LIFE
როგორ ხსნიან მამაკაცები თავიანთ უცნაურ საქციელს - 35 გულწრფელი პასუხი
- 19.09.2020
ხშირად მამაკაცების ქცევა ქალებისთვის საკმაოდ გაუგებარია. ქალებს დეტალებზე ორიენტაცია და მოვლენის სიღრმისეულად გაანალიზება გვიყვარს, კაცები კი უმეტეს შემთხვევებში უფრო ზედაპირულები არიან. აი, როგორ ხსნიან ისინი თავიანთ „უცნაურ“ საქციელს:
1. ხანდახან უბრალოდ არ გვსურს ლაპარაკი. ამას პირადად ნუ მიიღებთ
2. დიახ, როდესაც ლამაზი ქალი ჩაგვივლის, მას ვამჩნევთ, იმიტომ რომ კაცები ვართ და ცოცხლები ვართ; ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის „შებმას“ და თქვენ მიტოვებას ვგეგმავთ!
3. უმწეო ქალი „საყვარელი“ სულაც არ არის
4. საქმეზე გადადით — მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი ჩვენთვის გაუგებარია. ასევე, თუ რამე გინდათ, პირდაპირ გვითხარით, მინიშნებებით ვერაფერს ვხვდებით
5. მამაკაცებს ერთდროულად ბევრ რამეზე ფიქრი და ბევრი საქმის კეთება არ შეგვიძლია. ნუ გველაპარაკებით, როდესაც ვმუშაობთ და ნუ გწყინთ, თუ ამ დროს თქვენ იგნორირებას ვცდილობთ. როდესაც საქმეზე ვართ კონცენტრირებულები, თქვენი ნამდვილად არ გვესმის. თუ გიპასუხეთ, ჩვენს საქმეს გავაფუჭებთ. შეგიძლიათ, მხოლოდ მაშინ შეგვაწუხოთ, როდესაც ხანძარია, ვინმეს სასწრაფო დახმარება სჭირდება ან კატასტროფა მოხდა და გმირი უნდა გამოჩნდეს.
6. ნუ წუწუნებთ, რომ თქვენ გარშემო კარგი ბიჭები არ არიან, თუ იცით, რომ თავისუფლები ვართ!
7. როდესაც რომელიმე ქალზე გვეკითხებით, „ფიქრობ, რომ ის ჩემზე ლამაზია?“ მზად ხართ, რომ შეიძლება დადებითი პასუხი მიიღოთ?
8. რაგინდ იდეალური ურთიერთობა გქონდეთ, იმის მოლოდინი ნუ გექნებათ, რომ თქვენი ყველა პრობლემა მოგვარდება
9. ლაპარაკისას ხანდახან ისუნთქეთ, რომ რამის თქმა ჩვენც მოვასწროთ
10. ჩვენთვის მანქანის მართვა მხოლოდ A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაადგილება არ არის, ეს ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფიაა
11. თუ გინდათ, რომ თქვენი ლამაზი ვარცხნილობა შევნიშნოთ, მაშინ გვითხარით, რომ სალონში იყავით
12. ჩვენ შოპინგზე არ დავდივართ — უბრალოდ ვყიდულობთ იმას, რაც გვჭირდება
13. არ გვჯერა, როდესაც ამბობთ, რომ ფული თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის
14. ნამდვილად გვსურს, გაგაბედნიეროთ, უბრალოდ ხანდახან არ ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ
15. რა პრობლემაა, თუკი უნიტაზს თავსახურს თქვენ დააფარებთ?
16. თუ ისეთ რამეს გვეკითხებით, რაზეც სიმართლის მოსმენა არ გსურთ, მაშინ მზად იყავით, რომ სწორედ სიმართლეს გაიგებთ
17. შეეგუეთ, რომ ხანდახან თქვენზე მართლაც არ ვფიქრობთ
18. თუ ოფროუდი ან სტრაიკ-ბოლი არ გაინტერესებთ, მაშინ ნუ გვეკითხებით, რაზე ვფიქრობთ
19. კვირა სპორტის დღეა
20. ლუდი ჩვენთვის დაახლოებით ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენთვის ჩანთები
21. როდესაც სადმე ერთად მივდივართ, ჩვენთვის მართლა სულ ერთია, რას ჩაიცვამთ
22. თქვენ საკმარისი ტანსაცმელი და ძალიან, ძალიან ბევრი ფეხსაცმელი გაქვთ!
23. ტირილი შანტაჟის ტოლფასია
24. თქვენი ყოფილი მეგობარი მამაკაცი ნამდვილი იდიოტია!
25. ვერასოდეს ვიმახსოვრებთ თარიღებს. ასე რომ, თუ გსურთ, ისინი არ დაგვავიწყდეს, კალენდარზე აღნიშნეთ
26. თითქმის ყველა კითხვაზე მისაღები პასუხებია „კი“ ან „არა“
27. პრობლემის შესახებ მხოლოდ მაშინ მოგვიყევით, როცა მისი გადაჭრა გსურთ, თანაგრძნობისთვის ხომ დაქალებიც გყავთ!
28. ორგაზმის იმიტაციაზე არც იფიქროთ! ტყუილი ყველაზე დამამცირებელია
29. თქვენი ფიქრების კითხვა არ შეგვიძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენზე არ ვზრუნავთ
30. კამათის დროს 6 თვის წინ ნათქვამ ფრაზებს ნუ გაგვახსენებთ — ყველაფერი, რაც ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ ვთქვით, ვადაგასულია
31. თუ ისე არ გაცვიათ, როგორც Victoria’s Secret-ის გოგონებს, მაშინ ჩვენგან სერიალების გმირის ქცევას რატომ მოელით?
32. თუ ჩვენ მიერ ნათქვამი რომელიმე ფრაზა ორაზროვანია და მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა გულს გტკენთ, იცოდეთ, რომ ეს არ გვიგულისხმია
33. ან გვითხარით, რა გავაკეთოთ, ან — როგორ გინდათ, რომ ეს გავაკეთოთ. მხოლოდ ორივეს ერთად ნუ გვთხოვთ!
34. ჩვენი ურთიერთობა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც პირველი 2 თვის განმავლობაში იყო
35. თუ გკითხეთ, „რა დაგემართა“ და თქვენი პასუხია „არაფერი“, მაშინ ისე მოვიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა
თემები: გულწრფელობა, გულწრფელი პასუხები, კაცები
წყარო: <a href="http://www.stumbleupon.com/su/2f3NHp/showcase.netins.net/web/tash/rules/rules.html?ref_src=fb">www.stumbleupon.com</a>