LIFE

ილონ მასკის დედა, 67 წლის მოდელი, მაიე მასკი - ქალი, რომელმაც სამი წარმატებული შვილი გაზარდა

ილონ მასკის დედა, 67 წლის მოდელი, მაიე მასკი - ქალი, რომელმაც სამი წარმატებული შვილი გაზარდა

ამერიკელი გამომგონებლისა და ბიზნესმენის, მილიონერ ილონ მასკის დედა, 67 წლის მაიე მასკია. ის ამ ასაკში აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. არის მოდელი, ხშირად ჩნდება სხვადასხვა ჟურნალების გარეკანზე და მსახიობობაც კი სცადა - მაიეს მცირე როლი აქვს ბიონსეს მუსიკალურ ვიდეორგოლში - “Haunted”.

ერთ-ერთი გამორჩეულია მაიე მასკის ფოტოსესია New York Magazine-სთვის. მან გააცოცხლა დემი მურის ცნობილი ფოტო, რომელშიც ორსული მსახიობი შიშველი პოზირებს.

ილონ მასკის დედა, 67 წლის მოდელი, მაიე მასკი - ქალი, რომელმაც სამი წარმატებული შვილი გაზარდა

როგორც ჩანს, წარმატება მასკების მთელი ოჯახის თანმდევია. ილონ მასკის გარდა, მაიეს კიდევ ორი შვილი ჰყავს - ვაჟი კიმბალი და ქალიშვილი - ტოსკა.

კიმბალი რესტორნების ქსელის მფლობელია. რესტორნების ქსელს ჰქვია The Kitchen და გამორჩეულია იმით, რომ საკვები ადგილობრივი ფერმერებისგან მიღებული ჯანსაღი პროდუქტით მზადდება. მაიეს გოგონა ტოსკა სატელევიზიო შოუებისა და ფილმების წარმატებული პროდიუსერი და რეჟისორია.

წარმატების მიღწევა მაიესა და მისი შვილებისთვის მარტივი არ ყოფილა. მათ რთული გზა გაიარეს.

მაიემ მოდელობა ჯერ კიდევ 1960 წელს, 15 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ როცა უკვე სამი შვილი ჰყავდა, მოდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა ოჯახისთვის, თანაც სამოდელო სააგენტოები მისდამი დიდ ინტერესს არ იჩენდნენ.

ილონ მასკის დედა, 67 წლის მოდელი, მაიე მასკი - ქალი, რომელმაც სამი წარმატებული შვილი გაზარდა

მაიე ზრდიდა სამ შვილს და მოდელობასთან ერთად, დიეტოლოგის პროფესიასაც ითავსებდა.

მასკების ოჯახი 1989 წელს იოჰანესბურგიდან ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად და ამ პერიოდში მაიე მასკს ერთდროულად 5 სამსახურში უწევდა მუშაობა.

მუშაობის, პრაქტიკული გამოცდილების მიღების შედეგად, მაიე კვალიფიციური, პროფესიონალი დიეტოლოგი გახდა.

ილონ მასკის დედა, 67 წლის მოდელი, მაიე მასკი - ქალი, რომელმაც სამი წარმატებული შვილი გაზარდა

ოჯახი ტორონტოში პატარა ბინაში ქირით ცხოვრობდა. მაიე იხსენებს, რომ თავდაპირველად სახლი იმდენად მოუწესრიგებელი იყო, რომ 3 კვირა დასჭირდა მის ისეთ კონდიციამდე მიყვანას, რომ იქ ცხოვრება შესაძლებელი ყოფილიყო.

„პირველი ხელფასის აღების შემდეგ, პირველ რიგში, ვიყიდე ხალიჩა და იატაკზე დავაფინე, რადგანაც სკამები არ გვქონდა. ხალიჩის ყიდვის შემდეგ კი, მასზე ვსხდებოდით. მეორე რაც გავაკეთე - ვიყიდე კომპიუტერი ილონისთვის და ის იჯდა ხოლმე იატაკზე თავისი კომპიუტერით“, - იხსენებს მაიე მასკი.

მისი თქმით, იყო დრო, როცა მის ოჯახს არ ჰქონდა ფული სადილისთვის ხორცის საყიდლად.

მასკების მთელი ოჯახი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა და ოჯახის წევრები ერთმანეთს ყველა სიტუაციაში მხარს უჭერდნენ. მაგალითად, ტოსკა სკოლაში სიარულის პარალელურად სახლთან ახლოს სასურსათო მაღაზიაში მუშაობდა.

