სილამაზე

სილამაზის ტენდენციები - როგორი ვიზუალია ტრენდული სხვადასხვა ქვეყნებში

სილამაზის ტენდენციები - როგორი ვიზუალია ტრენდული სხვადასხვა ქვეყნებში

რუსეთი

სილამაზის ტენდენციები - როგორი ვიზუალია ტრენდული სხვადასხვა ქვეყნებში

რუსეთში ძალიან უყვართ მაკიაჟი, მაგრამ რუს გოგონებს არ გააჩნიათ ბალანსი: ისინი ან ყველაფერს ისვამენ სახეზე, ან არაფერს. და კიდევ, რუს ქალებს უყვართ მკვეთრი ტუჩები. წითელი პომადა - უკვე არაერთი წელია ნამდვილი ჰიტია.

საფრანგეთი

სილამაზის ტენდენციები - როგორი ვიზუალია ტრენდული სხვადასხვა ქვეყნებში

ფრანგ ქალებს უყვართ ბუნებრივი მაკიაჟი. იმისათვის რომ ფრანგი ქალივით გამოიყურებოდე, საკმარისია დაიბანო სახე, წაისვა დამატენიანებელი და ოდნავ შეიღებო წამწამები. საღამოს მაკიაჟი კი უფრო მკვეთრია: უფრო მეტი ტუში წამწამებზე, შავი ფანქარი ისრებისთვის და პომადა.

ჩინეთი

სილამაზის ტენდენციები - როგორი ვიზუალია ტრენდული სხვადასხვა ქვეყნებში

ახალგაზრდები უფრო მშვიდები არიან ამ საკითხში. ჩინელებისთვის მთავარია - არ გაირუჯონ, რათა კანი მაქსიმალურად ღია ფერის გამოჩნდეს. უფროსი ასაკის ქალებზე უფრო ხშირია წითელი პომადა, მუქი ფერის ჩრდილები, ღია ფერის ტონი და ფერუმარილი.

ესპანეთი

სილამაზის ტენდენციები - როგორი ვიზუალია ტრენდული სხვადასხვა ქვეყნებში

ბარსელონასა და მარბელიეში ყოველთვის მუქ ფერებში იღებავენ ტუჩებს. უყვართ მუქი კონტური და ღია ფერის თხევადი ტუჩსაცხი ან პომადა. თვალებზე იყენებენ შავ ფანქარს, მუქი ფერის ჩრდილებსა და აუცილებლად იღებავენ წამწამებს ტუშით.

იტალია

სილამაზის ტენდენციები - როგორი ვიზუალია ტრენდული სხვადასხვა ქვეყნებში

დღისით იტალიელი გოგონების მაკიაჟი მხოლოდ ტონალურისა და ტუშისგან შედგება. საღამოს კი უპირატესობას ანიჭებენ ისრებს და მკვეთრი ფერის ტუჩებს (გაიხსენეთ მონიკა ბელუჩი).

არაბთა გაერთიანებული საამიროები

სილამაზის ტენდენციები - როგორი ვიზუალია ტრენდული სხვადასხვა ქვეყნებში

ვინაიდან ტრადიციული სამოსი პრაქტიკულად ყველაფერს ფარავს, გოგონები აქცენტს მხოლოდ თვალებზე აკეთებენ. ამისათვის კი იყენებენ შავ ლაინერს, ტუშს და მკაფიოდ იხატავენ წარბებს.

შვედეთი

სილამაზის ტენდენციები - როგორი ვიზუალია ტრენდული სხვადასხვა ქვეყნებში

შვედ გოგონებს არ უყვართ მკვეთრი ფერები და, როგორც ტანსაცმელში, ასევე მაკიაჟში უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივ ფერებს. მათ ყველაფერში ახასიათებთ ზომიერების გრძნობა, ამიტომაც მათი მაკიაჟი ბუნებრივი და ლაკონურია.



<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>