LIFE

ნიშნობის 4 ბეჭედი, რომლებიც 2018 წელს განსაკუთრებით ტრენდულია

ნიშნობის 4 ბეჭედი, რომლებიც 2018 წელს განსაკუთრებით ტრენდულია

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2018 წელი საუკეთესოა ქორწინებისთვის. ისინი გირჩევენ, რომ აღარ იყოყმანოთ და ეს გადაწყვეტილება სწორედ წელს, ძაღლის წელში მიიღოთ, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ქორწინება წარმატებული და მყარი იქნება.

Trend.ge კი ნიშნობის მეჭდის შერჩევაში დაგეხმარებათ. ვნახოთ, როგორი ბეჭდებია წელს ტრენდული, როგორია დიზაინის მთავარი ტენდენციები.

შესაძლოა, სამეფო სტილის ბეჭედს ეძებთ, პრინცესის შესაბამისს, ან რაიმე უჩვეულო და ორიგინალური გსურთ. ვნახოთ, რას გვთავაზობენ იუველირები.

1. ბეჭედი სამი თვლით - ეს და მსგავსი სამეფო სტილის ნიშნობის ბეჭდები 2018 წლის მთავარი ტენდენციაა და ვინაიდან მთელი მსოფლიო პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილს ელოდება, ეს ტენდენცია გასაკვირი არაა. სამთვლიანი ბეჭედი კლასიკური სტილია, თუმცა მისი პოპულარობა ისეთი დიდი არასოდეს ყოფილა, როგორც ახლაა. 

ნიშნობის 4 ბეჭედი, რომლებიც 2018 წელს განსაკუთრებით ტრენდულია

იუველირები ამბობენ, რომ სამთვლიანი ბეჭდის ყიდვა კარგი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან შესაძლებელია უამრავი სხვადსახვა დიზაინიდან სასურველის არჩევა. ასეთი ბეჭედი სხვადასხვა სტილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. 

ნიშნობის 4 ბეჭედი, რომლებიც 2018 წელს განსაკუთრებით ტრენდულია

2. ბეჭედი ყვითელი ბრილიანტის თვლით - ყვითელი ბრილიანტის გამოყენება ნიშნობის ბეჭედის გასაფორმებლად შედარებით ახალი ტენდენციაა. უფრო ხშირად ასეთ დროს თეთრ ბრილიანტს იყენებენ ხოლმე. თუმცა წელს სწორედ ყვითელი ბრილიანტის ბეჭდებია აქტუალური.

ნიშნობის 4 ბეჭედი, რომლებიც 2018 წელს განსაკუთრებით ტრენდულია

3. ნიშნობის ბეჭედი ოვალური ფორმით - მსგავსი ფორმის ბეჭდები აქვთ ბლეიკ ლაივლის, სერენა უილიამსს და კირსტენ დანსტს და ბეჭდის პოპულარობა კიდევ უფრო დიდი იქნება 2018 წელს.

BO-4 Multipic:

4. ვარდისფერი ოქროს ბეჭედი - როგორც წესი, ნიშნობის ბეჭედი დამზადებულია ან ყვითელი, ან თეთრი იქროთი, თუმცა 2018 წელს ასეთი ბეჭდები აღარ იქნება აქტუალური და მათ ვარდისფერი ოქროს ბეჭედი ჩაანაცვლებს და ტრენდული გახდება.

ნიშნობის 4 ბეჭედი, რომლებიც 2018 წელს განსაკუთრებით ტრენდულია

უკვე არაერთი პოპულარული ადამიანი გამოჩნდა ასეთი ოქროს ბეჭდით, მათ შორის, ელისონ ბრი და ლეიტონ მისტერი. ასეთი ბეჭედი არა მხოლოდ უნიკალური და ორიგინალურია, არამედ ძალიან ლამაზიც გახლავთ.



<a href="http://www.elleuk.com">http://www.elleuk.com</a>