LIFE

10 შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

10 შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

ქალებს ყველანაირი, ყველა ჟანრის წიგნები გვიყვარს. მათ შორის, რომანტიკული, ფსიქოლოგიური, რეალისტური, მისტიკა, სამეცნიერო. შეიძლება ვამბობთ, რომ არ არის აუცილებელი ყველა ნაწარმოებში სიყვარული იყოს მთავარი თემა, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულწრფელები, განსაკუთრებით სწორედ ის წიგნი გვხიბლავს (უმეტესობას მაინც), რომელიც ამაღელვებელ სიყვარულზეა დაწერილი.

„ტრენდის“ გუნდს სჯერა, რომ ზოგჯერ სწორად შერჩეული წიგნის წაკითხვას შეუძლია, მთლიანდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ:

1. „ზეცას არ ჰყავს ფავორიტები“ - ერიხ მარია რემარკი. წიგნში მოთხრობილია ქალის ამბავი, რომელსაც არაფერი დარჩა დასაკარგი. მასში წაიკითხავთ მარტოობაზე, დიდ სიყვარულზე, სიკვდილსა და სიცოცხლეზე. მისი წაკითხვის შემდეგ სიცოცხლეს კიდევ უფრო დააფასებთ და სიკვდილის შიში გაგიქრებათ.

10 შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

2. „შოკოლადი“ - ჯოან ჰარისი. წიგნი მოგვითხრობს დედა-შვილზე, რომელიც საკონდიტროს ხსნის. ამ დღიდან კი ყველას ცხოვრება იცვლება. წიგნი გვიჩვენებს, რომ ყველა ქალშია ცოტა მაგია, მთავარია, იცოდეს, როგორ გამოიყენებს მას.

10 შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

3. „მხევლის წიგნი“ - მარგარეტ ეტვუდი. წიგნში აღწერილია სამყარო, რომელიც ქალისთვის ყოველმხრივ შეზღუდვებს აწესებს. ქალებს ეკრალებათ სიყვარული, საუბარი ისე, როგორც თავად სურთ, ეკრძალებათ იყონ ისეთები, როგორც თავად უნდათ. ქალებისთვის სამყარო შემზარავია. წიგნი კიდევ ერთხელ დაგანახეთ თავისუფლების შეუფასებელ ღირებულებას.

10 შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

4. „საუკეთესო ჩემში“ - ნიკოლას სპარკსი. ეს რომანი იმდენად რეალისტურია, რომ მკითხველს სურვილი უჩნდება ყველა ამოკითხული სიტყვისა და ფრაზის სჯეროდეს. რომანში ბევრი ნიუანსია ისეთი, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ. ის მოგვითხრობს ყოფილ შეყვარებულებზე, რომლებიც 20 წლის შემდეგ შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს. წიგნი სიყვარულის უკვდავებაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.

10 შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

5. „ანა ფრანკის დღიური“ - ანა ფრანკი 1929 წელს დაიბადა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში, 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანა წერდა დღიურს, რომელსაც ორი წლის განმავლობაში მალავდა ოჯახის წევრებისგან. გოგონას დღიურმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მასში რეალისტურად და ამავდროულად, პატარა გოგონას თვალითაა აღწერილი მეორე მსოფლიო ომის მთელი შემზარავის სისასტიკე. 

10 შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

6. „მე შენამდე“ - ჯოჯო მოიესი. წიგნში აღწერილია გოგონას, ლუისას ამბავი, რომლის ცხოვრებაც არაფრით გამოირჩევა. მისი ყოველდღიურობა რუტინული და მოსაწყენია. უილი კი, წარმატებული ბიზნესმენია. ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება. ის ავარიაში მოყვება და მედდა სჭირდება და სწორედ ამ ფუნქციით დაიქირავებს ლუს.

10 შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

7. „ლოლიტა“ - ვლადიმერ ნაბაკოვი. ეს წიგნი ნამდვილ სკანდალად იქცა და არც არის გასაკვირი, ვინაიდან მასში აღწერილია ზრდასრული მამაკაცის გატაცება 12 წლის გოგონათი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ წიგნში შოკისმომგვრელი ამბავია გადმოცემული, ზოგსაც პირველივე ფურცლიდან უყვარდება ის.

10 შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

8. „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ - ჯონ ფოულზი. ახალგაზრდა ქალი ყოველ დღე მიდის ზღვის ნაპირზე. ერთ დღესაც მას ახალგაზრდა მამაკაცი შეამჩნევს. ის დაქორწინებას აპირებს მდიდარ გოგონაზე, თუმცა ყველაფერი იცვლება ამ საბედისწერო შეხვედრის შემდეგ. მამაკაცი არჩევანის წინაშე დგება - მიენდოს ვნებებს, თუ დაქორწინდეს, მდიდარ ქალზე. 

10 შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

9. „ძვირფასო ცხოვრებავ“ - ელის მუნრო. ელის მუნრო ნობელის პერმიის ლაურეატია. წიგნში მოთხრობილია ამბავი, რომლის მსგავსიც შესაძლოა ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში მომხდარა.

10 შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

10. „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ - ელიზაბეტ გილბერტი. ეს არის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც თანამედროვე, წარმატებული ქალის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. წიგნი ქალებს კიდევ ერთხელ შეახსენებს იმას, თუ რა სურთ მათ სინამდვილეში. ეს არის თავისუფლება, ბედნიერება, პირველ რიგში საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა.

10 შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>