კოკო შანელი არის ქალი, რომელმაც მოდის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და მისი შეხედულებები, იდეები დღემდე დიდ გავლენას ახდენს მოდის ინდუსტრიაზე და თანამედროვე დიზაინერების ინსპირაციის წყაროა.
კოკო შანელს სილამაზის შესახებ საკუთარი უნიკალური შეხედულებები ჰქონდა.
გთავაზობთ შანელის სილამაზის 5 წესს:
1. ტუჩსაცხის შესახებ: „თუ მოწყენილი ხარ, თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, წაისვი ტუჩსაცხი და შეტევაზე გადადი“, - ამბობდა კოკო შანელი. ის მიიჩნევდა, რომ როცა ქალი ლამაზად გამოიყურება, ის უფრო თავდაჯერებული, უფრო თამამია და ამვდროულად, არის კარგ განწყობაზე. ტუჩსაცხი კი, ქალს ეხმარება თავი იფრო მომხიბვლელად იგრძნოს.
2. სუნამოს შესახებ: „ქალი, რომელიც არ იყენებს სუნამოს, არ აქვს მომავალი“. - ამბობდა შანელი. მას სჯეროდა, რომ შთაბეჭდილების მოსახდენად სუნამო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სურნელს შეუძლია ადამიანზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოგახდენინოთ. შანელის რევოლუციური სუნამო Chanel No 5 1921 გამოვიდა და დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას, დღემდე ის ბევრი ქალის საყვარელი სუნამოა.
3. ინდივიდუალურობის შესახებ: „იმისთვის, რომ იყო შეუცვლელი, უნდა იყო განსხვავებული“, - ამბობდა კოკო შანელი.
4. ფერების სწორად შერჩევის შესახებ -1926 წელს შანელმა მოდის ინდუსტრიაში შავი ფერი შემოიტანა და ის ტრენდად აქცია. ის მიიჩნევდა, რომ შავი ქალს უფრო დახვეწილსა და ელეგანტურს ხდის. ამავდროულად, კოკო შანელი ამბობდა - „მსოფლიოში საუკეთესო ფერი არის ის, რომელიც შენ გიხდება“.
5. ლამაზად დაბერების შესახებ: „20 წლის ასაკში ქალს აქვს სახე, როგორიც ბუნებამ მისცა, 30 წლის ასაკში როგორიც თვითონ შექმნა, ხოლო 50 წლის ასაკში - როგორიც დაიმსახურა“, - ეს კოკო შანელის სიტყვებია.
თემები: ქალი, წარმატება, კოკო შანელი
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია