7 რჩევა სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომლებსაც არ უნდა დაუჯეროთ
- 08.02.2018
ცხოვრებაში ადამიანებისგან უამრავ რჩევას ვიღებთ, მიუხედავად იმისა, გვინდა ეს თუ - არა. ხშირად ვიღებთ ისეთ რჩევებსაც, რომელთა გათვალისწინებას მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე.
გთავაზობთ ცუდ რჩევებს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომლებსაც ფსიქოლოგთა რეკომენდაციით, არ უნდა დაუჯეროთ:
1. „შეგიძლია უკეთესიც იპოვნო, ადამიანი, რომელიც უკეთეს ცხოვრებას და სიმდიდრეს შემოგთავაზებს“ - თუ ადამიანთან ურთიერთობას გამდიდრების მიზნით იწყებთ, ან იმიტომ ასრულებთ, რომ ვინმე უფრო მდიდარი იპოვნოთ, ფსიქოლოგების მტკიცებით, მცდარ გზას ადგახართ და თქვენი ურთიერთობები წარმატებული ვერასოდეს იქნება, რადგანაც ურთიერთობა მხოლოდ ფული არ არის და მიუხედავად სიმდიდრისა, შეიძლება დაუძლეველმა პრობლემებმა იჩინონ თავი.
2. „უჩვენე მას, ვინ არის უფროსი“ - პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ პარტნიორებს განსხვავებული პასუხისმგებლობები აქვთ და დრო და დრო ერთ-ერთი მათგანი ურთიერთობაში ლიდერია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტნიორთაგან რომელიმე უფროსია. მხოლოდ ურთიერთგაგება და პატივისცემა განაპირობებს მყარ ურთიერთობასა და მყარ ქორწინებას.
3. „აუცილებელია, რომ პარტნიორი იყოს რომანტიკოსი“ - ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ყველა ურთიერთობაში რაღაც ეტაპზე არის გარკვეული დოზით რომანტიკა, თუმცა დროთა განმავლობაში რომანტიკა ქრება. ადამიანების მთელი ცხოვრება რომანტიკული კომედია ვერ იქნება და ერთმანეთის დანახვისას ყოველ ჯერზე სიხარულით ვერ გაგიჟდებიან, როგორც ეს ურთიერთობის დასაწყისში იყო.
4. „წყნარად იყავი და არაფერი თქვა“- შეუძლებელია, ურთიერთობაში კონფლიქტს თავი აარიდო. თუმცა უმჯობესია, თუ პრობლემას გადაჭრით მისი გამოვლენისთანავე. თქვენ არ უნდა ჩაახშოთ თქვენი გრძნობები, არ უნდა დამალოთ, რომ რაღაც გეწყინათ, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო ვნებს ქორწინებას და საბოლოოდ, წყვილი განშორებამდე მიჰყავს. ნუ ითამაშებთ მსხვერპლის როლს. უმჯობესია, გულწრფელად ესაუბროთ პარტნიორს.
5. „თუ სიმართლის გაგება გინდა, მისი პირადი მიმოწერა წაიკითხე“ - საყვარელი ადამიანის პირადი მიმოწერების წაკითხვა, ყოველ წამს მისი ადგილსამყოფელის კონტროლი, განუწყვეტელი სატელეფონო ზარები მასთან, არის ის ჩვევები, რომლებიც ფსიქოლოგების თქმით, ყველაზე მეტად ვნებს ურთიერთობას.
6. „უბრალოდ, ხშირად შეახსენე მას, რომ ფული, რომელსაც გამოიმუშავებს, საკმარისი არ არის“, - ამ რჩევის გათვალისწინება ჯერ მცირე კონფლიქტს წარმოშობს, რომელიც მოსალოდნელია, რომ წყვილს შორის სერიოზული დაპირისპირების საბაბი გახდება. სპეციალისტები გირჩევენ, რომ თუ მყარი ურთიერთობა გსურთ, ყოველ დღე ნუ შეახსენებთ საყვარელ ადამიანს იმას, რაც თავადაც კარგად იცის.
7. „შემომხედე და ისწავლე“ - საკუთარი მაგალითით შეიძლება ასწავლოთ შვილებს, მაგრამ არა პარტნიორს. ის არ არის ბავშვი თქვენი ჩვევები რომ გაიმეოროს. როცა ურთიერთობაში პრობლემებია, ნუ შეადარებთ თქვენს ოჯახს სხვებს და ნუ ცდით, სხვების ცხოვრების წესი თქვენს წესად აქციოთ.
სხვების რჩევების გარეშეც უკეთ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ - ნუ დაუჯერებთ რჩევებს, რომლებსაც თქვენთვის კარგი არაფერი მოაქვს. მოუსმინეთ და დაუჯერეთ მხოლოდ საკუთარ გონებას და საკუთარ გულს.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>