პროფესიები, რომლებიც განქორწინებას განაპირობებენ - სიყვარულთან შეუთავსებელი 7 სამსახური
- 07.02.2018
სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემები ბევრი მიზეზით შეიძლება გაჩნდეს. ყოველივეს ხშირად ღალატი, ნაკლები კომუნიკაცია, გულგრილობა იწვევს. ურთიერთობაში პრობლემების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა,სამსახური, კარიერული არჩევანი იყოს.
სტატისტიკოსი ნათან უაუ კვლევაზე დაყრდნობით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც აღმოჩნდა, არსებობს ისეთი სამსახურები, რომლებიც წყვილს შორის ურთიერთობის დაძაბვას იწვევს და განშორების შანსს ზრდის.
ვნახოთ, რომელია ის 7 სამსახური, რომელიც სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წყვილებს შორის კონფლიქტს წარმოშობს და განშორებას იწვევს (შენიშვნა: მონაცემები ეყრდნობა აშშ-ში ჩატარებულ კვლევას).
1. სათამაშო დაწესებულებების, კაზინოების მენეჯერები - სიაში პირველ ადგილს სწორედ ეს სამსახური იკავებს და განქორწინებების მაჩვენებელი შესაბამისად ყველაზე მაღალია. კაზინოების მენეჯერთა. 52,9% განქორწინებულია. მკვლევარები განმარტავენ, რომ ამას თავისი მიზეზი აქვს. „ეს ადამიანები მუშაობენ ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ალკოჰოლი და სადღესასწაულო გარემოა და ეს შეიძლება ვიღაცისთვის თავ-გზის აბნევის მიზეზი გახდეს“, - ამბობს მკვლევარი პატრიცია ბარბარიტო.
2. მეორე ადგილს ბარმენები იკავებენ - შესაძლოა ეს არც იყოს საკვირველი. კვლევის თანახმად, ბარმენების 52,7% განქორწინებულია. ისინიც დაახლოებით ისეთ გარემოში მუშაობენ, როგორშიც სათამაშო დაწესებულებების მენეჯერები. მათი სამსახური შუაღამემდე, ზოგჯერ დილამდეც გრძელდება.
ურთიერთობა უამრავ სხვადასხვა ადამიანთან. ბარმენების ვალდებულებაა, რომ მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეთ მომხმარებლებთან, რაც ხშირად მათ პირად ცხოვრებაში პრობლემებს წარმოშობს. ამავდროულად, მათი სამუშაო გრაფიკი ცუდ გავლენას ახდენს ურთიერთობაზე. ხშირად ისინი ვალდებულები არიან სამსახურში იყონ მანამდე, სანამ ბარსბოლო მომხმარებელი არ დატოვებს.
3. კაზინოს თამაშრომელი, მომსახურების ოფიცერი - მსგავსად კაზინოების მენეჯერებისა, მათ შორისაც დიდია განქორწინებების მაჩვენებელი. სტატისტიკის მიხედვით, კაზინოს თანამშრომელთა 50,7% განქორწინებულია. მოუწესრიგებელი სამუშაო გრაფიკი, ასევე მომხმარებლებთან ახლო ურთიერთობა ამ ადამიანებს პირად ურთიერთობებში პრობლემებს უქმნის.
4. ბორტგამცილებელი - კიდევ ერთი სამსახური, რომელთან ერთადაც, როგორც კვლევა აჩვენებს, ოჯახური ცხოვრება რთულია. ბორტგამცილებელთა 50,5% განქორწინებულია.
5. მეხუთე ადგილს იკავებენ მექანიკოსები - ამ ადამიანების 50,1 % განქორწინებულია. მკვლევარები განქორწინების მაღალ მაჩვენებელს ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანების მოუწესრიგებელ გრაფიკს მიაწერენ და ამბობენ, რომ მათი სამსახური და სასიყვარულო ურთიერთობა არათავსებადია.
6. „ქოლ ცენტრის“ ოპერატორი - ეს რუტინული სამსახურია, რომელიც დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. ოპერატორებს უამრავ ადამიანთან უწევთ დღის განმავლობაში კომუნიკაცია. როგორც კვლევა აჩვენებს, მათი 49,7 % განქორწინებულია, თუმცა მკვლევარები ერთმნიშვნელოვნად ვერ ხსნიან თუ რა განაპირობებს განქორწინების მაღალ მაჩვენებელს.
7. ტელემარკეტერი - ტელემარკეტერების 49,7% განქორწინებულია. მკვლევარები განქორწინების მაღალ მაჩვენებს სტრესულ გარემოში მუშაობას უკავშირებენ. მათ უბრალოდ აღარ აქვთ განწყობა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.
თემები: ქალი, განქორწინება, მამაკაცები, ურთიერთობა, რჩევები
<a href="https://www.womenshealthmag.com">https://www.womenshealthmag.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია