1. თქვენ ბრმად იღებთ სხვის სტილსა და გარდერობს
როდესაც მოდური ბლოგერებისა და ცნობილი პიროვნებების ფოტოებს ათვალიერებთ, ეცადეთ, სტილი ერი-ერთში არ გადმოიღოთ. მოძებნეთ თქვენი სტილი. გახსოვდეთ, რომ სტილში მთავარია - ინდივიდუალურობა.
2. ახალი ტანსაცმელის შეძენისას, განიხილავთ მას მხოლოდ ერთ სტილში
ან საერთოდ არ ფიქრობთ რასთან ატარებთ. სტილისტები გვირჩევენ: როცა რაიმეს ვყიდულობთ, შევადგინოთ მინიმუმ 3, ან უფრო უკეთესია 5 სტილი ამ ნივთის დახმარებით.
3. არსებობს ნივთების სია, რომელიც უნდა ჰქონდეს თითოეულ ქალს, მაგრამ თუ ასაკი ხელს არ გიწყობთ, მეტისმეტია ქურქი, ბრილიანტის ბეჭედი და მარგალიტის მძივი შეიძინოთ, რადგან ეს ნივთები არასოდეს შეგმატებთ თქვენ ინდივიდუალურობას. ამავე დროს, ახალგაზრდა ქალს განუსაზღვრელი ასაკის „დეიდად“ გადაგაქცევთ. თუ მაინც მოგწონთ ქურქი, მაშინ აუცილებლად ატარეთ თანამედროვე სტილისა და ფერის, ჯინსებთან, სვითშოტებთან ერთად.
4. თქვენ მუდმივად არ იცით რა ჩაიცვათ.
თქვენი კარადა სავსეა ტანსაცმელით, თქვენ კი მუდმივად წუწუნებთ, რომ ჩასაცმელი არაფერი არა გავთ. პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტილებაა - დაშალოთ კარადის შემადგენლობა და შექმნათ კაფსულური გარდერობი. კაფსულა - გარდერობის საგნების ნაკრებია, რომელთაგან ყველა ერთმანეთთან კარგად კომბინირდება როგორც ფერით, ასევე სტილით და სილუეტით.
5. პირველ რიგში ფიქრობთ ნივთის აქტუალურობაზე და მერე მის მორგებასა და კომფორტზე
თუ ვიწრო ჯინსებს ან ტყავის ლეგინსებს აირჩევთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხაზს უსვამენ თქვენი ფიგურის ნაკლოვანებებს, გახსოვდეთ - ეს არ არის სტილური და ეფექტური. ტანსაცმლის მიზანია - ხაზი გაუსვას ღირსებებს და დაფაროს ფიგურის ნაკლი.
6. თქვენ შეპყრობილი ხართ ბრენდებით
აღიარებული მოდის მიმდევარებიც კი არ ზღუდავენ საკუთარ თავს ისეთ ადგილებში სიარულისთვის, სადაც მარტივად უხამებენ ლუქს-ბრენდებს მას-მარკეტს. მას-მარკეტებში ძირითადად წარდგენილია იგივე ტრენდები, რაც ძვირფას მაღაზიებში, და იქაც შეიძლება შეხვდე სრულიად ხარისხიან და აქტუალურ ნივთს.
7. თქვენი გარდერობი შედგება სულ ტრენდული ნივთებისგან
თქვენი გარდერობი სავსეა ტრენდული ნივთებით, მაგრამ ამავე დროს ისინი არ უხდებიან ერთმანეთს. საუკეთესო გადაწყვეტილებაა - საბაზო ნივთების ყიდვა, რომლებიც „დაუმეგობრდებიან“ ნებისმიერ აქტუალურ ტრენდებს. რაც შეეხება ნივთების, სტილისტები გვირჩევენ, რომ სეზონზე ხუთი ნივთი საკმარისია, რათა შემდეგ სეზონზე ძველმოდურად არ გამოვიყურებოდეთ.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია