ჯანმრთელობა

16 რჩევა, რომელიც წონაში დასაკლებად ინსპირაციის წყარო გახდება და საკუთარ თავს უფრო მეტად შეიყვარებთ

16 რჩევა, რომელიც წონაში დასაკლებად ინსპირაციის წყარო გახდება და საკუთარ თავს უფრო მეტად შეიყვარებთ

თუ დიდი ხანია წონაში დაკლებას ცდილობთ, მაგრამ ვარჯიშისა და დიეტისთვის ნებისყოფა არ გყოფნით, გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც, ვფიქრობთ, თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება და მიზნის მიღწევა უფრო გაგიმარტივდებათ.

1. პირველ რიგში, დაივიწყეთ საკუთარი თავის სხვებისთვის შედარება.

2. გახსოვდეთ, თუ ხართ მოწერიგებული, დისციპლინირებული, კონცენტრირებული და მომართული, ყველაფერი გამოგივათ - შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ კონცენტირდით იმაზე, რისი გაკეთებაც ძალიან გინდათ და აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს.

16 რჩევა, რომელიც წონაში დასაკლებად ინსპირაციის წყარო გახდება და საკუთარ თავს უფრო მეტად შეიყვარებთ

3. ივარჯიშეთ იმისთვის, რომ ნახოთ, რა შეუძლია თქვენს სხეულს და არა იმისთვის, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება ის - კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერი და ჯანმრთელი გახდეთ.

4. წარსულისგან მხოლოდ მომავალი ცხოვრების წარმართვა უნდა ისწავლოთ - ნუ დაიწყებთ წუწუნს, წინ მომავალია და რეალობის შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ხელშია.

5. შორს დაიჭირეთ თავი იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაგრძნობინებენ, რომ თქვენი შეყვარება რთულია.

6. წონაში დაკლება მხოლოდ სურვილი კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იმუშაოთ ამისთვის - შედეგის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

7. გახსოვდეს, შენ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე ფიქრობ - გონებაში გადაწყვიტე, რომ შენ ამის გაკეთება შეგიძლია და ნახავ, რომ სხეული გამოგყვება.

16 რჩევა, რომელიც წონაში დასაკლებად ინსპირაციის წყარო გახდება და საკუთარ თავს უფრო მეტად შეიყვარებთ

8. როცა წონაში დაკლებისთვის შესაბამისი საქმიანობის შესრულება დაგეზარება, გაიხსენე, როგორ და რატომ მოინდომე ამის გაკეთება - ნუ მიატოვებ დაწყებულ საქმეს შუა გზაში.

9. ვარჯიში შესანიშნავი რამაა, მისი საშუალებით სხეული თავის შესაძლებლობებს ავლენს. ვარჯიში არ არის სასჯელი იმისთვის, რომ გემრიელად მიირთვით.

10. როცა დაინახავთ ადამიანს ლამაზი სხეულით, ნუ შეიზიზღებთ საკუთარს - ცოტა მონდომება გამოიჩინეთ და თქვენც შეძლებთსასურველი ფორმები გქონდეთ.

11. გიყვარდეთ საკუთარი თავი და ყოველ დღე ხმამაღლა სარკის წინ უთხარით მას ამის შესახებ.

12. როცა მცირე შედეგს დაინახავთ, ნუ მოეშვებით და გახსოვდეთ, რომ მცირე ცვლილებას მალევე მოსდევს დიდი ცვლილებები.

16 რჩევა, რომელიც წონაში დასაკლებად ინსპირაციის წყარო გახდება და საკუთარ თავს უფრო მეტად შეიყვარებთ

13. ორ კვირიანი ვარჯიშის შემდეგ იგრძნობთ, რომ რაღაც იცვლება, ოთხ კვირაში შედეგს დაინახავთ, ხოლო რვა კვირაში სხვებისგან მოისმენთ კომპლიმენტებს.

14. პროცესი ნელა მიდის, შედეგი სწრაფად არ მიიღწევა, ამიტომ ნებისყოფა უნდა გამოჩინოთ - სასურველი შედეგის მიღწევას დრო სჭირდება.

15. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია საუკეთესოდ გაქციოთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ხართ.

16. ცხოვრებაში მარტივი არაფერია. ცვლილებები თუ გსურთ, ზრუნვა ამაზე ახლავე უნდა დაიწყოთ.

და ბოლოს, როგორი წონაც უნდა გქონდეთ, თქვენ განსაკუთრებული და მომხიბვლელი ხართ, მთავარია, საკუთარ თავს თავად გრძნობდეთ ბედნიერად და კომფორტულად.



<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>