ქეით უინსლეტი და სხვა ვარსკვლავები, რომლებმაც ფოტოშოპს „ომი“ გამოუცხადეს
- 21.02.2018
ქეით უინსლეტი
ვარსკვლავი ღიად აცხადებს საკუთარი მტრული დამოკიდებულების შესახებ პლასტიკური ქირურგიისა და დამღლელი დიეტების მიმართ. იგივე პრინციპებს მისდევს ფოტოსესიებზეც.
2003 წელს მსახიობი ჟურნალ GQ-ს ყდისთვის გადაიღეს და მისი ფიგურა ისე დაამუშავეს, რომ ვერ იცნობდით.
იგივე განმეორდა 2013 წელს: ქეითის სახე ჟურნალ Vogue-ს ყდაზე ნამდვილად ნიღაბს ჰგავდა. ამ შემთხვევების შემდეგ, ქეითი კონტრაქტზე ხელის მოწერისას, აუცილებლად ამატებს ხელშეკრულებაში პუნქტს: არავითარი ფოტოშოპი.
ჯიჯი ჰადიდი
ჯიჯი ჰადიდს მობეზრდა ჟურნალისტებისა და ბლოგერების ატანა, რონლებიც მოდელზე წერენ, რომ პოდიუმისთვის ზედმეტად მსუქანია. მათთვის სპეციალურად ღია წერილიც კი დაწერა:
„დიახ, მე მაქვს მკერდი და თეძოებიც, მაგრამ მე ჩვეული ზომების მოდელად ვითვლები. თქვენი კომენტარები და მცდელობა „შეავიწროვოთ“ ჩემი ფორმები გრაფიკული რედაქტორების დახმარებით, ვერ მაიძულებენ შევიცვალო“.
ბიონსე
მომღერალი ბიონსე აღშფოთებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ ბრენდის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც ის საცურაო კოსტიუმში პოზირებდა, ფოტოშოპის საშუალებით მის გახდომას გეგმავდა.
ბიონსემ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა: კადრების ფერი, სიმკვეთრე და კონტრასტულობა შეიცვალა, მაგრამ მისი ფორმები ხელუხლებელი დარჩა.
კირა ნაითლი
ნაითლი სანამ შიშველი მკერდით გადაღებას დათანხმდებოდა ჟურნალისთვის Interview, დაჟინებით მოითხოვა, რომ მისი სხეულისთვის ფოტოშოპში კორექტირება არ გაეკეთებინათ.
ფოტოსესიის შემდეგ მსახიობმა ამ თემაზე გულახდილად ისაუბრა. ის აღშფოთებული იყო, რომ ფოტორედაქტორები მუდმივად „ამუშავებენ“ მის პატარა მკერდს.
ლილი ოლდრიჯი
თავის ერთ-ერთ ინტერვიუში Victoria's Secret-ის „ანგელოზმა“ აღიარა: „მე გულწრფელად არ მიყვარს ფოტოშოპი. როცა ადამიანები ამუშავებენ შენს ფოტოებს, მერე ხვდები, რომ მათზე რეალურად შენ არ ხარ. ამ დროს ადამიანის მთელი ბუნებრივი სილამაზე ქრება“.
თემები: ქალი, რჩევები, ჰოლივუდი, ფოტოშოპი, ვარსკვლავები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>