როგორ მოვაგვაროთ პრობლემები და დავიწყოთ ცხოვრება თავიდან - ეკჰარტ ტოლეს 5 რჩევა
- 04.01.2018
ეკჰარტ ტოლე ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელი ფილოსოფოსია. გთავაზობთ 5 სიბრძნეს, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
1. ფიქრით არ აგვარებ პრობლემებს, ფიქრით შენ ქმნი მათ. გადაწყვეტილება ყოველთვის მაშინ ჩნდება, როდესაც ფიქრის ზონიდან გამოდიხარ და შედიხარ აბსოლუტური სიმშვიდის მდგომარეობაში, თუნდაც წამიერად. მოგვიანებით, როდესაც მშვიდდები და აზრი გიბრუნდება, უცებ ხდება შემოქმედებითი გამონათება. დაანებე თავი ზედმეტ ფიქრს, და ნახავ, როგორ შეიცვლება ირგვლივ ყველაფერი.
2. ყველაფერი ის, რაც, შენი აზრით, სამყაროს არ უნდა რომ მოგცეს, თავადაც არ გინდა მისცე სამყაროს. სცადე რამდენიმე კვირის განმავლობაში მისცე სხვებს ის, რაც გგონია, რომ გაკლია. გაუზიარე ადამიანებს შთაბეჭდილებებები. შეაქე, აღიარე, იზრუნე მათზე და ნახავ, როგორ შეცვლის ეს შენს ცხოვრებას. რეალურად კი გაიგებ, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი უკვე გაქვს, სხვაგვარად როგორ გაუზიარებდი სხვებს?
3. სიუხვე მხოლოდ იმათთან მოდის, ვისაც უკვე აქვს, იმიტომ რომ ეს შინაგანი მდგომარეობაა. საკუთარ თავში სიუხვის წყაროს აღმოჩენაში დაგეხმარებათ მადლიერების პრაქტიკა.
4. თუ გინდა გაიგო, რა არის სინამდვილეში შენი - ყველაფერი გაუშვი, და შენი შენთან დარჩება. როდესაც უკუაგდებ მოლოდინს, რომ ადამიანი, სიტუაცია, ადგილი ან ნივთი კმაყოფილებას განიჭებს, მაშინ გაგიადვილდება ცხოვრება, იმიტომ რომ აღარ ხარ ლოდინის რეჟიმში.
5. ოდესმე გინახავთ მუხა სტრესს განიცდიდეს, ან დელფინი, რომელიც მოღუშულია, ბაყაყი, რომელიც განიცდის დაბალ თვითშეფასებას, კატა, რომელსაც არ შეუძლია მოდუნება? გადაიღე მათგან აწმყოსთან შეგუების უნარი.
თემები: ყურადღება, ურთიერთობა, დაბრკოლებები, ცხოვრება
<a href="https://econet.ru">https://econet.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია