LIFE

ილონ მასკის ცხოვრების 13 წესი

ილონ მასკის ცხოვრების 13 წესი

46 წლის ამერიკელი ინვესტორი, მეწარმე და გამომგონებელი ორი დღის წინ კვლავ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

6 იანვარს Space X-ის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon Heavy ფლორიდაში მდებარე ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აშშ-ის დროით 03:45-ზე აფრინდა. მიუხედავად რისკებისა, რომელთა შესახებაც კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი საუბრობდა, ექსპლუატაციაში მყოფმა მსოფლიოს უმძლავრესმა რაკეტამ დედამიწა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დატოვა.

მასკი, Forbes-ის მიხედვით, 20.4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. მილიარდერი მასკი, რომელმაც დაახლოებით 20 მილიარდის ქონება თვითონ დააგროვა, ხშირად ამბობს, რომ ფული არ არის მისთვის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი.

გაგაცნობთ, ილონ მასკის ცხოვრების 13 წესს:

ილონ მასკის ცხოვრების 13 წესი

1. მე მინდა ვიყო იმის ნაწილი, რაც სამყაროს ცვლის.

2. შეცდომების დაშვება საშინელება არ არის. მთავარია, შეცდომა დაუშვა რაიმე ახლის შექმნისას.

3. როდესაც პირველი მილიონი დოლარი გაგიჩნდება, შენი ცხოვრება შეიცვლება. ნებისმიერი, ვინც ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის, სისულელეს ამბობს.

4. შექმნა კარგი კომპანია - იგივეა, როგორც გამოაცხო კარგი ნამცხვარი: უბრალოდ უნდა აიღო სწორი ინგრედიენტები - სწორი პროპორციებით.

5. რთული სამუშაოს შესრულებისთვის არ არის აუცილებელი ბევრი ხალხის დაქირავება. რაოდენობა არასოდეს ახდენს ნიჭის კომპენსირებას. ორი ადამიანი კი, რომლებმაც არ იციან არაფერი, რითი სჯობიან უცოდინარ ერთ ადამიანს?

ილონ მასკის ცხოვრების 13 წესი

6. შესაძლოა, ჩემი უდიდესი შეცდომაა - სურვილი მივენდო ვიღაცის ნიჭს, და არა ვიღაცის პირად თვისებებს. მაგრამ ესეც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია - როდესაც ადამიანს კეთილი გული აქვს.

7. როცა რაღაცის შესახებ ვსაუბრობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, ყოველთვის... გეგმის მიხედვით არა, მაგრამ მაინც ხდება.

8. არასოდეს გადამიხდია ადამიანებისთვის ფული იმიტომ, რომ ითვალთმაქცონ უყვართ ჩემი პროდუქტები.

9. დედამიწის ისტორიის ოთხი მილიარდი წლის განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: გაჩდნენ ერთუჯრედიანი ორგანიზმები, გაჩნდნენ მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, ცხოველებისა და მცენარეების სამეფო დაიყო, ცხოველები გადმოვიდნენ წყლიდან-ხმელეთზე, ძუძუმწოვრები განვითარდნენ. შემდეგი დიდი ნაბიჯი უნდა გახდეს პლანეტათაშორისი ცხოვრების იდეა - უპრეცედენტო მოგზაურობა, რომელიც დრამატულად შეგვცვლის და გაგვამდიდრებს.

10. ბევრს არ უყვარს ცვლილებები, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი მიღება. განსაკუთრებით, თუ ცვლილებების ალტერნატივა - კატასტროფაა.

11. პირველი წლები ადამიანები მარსზე იცხოვრებენ გუმბათის ქვეშ, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ შევძლებთ მარსის ტრანსფორმირებას დედამიწასთან მსგავსებაში და გასეირნებას ზედაპირზე რაიმე დამცავის გარეშე.

ილონ მასკის ცხოვრების 13 წესი

12. მოთმინება - ეს სათნოებაა, და მე ვსწავლობ ვიყო მომთმენი. მაგრამ ეს რთული გაკვეთილებია.

13. მე მინდა რომ მოვკვდე მარსზე - მაგრამ არა დარტყმისგან ზედაპირზე.



<a href="https://esquire.ru/">https://esquire.ru/</a>