ეტიკეტის უამრავი წესი არსებობს, რომლებიც შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ, მაგრამ არსებობს ექვსი წესი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია და საინტერესო ის არის, რომ ამ წესების შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის.
ვნახოთ, რას ვაკეთებთ არასწორად და როგორ უნდა მოვიქცეთ ეტიკეტის წესების შესაბამისად:
1. ლიფტის კარისკენ ქალს გზას უთმობთ? - თუ ქალს ლიფტში შესასვლელ გზას უთმობთ და ფიქრობთ, რომ ამით ჯენტლმენი გამოჩნდებით, ცდებით. ლიფტი პოტენციურად სახიფათოა, ამიტომაც მამაკაცი უნდა შევიდეს პირველად. ქვეცნობიერად, ასეთ დროს ის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და ქალიც უსაფრთხოდ გრძნობს თავს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დადგება კარის სიახლოვეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
2. როცა ვინმე აცემინებს, ჯანმრთელობას უსურვებთ?- როცა ხართ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, არაუშავს თუ ჯანმრთელობას უსურვებთ მას, ვინც აცემინებს, მაგრამ სხვა სიტუაციაში, უმჯობესი იქნება, თუ ადამიანს ცხვირსახოცს შესთავაზებთ.
3. შეცდომას უშვებთ, თუ დამთქნარების დროს პირზე მარჯვენა ხელს იფარებთ - მარჯვენა ხელი, როგორც წესი, უფრო აქტიურია. მას ჩვენ ვიყენებთ ხელის ჩამორთმევის დროს და თუ ცოტა ხნის წინ ეს ხელი პირზე გქონდათ აფარებული, შესაძლოა, რაიმე ბაქტერია გადასდოთ სხვას.
4. არ შეიძლება სუფრასთან პილპილის მიტანა მარილის გარეშე - და პირიქით, მარილის მიტანა პილპილის გარეშე. ეტიკეტის წესების მიხედვით, ორივე ერთად უნდა მიიტანოთ, მაშინაც კი, თუ ვინმე მხოლოდ მარილს, ან მხოლოდ პილიპლს ითხოვს.
5. ეტიკეტის წესის დარღვევაა ფინჯანში კოვზის მოძრაობით ხმაურის გამოწვევა - ნუ გააკეთებთ კოვზით წრიულ მოძრაობას, ასე ნაკლებ ხმაურს გამოიწვევთ.
6. ქორწინების მილოცვა - ნუ ეტყვით წყვილს ფრაზას: „როგორც იქნა დაქორწინდით“, უბრალოდ და მარტივად უთხარით: „გილოცავთ“. უცნაურია, მაგრამ ეტიკეტის მიხედვით, დაქორწინება შეგიძლიათ მიულოცოთ მხოლოდ მამაკაცს, ხოლო ქალს ბედნიერება უნდა უსურვოთ. მიზეზი კი ასეთია - მამაკაცი ქორწინდება ქალზე და ამიტომაც ის არის ერთადერთი, ვინც იმსახურებს მილოცვას.
7. ბონუსი - როგორ უნდა მიხვდეთ რომელი ჭიქა რომელი სასმელისთვისაა განკუთვნილი:
1,2 - შამპანური
3 - წითელი ღვინო
4 - თეთრი ღვინო
5 - პორტვაინი
6 - ლიქიორი
7 - კოქტეილი
8 - მინერალური წყალი
9, 10 - არაყი
11, 12 - ლუდი
13, 14 - მსუბუქი და ტკბილი სასმელები
15 - ცხელი კოქტეილი
16 - მარტინი
17 - მარგარიტა
18 - ტროპიკული კოქტეილი
19 - კონიაკი
20, 21, 22 - ვისკი
თემები: თავდაჯერებულობა, რჩევები, ეტიკეტი
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>