომელიც ელეგანტურობის და სისადავის შეგრძნებას ქმნის.”


Lalico Accessories - აბრეშუმის აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელმაც ემირატებში წარმატებას მიაღწია

.

Lalico Accessories - აბრეშუმის აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელმაც ემირატებში წარმატებას მიაღწია
Lalico Accessories - აბრეშუმის აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელმაც ემირატებში წარმატებას მიაღწია