1. თაგუნია
ხანდახან ქალები თავის თავზე გამანადგურებული ტონით საუბრობენ, საყვედურობენ საკუთარ თავს წვრილმანი შეცდომებისთვის. ასე არ უნდ ამოიქცეთ. რა საჭიროა ყურადღების გამახვილება ნაკლოვანებებზე, რომლებიც, შესაძლოა, თქვენივე მოგონილია? ხომ შეიძლება მამაკაცმა დაიჯეროს, რომ თქვენ არასაკმარისად კარგი ხართ.
2. დედა
„აუცილებლად უნდა ისადილო“, „თბილად ჩაიცვი“- ეს და მსგავსი ფრაზები იმაზე მეტყველებენ, რომ ქალი ზედმეტად ზრუნავს მამაკაცზე და დედას ემსგავსება. ეს ფსიქოლოგიურად მომწიფებულ პარტნიორში გაღიზიანებას იწვევს და მეორეც, ბოლომდე კლავს ვნებას ურთიერთობებში.
3. პატარა გოგონა
ქალი ძალიან დიდი შეცდომას უშვებს თუ მამაკაცს ბავშვური ხმით ესაუბრება და ისე იქცევა თითქოს პატარა იყოს. მამაკაცი ადრე თუ გვიან გაღიზიანდება ინფანტილური ქცევის გამო და ურთიერთობები ვნებას დაკარგავს.
4. გადამრჩენი
უპერსპექტივოდ დახარჯო საკუთარი ცხოვრების ძვირფასი დრო იმაზე, რომ გადაარჩინო უიღბლო მამაკაცი გატეხილი გულის, ალკოჰოლის ან წარუმატებელი სამსახურისგან - სრული სიგიჟეა. ეს სიყვარული არ არის, ეს უმოკლესი გზაა თანადამოკიდებულებისკენ. როდესაც, მამაკაცი დამოკიდებულია ალკოჰოლზე, თქვენ კი ემოციურად ხართ დამოკიდებული მასზე.
5. მსხვერპლი
თუ თმობთ საკუთარ ინტერესებსა და გატაცებებს მამაკაცის გამო, უარს ამბობთ ურთიერთობებზე ახლობლებთან და მეგობრებთან, იმიტომ რომ ისინი არ მოსწონს პარტნიორს, მაშინ ურთიერთობებში მსხვერპლის როლს თამაშობთ. შედეგად დაქვეითდება პიროვნული განვითარება და იცხოვრებთ მხოლოდ საერთო ცხოვრებით.
6. ტილო, რომელზეც შეიძლება ფეხები გაიწმინდო
ამ დროს ქალები ნებას აძლევენ მამაკაცს დაამცირონ, უხეშად მოექცნენ და ხელიც კი აწიონ მათზე. მამაკაცის ასეთი ქცევა შეიძლება მოწმობდეს, რომ ის არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში და ცდილობს საკუთარი თვითშეფასება თქვენს ხარჯზე აიმაღლოს. და, თქვენთვის არასრულყოფილების შეგრძნებით, მიგაჯაჭვოს თავისზე.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ბედნიერი წყვილი, ქალები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია