სილამაზე

„ოპალის თმა“ – 2018 წლის მთავარი ტენდენცია ტრენდული ქალებისთვის

„ოპალის თმა“ – 2018 წლის მთავარი ტენდენცია ტრენდული ქალებისთვის

2018 წლის დადგომისთანავე არაერთი ცვლილება შეეხო სამოსის, აქსესუარების, მაკიაჟის და ასევე ვარცხნილობის მოდას.

ამჯერად გავიგოთ, თმის რომელ ფერს უწინასწარმეტყველებენ წლის მთავარ ტენდენციად ქცევას.

„ინსტაგრამზე“ პოპულარობით სარგებლობს თმის ფერი ოპალის ქვის ეფექტით.

BO-1 Instagram Post

მოდური ბლოგერები თანხმდებიან, რომ ეს მართლაც ულამაზესი ფერია.

ასეთი ფერი სხვადასხვა საღებავის კომბინაციის შედეგად მიიღება და ამ საღებავით შეღებილი თმა კანფეტს მოგაგონებთ.

BO-2 Instagram Post

სტილისტი მაიკ ლოუნსტეინი მიიჩნევს, რომ თმის ეს ფერი „ინსტაგრამზე“ პოპულარობას გასცდება და ზოგადად, 2018 წლის მთავარი ტენდენცია გახდება.

თმის ასეთ ფერზე პირველად შეღებვა სწორედ ლოუნსტეინს უკავშირდება. მან თავდაპირველად მეუღლის თმაზე სცადა ახალი ფერი. ჯერ თმის გამაღიაველებლი გამოიყენა, ხოლო შემდეგ თმა იისფერის,ვარდისფერისა და თეთრი საღებავების კომბინაციით შეღება.

BO-3 Instagram Post

თმა გარდა ოპალის ქვისა, ფუმფულა ბამბასაც მოგაგონებთ და ის მართლაც ულამაზესია.



<a href="http://www.marieclaire.com/">http://www.marieclaire.com/</a>