მაიე ამბობს, რომ მისი შვილების წარმატებაზე მას გავლენა არ მოუხდენია და წარმატებას ისინი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა უმადლოდნენ.

„მე არასოდეს დავხმარებივარ ჩემს შვილებს, უბრალოდ ბევრს ვმუშაობდი. თავიანთ წარმატებაზე ჩემი შვილები თავადვე არიან პასუხისმგებლები“, - ამბობს მაიე მასკი.

ის იხსენებს, რომ ილონი კარგად სწავლობდა და განათლების მიღებაში დიდ ენერგიას დებდა, თუმცა სწავლობდა მხოლოდ იმ საგნებს, რომლის მიმართაც ინტერესი ჰქონდა.

ილონ მასკის დედა, 67 წლის მოდელი, მაიე მასკი - ქალი, რომელმაც სამი წარმატებული შვილი გაზარდა

მართალია, მაიე ამბობს, რომ მას არავითარი გავლენა არ მოუხდენია შვილების წარმატებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ მან დიდი შრომა ჩადო ილონისა და კიმბალის პირველი კომპანიის წარმატებით მუშაობაში.

1995 წელს ილონმა ძმასთან ერთად გახსნა კომპიუტერული მომსახურების კომპანია Zip2, რომლის დამკვეთებიც მედია და კომერციული კომპანიები იყვნენ.

თავისი მრავალრიცხოვანი სამსახურების გარდა, მაიე შვილებს თავიანთი პირველი ბიზნესკომპანიის გახსნის საკითხებშიც უწევდა დახმარებას.

„კიმბალი ჩემს ოფისში მოდიოდა ხოლმე და ილონს ტელეფონით საათობით ესაუბრებოდა საქმის შესახებ. მას შემდეგ, რაც ტელეფონზე გადასახადი ერთ თვეში 800 დოლარი გახდა, მე ვუთხარი კიმბალს, რომ შეეწყვიტა ტელეფონით საუბარი და თავისი ძმის კომპანიონი გამხდარიყო“, - ამბობს მაიე.

ის ეხმარებოდა შვილებს ყველაფერში. ადგენდა კომპანიის სამოქმედო გეგმას, ითავსებდა საოფისე საქმიანობას, მიჰქონდა ვაჟებისთვის საჭმელი, ზრუნავდა მათ ტანსაცმელზე და საოფისე ავეჯზეც კი.

ილონ მასკის დედა, 67 წლის მოდელი, მაიე მასკი - ქალი, რომელმაც სამი წარმატებული შვილი გაზარდა

1996 წელს მან თავისი დანაზოგი, 10 000 დოლარი გამოიყენა ოფისის ქირასა და სხვა საოფისე ხარჯებში და ის ამბობს, რომ ეს მის მიერ განხორციელებული საუკეთესო ინვესტიცია იყო.

„ერთ ღამეს ჩვენ საუკეთესო რესტორანში წავედით და მე ვუთხარი მათ - ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როცა მე ჩემს საკრედიტო ბარათს ვახშმისთვის ვიყენებ. და ეს მართალი აღმოჩნდა“, - იხსენებ მაიე.

ისე მოხდა, რომ 50 წლის იუბილეზე შვილებმა დედას საჩუქარი ვერ უყიდეს. თუმცა მისცეს დაპირება და შეასრულეს კიდეც.

„მათ მე მაჩუქეს სათამაშო სახლი და სათამაშო მანქანა და მითხრეს, რომ ერთ დღეს ნამდვილს მიყიდდნენ“, - იხსნებს მაიე.

მალე Zip2 დაახლოებით 300 მილიონ დოლარად გაიყიდა და მასკის შვილებმა თავიანთი სიტყვა შეასრულეს.

ილონ მასკის დედა, 67 წლის მოდელი, მაიე მასკი - ქალი, რომელმაც სამი წარმატებული შვილი გაზარდა

ახლა მაიე მასკის ძირითადი საქმიანობა მოდელობაა და მისი შვილები ძალიან დაკავებულები არიან, თუმცა ყოველთვის ახერხებენ, რომ გამონახონ დრო ერთმანეთისთვის.

„ჩვენ ერთად დიდ დროს ვატარებთ. მე უბედნიერესი ვარ რომ სამი შესანიშნავი შვილი მყავს“, - ამბობს მაიე მასკი.



<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>