1. როცა რამდენიმე ადამიანი იცინის, თითოეული უყურებს იმას, ვინც უფრო ესიმპატიურება.

2. თუ ნერვიულობთ - დაღეჭეთ. ღეჭვის დროს ჩვენი ტვინი ფიქრობს, რომ ხიფათი აღარ არსებობს და შეიძლება მოდუნება.

3. დაჟინებული მზერა დაგეხმარებათ გამოსტყუოთ ადამიანს ნებისმიერი ინფორმაცია. ამ სიტუაციაში მოსაუბრისთვის სიჩუმე ისეთი აუტანელი იქნება, რომ ის იძულებული გახდება მოგიყვეთ ყველაფერი.

4. წარმოიდგინეთ, რომ დამქირავებელი - თქვენი დიდი ხნის კარგი მეგობარია. ეს ხერხი გამოგადგებათ მნიშვნელოვანი გამოცდის ან გასაუბრების დროს. შედეგად მომენტალურად დამშვიდდებით და კითხვებზე პასუხის გაცემა გაგიადვილდებათ.

5. თუ ადამიანებთან ბევრი მუშაობა გიწევთ, ზურგს უკან დაიდგით სარკე. გაგიკვირდებათ, მაგრამ ბევრი კლიენტი უფრო თავაზიანად მოიქცევა და მიიღებს თქვენს წინადადებას.

6. თუ მოგეჩვენათ, რომ ვიღაც გიყურებთ, უბრალოდ დაამთქნარეთ. საკმარისია დაამთქნაროთ და მიმოიხედოთ, რათა გაიგოთ, ვინ გითვალთვალებდათ. ვინც გიყურებდათ, ის ადამიანიც დაამთქნარებს.

7. თუ გინდათ ჩხუბი შეაჩეროთ, უბრალოდ აიღეთ რაიმე საჭმელი და დადექით მოჩხუბარებს შორის. საქმე იმაშია, რომ საკვების მიღების მომენტი ჩვენში სიმშვიდესა და მოდუნებასთან ასოცირდება. ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადამიანმა გაიწიოს მასზეს, ვინც ჭამს, ამიტომ კონფლიქტი სწრაფად მოგვარდება.

8. თუ გინდათ გათავისუფლდეთ ნივთისგან, უბრალოდ გადაეცით ის ადამიანს საუბრის დროს. ასეთ სიტუაციაში ადამიანების უმეტესობა დაუფიქრებლად გამოგართმევთ ხელიდან ნებისმიერ რამეს.

9. თუ გინდათ ადვილად დაუმეგობრდეთ ადამიანს, უბრალოდ რაიმე სთხოვეთ მას. ეს უნდა იყოს რაიმე მაქსიმალურად მარტივი (გადააწოდოთ სოუსი, ხელსახოცი, ფურცელი ან კალამი). ადამიანი, რომელიც სამსახურს გიწევთ, ქვეცნობიერების დონეზე წყვეტს, რომ კარგი დამოკიდებულება აქვს თქვენთან.

10. მნიშვნელოვანი შეხვედრა ყველაზე უკეთესი იქნება დანიშნოთ დღის დასაწყისში ან დღის ბოლოს. ადამიანები ყველაზე კარგად იმახსოვრებენ იმას, რაც ხდება დღის დასაწყისში ან დღის ბოლოს, რაც შუალედშია - ბუნდოვნად ახსოვთ. ამიტომ გასაუბრებაზე ეცადეთ იყოთ ან პირველები, ან ყველაზე ბოლო.

11. საუბრის დროს მიაქციეთ ყურადღება ადამიანების ტერფების მიმართულებას. თუ უახლოვდებით ადამიანებს და ისინი მხოლოდ ტანით ბრუნდებიან, ფეხების მდგომარეობა კი უცვლელად რჩება, ესე იგი ისინი არ არიან კარგად განწყობილები თქვენს მიმართ.

12. სხვისი ჟესტების გამეორება დაგეხმარებათ ნდობის მოპოვებაში. თუნდაც ადამიანი ვერ ამჩნევდეს ამას, ნაცნობი ჟესტების გამო ის ქვეცნობიერად ხედავს თქვენში საკუთარ თავს. აქ მთავარია - არ გადააჭარბოთ.