1. გაცნობის საიტზე გაიცანით სიმპატიური ბიჭი და იმედი გაქვთ, რომ ის სერიული მკვლელი არ არის.

2. თქვენ შეხვდით შაბათს საღამოს, ჭიქა ყავაზე. არა, მან არ მოგკლა, რა თქმა უნდა, თუ ახლა მოჩვენება არ ხარ.

3. გვიან ღამით მეგობრებს შენი შთაბეჭდილებების შესახებ მიწერე. ის ისეთი საყვარელია, კარგად არის აღზრდილი, თანაც სიმპათიურია.

4. თქვენ მეორედაც შეხვდით ერთმანეთს. ხომ უნდა დარწმუნებულიყავი, რომ მანიაკი არ არის.

5. შენ მასთან სახლში იყავი, შეაფასე წიგნის თაროები და ოთახი. მას აშკარად უყვარს კომპიუტერული თამაშები! ან დიზაინერად მუშაობს, რადგან დიდი მონიტორი აქვს.

6. თქვენ შორის მოხდა „ეს“. ცუდი არ იყო, ის უწინდებურად კარგია.

7. თქვენ ისევ შეხვდით ერთმანეთს. შენ ჩაიცვი ლამაზი კაბა, მას ძალიან მოეწონა. უკვე ძვირადღირებულ რესტორანში შეხვდით, ორივე შესანიშნავად გრძნობდით თავს.

8. გააცანი შენი მეგობრები. თითქმის ყველა ერთად, ასე რომ მას ცოტა თავბრუც კი დაეხვა, როცა ცდილობდა ყველა თავისი ბიოგრაფიით დაემახსოვრებინა.

9. გააცანი მას შენი კატა და ძაღლი. კატამ მაშინვე იგნორირება დაუწყო, ძაღლი მუხლებზე შეახტა.

10. შენ გაიცანი მისი მეგობრები. იცინოდი მათ უცნაურ ხუმრობებზე და წარმოიდგენდი, მათგან რომელი მოეწონება შენს მარტოხელა მეგობარს.

11. იმოგზაურეთ მთაში, ეს ტესტია ნებისმიერი ურთიერთობისთვის. თუ სიცილს იწყებს, რომ შენ გაოფლიანდი, მაშინ ის არც ისეთი კარგია.

12. უქმეებზე ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. არ არის აუცილებელი ტყეში კარავით სიარული - საკმარისია ერთი-ორი საათი მანქანით გასეირნება.

13. შენ გაიცანი მისი მშობლები, ორივეს მოეწონე. მიართვი საჩუქარი დედას და შეაქე მისი ჩაცმულობა.

14. მან გაიცნო შენი მშობლები, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

15. მან გიყიდა კბილის ჯაგრისი. შენ კი - საპარსი. მოკლედ, მოილაპარაკეთ.

16. თქვენ პირველად იჩხუბეთ. რაღაც სისულელის გამო. მაგრამ მაშინვე შერიგდით.

17. მან მოგიყვათ საკუთარი ფანტაზიების შესახებ, ეს საკმაოდ ხალისიანი იყო, ზოგიერთი რამ გადაწყვიტეთ ცხოვრებაში გაგეხორციელებინათ.

18. თქვენ ერთად წახვედით ქორწილში. თუ გადაიტანეთ ეს - ყველაფერს გადაიტანთ!

19. შემოგთავაზა გადახვიდე მასთან საცხოვრებლად. შესაძლებელია, ძალიან დიდი ხნით.