სილამაზე

ტუჩსაცხის რომელი ფერი ხდის ქალს უფრო თავდაჯერებულს? - ახალი კვლევის შედეგი

ტუჩსაცხის რომელი ფერი ხდის ქალს უფრო თავდაჯერებულს? - ახალი კვლევის შედეგი

სხვადასხვა კვლევების შედეგად დამტკიცებულია, რომ ფერებს ადამიანის განწყობის შეცვლა შეუძლიათ. მაგ: დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ფერი სამოსს ვატარებთ . როგორც ერთ-ერთი ახალი კვლევა აჩვენებს, ჩვენს განწყობაზე ტუჩსაცხის ფერიც კი დიდ გავლენას ახდენს.

როგორ ფიქრობთ, რომელია ტუჩსაცხის ფერი, რომელიც ქალს თავდაჯერებულობას შემატებს და თავს უფრო მომხიბვლელად აგრძნობინებს? - თუ წითელი გაიფიქრეთ, ცდებით.

ტუჩსაცხის რომელი ფერი ხდის ქალს უფრო თავდაჯერებულს? - ახალი კვლევის შედეგი

კვლევის თანახმად, ტუჩსაცხის ფერი, რომელიც თავს სამყაროს ცენტრად გვაგრძნობინებს და საკუთარ ძალაში, საკუთარ თავში უფრო დაგვარწმუნებს, კანისფერია.

ტუჩსაცხის რომელი ფერი ხდის ქალს უფრო თავდაჯერებულს? - ახალი კვლევის შედეგი

შესაძლოა, ფერების გავლენას განწყობაზე სკეპტიკურად უყურებთ, მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეჭვი სულ ტყუილად გეპარებათ. ფსიქოლოგების მოსაზრებას კი, ზემოთ აღნიშნული კვლევის შედეგიც ამყარებს.

ტუჩსაცხის რომელი ფერი ხდის ქალს უფრო თავდაჯერებულს? - ახალი კვლევის შედეგი

მასში 2 000 ქალი მონაწილეობდა. ამ ქალების უმეტესობა ამბობს, რომ კანისფერი ტუჩსაცხი თავს უფრო მომხიბვლელად და მიმზიდველად აგრძნობინებს.

კანისფერთან ერთად კვლევამ ტუჩსაცხის 5 მთავარი ფერი გამოავლინა, რომლებიც ქალებს უფრო მეტ თავდაჯერებულობას ჰმატებენ. ეს ფერებია: კანისფერი, ღია ვარდისფერი, ღია წითელი, მუქი ვარდისფერი და ჟოლოსფერი. ხუთეულში წითელის ვარიაცია მაინც მოხვდა, თუმცა ეს არ არის გამომწვევი წითელი.

რატომ ანიჭებენ კანისფერს ქალები უპირატესობას?

მაკიაჟის მოდა, ისევე, როგორც სამოსის, დროთა განმავლობაში იცვლება. თუ აქამდე ძლიერ ქალთან წითელი ფერი იყო ასოცირებული, ახლა დამოკიდებულება შეიცვალა.

ტუჩსაცხის რომელი ფერი ხდის ქალს უფრო თავდაჯერებულს? - ახალი კვლევის შედეგი

ჩვენს დროში სულ უფრო ტრენდული ხდება უმაკიაჟო ქალი, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ველევით მას, ამიტომაც არჩევანს ნაკლებად შესამჩნევ მაკიაჟზე ვაჩერებთ. როცა კანისფერ ტუჩსაცხს ვიყენებთ, თავს უფრო ბუნებრივად ვთვლით და საკუთარი ბუნებრივი სილამაზის ძალას ვიჯერებთ. სწორედ ამიტომ, ასეთი ფერის ტუჩსაცხი უფრო მეტ თავდაჯერებულობას გვძენს.



<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>